სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


კარკასული აუზები - karkasuli auzebi

ყველა ზომისა და ფორმის კარკასული აუზები ყველაზე იაფად, უფასო მიტანით მთელ საქართველოში, განვადების სუპერ პირობებით ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.

კარკასული აუზები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად ითვლება და მისი გაყიდვები პიკს ივლისში აღწევს, თუმცა მაისის ბოლოდან მომხმარებლების ნაწილისთვის ის უკვე აქტუალურია.

კარკასული აუზები საოცრად მოსახერხებელი ნაწარმია, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ, რაც მთავარია და რაც უკვე ავღნიშნეთ მათი ყიდვა ყველაზე ხელსაყრელი ჩვენს საიტზეა.

ამდაგვარი აუზები იყოფა შემდეგი ძირითადი ტიპების მიხედვით:

  • ფორმა: ოთხკუთხედი, მრგვალი და ოვალური;
  • კომპლექტაცია: კიბით და მის გარეშე;
  • დამატებითი აქსესუარები: ფილტრი, ტენტი და ა.შ.
  • მასალა: უჟანგავი ფოლადი, სამფენიანი ან არმირებული პოლივინილქლორიდი;
  • და რა თქმა უნდა წყლის ტევადობა, რომელშიც ძალიან დიდი არჩევანია და 1 ტონიდან 30 ტონამდე მერყეობს.

დიდი და პატარა ოთხკუთხედი კარკასული აუზები

განხილვა დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული, ოთხკუთხედი ტიპის აუზებით, რომელთა კარკასიც უჟანგავი ფოლადით ან არმირებული პოლივინილქლორიდითაა დამზადებული და განსაკუთრებული გამძლეობით ხასიათდება.

კარკასული აუზები - karkasuli auzebi

ოთხკუთხედი კარკასული აუზების მინიმალური ტევადობა 1800 ლიტრია და მისი ფასი 250 ლარს არ აღემატება, ხოლო ყველაზე დიდი - 31 ტონა წყალს იტევს და ფასიც შესაბამისი აქვს, 3800 ლარი.

შედარებით მცირე და დიდი მოცულობის განმასხვავებლად ავიღოთ 6 ტონა და განვიხილოთ ჯერ ამ ლიტრაჟზე მცირე ტევადობის მქონე მოდელები:

ასეთი, Bestway-ს კარკასულ აუზებში სულ 5 გახლავთ, შესაბამისი კოდებით: 56402, 56403, 56404, 56424 და 56405.

გთავაზობთ ცხრილს, მათ შორის განსხვავების უკეთ წარმოსაჩენად:

  ზომა (სმ) ტევადობა (ლიტრი)

402

239х150х58

1800

403

259x170x61

2300

404

300x201x66

3300

405

400x211x81

5700

424

400x211x81

5700

ყველა დანარჩენ ასპექტში ეს აუზები ერთნაირია, გააჩნიათ რა შემდეგი მახასიათებლები:

  • წყლის დამცლელი სარქველები
  • უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კარკასის მასალა
  • აუზის მასალას წარმოადგენს პოლივინილქლორიდი
  • კომპლექტში მოყვებათ ინსტრუქცია და შესაბამისი შესაკეთი მასალები
  • მოდელ 56424-ს 56405-ისგან დამატებით განასხვავებს კიდევ ის, რომ პირველ მათგანს მოყვება კარტრიჯული ფილტრი-ნასოსი, რომლის წარმადობაც საათში 800 ლიტრია და თავად კარტრიჯი, ხოლო მეორე აბსოლუტურად იდენტურია, თუმცა კომპლექტაციაში ეს 2 აქსესუარი არ შედის, შესაბამისად, უფრო იაფი გახლავთ.

დანარჩენი კუთხით განსხვავება ამ მოდელებს შორის მხოლოდ ფასში და შესაბამისად განვადების შემთხვევაში თვეში გადასახდელ თანხებშია, რომელთაც დეტალურად რა თქმა უნდა კონკრეტული მოდელების გვერდებზე გაეცნობით.

გადავიდეთ დიდი ტევადობის ოთხკუთხედ კარკასულ აუზებზე:

ამ კატეგორიაში წინასთან შედარებით ორჯერ მეტი, 10 აუზი ხვდება, რომელთა ტევადობაც 6 ტონიდან 32 ტონამდე ნაწილდება.

ზომასა და ლიტრაჟში განსხვავების დასანახად ჯერ თითოეული მოდელის მოკლე აღწერას, ქვევით კი არსებულ ცალკეულ განსხვავებებს (მაგალითად კომპლექტაცია ან კიბე) წარმოგიდგენთ:

კარკასული აუზები - karkasuli auzebi

 მოდელი: 56474 - 300045 ლიტრიანი ტევადობის დიდი ოთხკუთხედი კარკასული აუზი, ზომებით: 732სმ x 366სმ x 132 სმ. კარკასის მასალას წარმოადგენს უჟანგავი ფოლადი, ხოლო თავად აუზის - სამფენიანი პოლივინილქლორიდი. მოყვება კარტრიჯული ფილტრი ნასოსი 3028 ლიტრი საათში სიმძლავრით და თავად ფილტრი. ასევე გადასაფარებელი და აუზის ქვეშ დასაფენი ტენტები. შესაკეთი მასალა თავისთავად და კიბე, მეტი კომფორტულობისთვის.

30045 ლიტრიანი აუზი 56475 - რომლის ზომებიც შემდეგია: 732სმ x 366სმ x

კარკასული აუზები - karkasuli auzebi

132 სმ და ასევე უჟანგავი ფოლადის კარკასისა და სამფენიანი პოლივინქლორიდის კომბინაციაა. აუზს მოყვება ქვიშის ტუმბო ფილტრი, 5 ტონაზე მეტი საათში წყლის გატარების შესაძლებლობით და ორივე ტენტი, როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ დასაფარებლად. კომპლექტაციაში შედის კიბე და აწყობის ოფიციალური ინსტრუქცია.

ზუსტად ანალოგიურია ბესტვეის კიდევ ერთი აუზი ნომერი 56471, ერთადერთი განსხვება ლიტრაჟში და ცხადია, ფასშია, მასში 27 ტონამდე წყალი, ანუ წინა მოდელზე 3000 ლიტრით ნაკლები ეტევა.

კარკასული აუზები - karkasuli auzebi

თითქმის ანალოგიური მოცულობისაა კიდევ ერთი აუზი - ბესტვეი 56470. განსხვავება ზომებშია: 671სმ x 366სმ x 132 სმ და ასევე კომპლექტაციაში, მოყვება რა ამ უკანასკნელს როგორც კარტრიჯული ფილტრი (ნასოსი) ისე თავად კარტრიჯი. სხვა კუთხით ის იდენტურია, გააჩნია რა კიბე და სპეციალური ინსტრუქცია, თუ ვიდეოს მეშვეობით აწყობის მარტივ პროცედურასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა გაგიჩნდათ.

ამ მოდელის მსგავსია და მხოლოდ ტევადობაშია განსხვავება Bestway 54465-ის შემთხვევაში და ასევე 56670, რომელიც 11532 ლიტრ წყალს იტევს, ზომები საკმაოდ შთამბეჭდავია 488სმ x 244სმ x 122 სმ და ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად კარკასულ აუზს წარმოადგენს ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში.

თითქმის ანალოგიურია ბესტვეის კიდევ ერთი აუზი, კოდით 56456, იმ განსხვავებით რომ აქ 9 ტონამდე წყალი ეტევა და კომპლექტაციაში (რომელიც წინა მოდელების იდენტურია) დამატებით შესაკეთი მასალაცაა გათვალისწინებული. სპეციალურად მითითებულია აწყობის დროც, რომელიც ამ შემთხვევაში 30 წუთს აღემატება და ამ მხრივ ის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ასაწყობი აუზია კარკასულ მოდელებს შორის.

ოვალური ასაწყობი კარკასული აუზები

isurve.ge გთავაზობთ 3 სხვადასხვა ზომის ოვალურ კარკასულ აუზს, რომლებიც ძალიან ხშირად, გამორჩეული ფორმის გამო იქცევენ ყურადღებას და მომხმარებლების ნაწილს მრგვალი ასაწყობი აუზის ყიდვას მათი შეძენა ურჩევნია.

ამ სამი მოდელიდან 2 ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით განსხვავდება (ნაცრისფერი და ყავისფერი) და ტევადობის კუთხით ორივე 10 ტონიანია, ხოლო მესამის მოცულობა 7 ტონაა.

კარკასული აუზები - karkasuli auzebi

10 ტონიან მოდელებს მოყვებათ როგორც გადასაფარებელი, ისე წყლის დასაფენი ტენტები, 3 საფეხურიან კიბესთან და კარტრიჯულ ფილტრსა და კარტრიჯთან ერთად, ხოლო შედარებით მცირე ზომის აუზის კომპლექტაციაში ტენტები გათვალისწინებული არ გახლავთ. დიდების ზომები შემდეგია: 4.88მ x 3.05მ x 1.07მ, ხოლო პატარის: 4.24მ x 2.50მ x 1მ.

მრგვალი კარკასული (ასაწყობი) აუზები - სრული მიმოხილვა

ოთხკუთხედების მსგავსად, მრგვალი კარკასული აუზებიც განსაკუთრებით მოთხოვნადია და შესაბამისად, ისურვე.ჯი-ც Bestway-ს ერთბაშად 7 სხვადასხვა მრგვალი ფორმის მოდელს წარმოგიდგენთ, რომელთა დეტალური აღწერითაც თავს აღარ შეგაწყენთ, ვინაიდან მახასიათებლები იდენტურია ზემოთ წარმოდგენილი სხვა ტიპის აუზებისა.

ერთადერთი, შევეცდებით მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი ზომისა და ტევადობის მიხედვით, რათა თუ ამ ტექსტს კითხულობთ, სასურველი მოდელის მოძებნა უფრო გაგიმარტივდეთ, აქვე შეარჩიოთ და გვერდის დასაწყისში განთავსებული აუზებიდან პირდაპირ სასურველს დააჭიროთ, საიდანაც უკვე ყიდვა ან განვადების გაკეთება შეგეძლებათ.

კარკასული აუზები - karkasuli auzebi

 

#56   ზომა (სმ) ტევადობა (ლიტრი)

427

549 x 132

26000

574

366 x 122

10900

377

360 x 90

8648

420

366 x 122

10250

418

366 x 100

9150

408 305 x 76 4678 (ფილტრით)
406 305 x 76 4678 (უფილტრო)

კარკასული აუზების განვადებით ყიდვა 

განახლება: უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედოს 3 წლიანი განვადების სერვისითაც, სურვილის შემთხვევაში. სხვა ყველა პირობა, როგორც კრედოს, ისე თიბისი ბანკის შემთხვევაში, რჩება ძალაში.

განვადება შედარებით ძვირადღირებული პროდუქტების ყიდვის ძალიან ფართოდ გავრცელებული საშუალებაა, იხდით რა მთლიან ღირებულებას არა ერთბაშად, არამედ თქვენთვის სასურველ პერიოდზე გადანაწილებულს და მიუხედავად საბანკო რეგულაციებისა, უამრავი მომხმარებლისთვის ის საჭირო ნივთების შეძენის ალტერნატივად რჩება.

isurve.ge, როგორც ქართული ინტერნეტ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, გთავაზობთ ონლაინ საბანკო განვადებას კარკასულ აუზებზე, თიბისი, კრედოს და საქართველოს ბანკების მეშვეობით, რომლის საშუალებითაც უმოკლედ ვადაში, განაცხადის გამოგზავნიდან 1 საათში სასურველი აუზი შესაძლოა უკვე თქვენსკენ მოემართებოდეს.

განვადებისთვის საჭიროა გქონდეთ რაიმე ტიპის შემოსავალი, თუნდაც არა ჩარიცხვები, არამედ გზავნილები ან ხელზე აღებული ანაზღაურება და არ იყოთ მოხვედრილი პრობლემურ სიაში, ბანკებთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განმავლობაში. თუ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, მაშინ ისურვეს განვადება საუკეთესო საშუალებაა, ერთ-ერთი საუკეთესო პირობებით ბაზარზე და მაქსიმალურად მარტივი განხილვა-დამტკიცების მექანიზმით.

ყველა შესაძლო კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ან ფეისბუქის საშუალებით და მზად ვართ, სრულად ვუპასუხოთ თქვენს ყველა შეკითხვას და დაგეხმაროთ სწორად შეარჩიოთ ბანკი განვადების განაცხადის გასაგზავნად.

თუ განვადებით შეძენა არ გსურთ, მაშინ თქვენს განკარგულებაშია ჩვენი საბარათე გადახდის თანამედროვე სისტემა, ან კურიერთან ანგარიშსწორების მექანიზმი, რაც ბევრი ინტერნეტ მომხმარებლისთვის სანდოობის ერთ-ერთი განმსაზღვრელია, იხდის რა ღირებულებას მხოლოდ აუზის მიღების შემდეგ.

კარკასული აუზები იაფად ონლაინ განვადებითა და ერთიანი გადახდით

გაზაფხულის მიწურულს ყველა ფიქრობს ზაფხულის კომფორტულადა და გრილად გატარებაზე.

კერძო სახლსა და აგარაკზე კარკასული აუზის ქონა ზაფხულის მხიარულად გატარებას გპირდებათ, სასურველი მოდელის შეძენა კი რამდენიმე გზით შეგიძლიათ ისურვეზე.

კარკასული აუზები ყველაზე ხელსაყრელ ფასად ისურვეზეა წარმოდგენილი, რომელთაც უზარმაზარი ასორტიმენტით გთავაზობთ, როგორც ფასის, ისე ზომის, ფორმისა და ტევადობის მიხედვით.

თუ გსურთ საზაფხულოდ გაანებივროთ ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ბავშვები, გთავაზობთ კარკასულ აუზებს ფილტრით, რომლის წყალობითაც აუზში წყალი დიდ ხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს.

კარკასული აუზები განვადებით ონლაინ რამდენიმე წუთშია ხელმისაწვდომი, რადგან განვადების მოქნილი სისტემა და პროცედურის სიმარტივე ზრუნავს თქვენს კომფორტზე, ხოლო უფასო საკურიერო სერვისის საშუალებით, თავს აარიდებთ საცობებში დროისა და ფინანსების ხარჯვას, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში შენაძენს სრულიად უფასოდ მოგართმევთ.