რჩევები სმარტ ტელევიზორების დაცვისთვის

ზაფხული უკვე დასასრულს უახლოვდება. ზაფხულის ხმაურიანმა ან სრულად რელაქსირებულმა დასვენებამ და შვებულებებმა უკვე ჩაიარა.

დღის სიგრძეც ნელნელა მცირდება და ამ ყველაფრის ფონზე უფრო და უფრო მიმზიდველი ჩანს ჩვენი ძვირფასი, ნანატრი, ჩვენს ფიზიონომიაზე მორგებული სავარძელი. სავარძელი, რომლის მიმდებარედაც ჩემი წარმოდგენით (მხოლოდ ჩემი წარმოდგენაა, საწუხაროდ ჩემს რეალობას არ ასახავს) განლაგებულია პოპკორნი (მარცხენა მხარეს, ცაციებისთვის მარჯვენა მხარეს), საპირისპიროდ პულტი, და რაც მთავარია, პირდაპირ, მიახლოებით 1.5 - 2 მეტრის დაშორებით სმარტ ტელევიზორი (4k რკალისებრი ტელევიზორი ოცნების პიკია).

რჩევები სმარტ ტელევიზორების დაცვისთვის

ნამდვილი იდილიაა, ვერაფერს იტყვი. მაგრამ ამ იდილიას, ისევე როგორც სხვა ყველას, მოფრთხილება სჭირდება. მითუმეტეს, თუ საუბარია სმარტ ტელევიზორზე, რომელიც ჩვეულებრივი ქსელური მოწყობილობაა, რომელსაც დამატებითი ზრუნვა სჭირდება. ბრენდმა არ დაგაბნიოთ, hisense, lg, სონი, tcl, nikai, toshiba - ყველა ერთნაირ მზრუნველობას საჭიროებს. როგორ ვიზრუნოთ ჩვენს სმარტ ტელევიზორზე? ნაბიჯები მოცემულია ქვემოთ.

  • დაიცავით თქვენი როუტერის იდენტობა.

როუტერი ეს ის მექანიზმია რომელიც საშუალებას გაძლევთ ინტერნეტი პარალელურად გამოიყენოთ რამდენიმე მოწყობილობაზე (ტელეფონი, ლეპტოპი, დეკსტოპი, ტაბლეტი, ტელევიზორი, დღესდღეისობით მაცივარი და ღუმელიც კი). დაუცველ როუტერმა შეიძლება ვერ შეაკავოს კიბერკრიმინალები, რომლებიც შეაღწევენ თქვენს შიდა ქსელში და დანერგავენ აქ საკუთარ პროგრამებს. ეს პროგრამები ერთი შეხედვით შეუმჩნეველი იქნება, თუმცა მათ შეუძლიათ უზარმაზარი ზიანის მიყენება თქვენი მოწყობილობებისთვის. წარმოიდგინეთ რა საშინელებაა ერთ დღეს თქვენი სმარტ ტელევიზორი, მაცივარი და მთელი სახლი რომ თქვენს წინააღმდეგ ამხედრდეს.

როუტერის დაცვის პირველი და აუცილებელი ნაბიჯია შეცვალოთ პაროლი თქვენს როუტერზე, და არ დატოვოთ ის სისტემურ სტანდარტზე (რომელიც ხშირ შემთხვევაში როუტერებს აწერიათ უკან). ასევე სასურველია გამორთოთ როუტერის ის ფუნქციები რომლებსაც თქვენ არ იყენებთ (ამისთვის კი შეიძლება პროფესიონალის დახმარება დაგჭირდეთ).

  • დაასორტირეთ თქვენი ქსელები და მოწყობილობები.

გამომდინარე იქიდან რომ თითოეულ მოწყობილობას ქსელი მხოლოდ უნიკალური ოპერაციების განსახორციელებლად სჭირდება, კარგი იქნება (სავარაუდოდ ისევ პროფესიონალის დახმარებით) თითოეულ მათგანს თავისი ვიწრო ქმედებების არეალი გამოუყოთ. მაგალითდ ტელევიზორისა და ქსელის კავშირში ინფორმაციის აქაჩვის (Upload) პორტის გახსნილობა ნამდვილად დამატებით ბენეფიტს არ აჩენს, თუმცა რისკის პოტენციალს ზრდის.

  • დააკონფიგურირეთ თქვენი სმარტ ტელევიზორი

ისევე როგორც ყველა მოწყობილობა, სმარტ ტელევიზორიც უსაფრთხოებისა და ხარისხის მწვერვალებს მხოლოდ მაშინ იპყრობს როდესაც ინსტრუქციის მიხედვით ხდება მისი მოხმარება. ამიტომ, თუ ტელევიზორის ყიდვა გსურთ, გადახედეთ მის ინსტრუქციასაც :)

ამ კუთხით გასათვალისწინებელი ფაქტორებია თუ რა ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების ნებართვას მისცემთ პროვაიდერს. მსოფლიოს ახსოვს სკანდალები როდესაც ზოგიერთი საკაბელო პროვაიდერი მომხმარებლებზე უზარმაზარ ინფორმაციას აგროვებდა (მათ შორის ხმის ჩანაწერებსაც კი). ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად როუტერისა და სმარტ ტელევიზორის სწორად დაკონფიგურირება იქნება საკმარისი.

ამ რისკებსზე განსაკუთრებით უნდა გაამახვილოთ ყურადღება თუ თქვენი სმარტ ტელევიზორი კამერითაც არის აღჭურვილი. ჰაკერისთვის თქვენი სმარტ კამერა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, მაშინაც კი თუ თქვენ მას არ იყენებთ. ზოგიეთები ამ კამერებს მცირე ლენტებს აკრავენ, რასაც მთლად გაუმართლებლად ვერ მივიჩნევთ.

ისევდაისევ, არ დაგავიწყდეთ იმ ფუნქციების გამორთვა რომლებსაც არ იყენებთ.

  • დააყენეთ მწარმოებლის მიერ მოწოდებული უახლესი განახლებები (updates)

ბევრი ზემოხსენებული პრობლემა, იდენტიფიცირების შემდეგ ხვდება მწარმოებლების ინტერესის არეში. მათი დეველოპერები ოპერატიულად ახერხებენ ღია რისკების დახურვას, და უკვე გაყიდულ ტელევიზორებზე მსგავს გადაწყვეტილებებს საოპერაციო სისტემის განახლებით გვთავაზობენ. სასურველია შეამოწმოთ თქვენი საოპერაციო სისტემის რამდენად ბოლო ვერსიას წარმოადგენს.

  • გამოიყენებთ უსაფრთხოების სისტემები

როგორც კომპიუტერსა და ტელეფონებზე, სმარტ ტელევიზორებსაც ჰყავთ თავიანთი სუპერგმირი, ანტივირუსის სახით. გადმოიწერეთ და დააინსტალირეთ ეს უსაფრთხოების სისტემები. ზოგიერთ მათგანს საწყის ეტაპზე უფასო საცდელი პერიოდებიც აქვთ, რა დროსაც შეგიძლიათ ნახოთ რამდენად კარგად ოპერირებთ ამ ანტივირუსით. ჩვენ მაგალითისთვის გირჩევთ ESET Smart TV security-ს ნახვას, რომელიც ანდროიდ ტელევიზორებისთვის Google Play Store-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ.

  • განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ახალ აპლიკაციების გადმოწერასთან.

ამას ვფიქრობ ბევრი ჩაღრმავება არ სჭირდება. მარტო 2017 წელს გუგლმა 2,000-ზე მეტი აპლიკაცია წაშალა Play Store-დან რომლებიც მის რეგულაციებს არღვევდნენ. ძირითადი რჩევა რაც უნდა გაითვალისწინოთ - აპლიკაციები გადმოიწერეთ მხოლოდ Google Play Store-დან ან App Store-დან.

ცალკე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგპოსტს რკალისებური ტელევიზორების უპირატესობის შესახებ.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: Top tips for protecting your Smart TV

პოპულარული მოდელები

4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
Regular price 1,000.00 ლარი 969 ლარი / თვეში 52 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50ADWD1B 50 inch (127სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50ADWD1B 50 inch (127სმ)
Regular price 1,129 ლარი / თვეში 61 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50A11U314B 50 inch (127სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50A11U314B 50 inch (127სმ)
Regular price 1,349.00 ლარი 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android ტელევიზორი Grundig 32 GFH 6900B 32 inch (81სმ)
Smart Android ტელევიზორი Grundig 32 GFH 6900B 32 inch (81სმ)
Regular price 949.00 ლარი 659 ლარი / თვეში 36 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი