ვაფლის საცხობი აპარატი
ყველა ტიპის ვაფლის საცხობი აპარატი საუკეთესო ფასები, ონლაინ განვადები სუპერ პირობები, გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
დამეთანხმებით დილის გემრიელი ვაფლით დაწყება ძალზედ სასიამოვნოა, თუმცა ვაფლის მირთმევა საღამოობითაც არაა ურიგო. ამიტომ ისურვე გთვაზობთ საუკეთესო ვაფლის აპარატებს.
ვაფლის საცხობი საკმაოდ ბევრი სტილისა და ფუნქციების არსებობს, რომ აღარაფერი ვთქვათ ტიპზე, ხარისხსა და ზომაზე
უზარმაზარი ზომის ბელგიური ვაფლებიდან დაწყებული, თხელი და კნატუნა კლასიკური ვაფლებით დამთავრებული ყველა კერძი შეგვიძლია მივიღოთ ვაფლის აპარატის ყიდვით.
ვაფლის საცხობი აპარატიის შესაძენად ,ჩვენი გამოცდილებით, არის რამდენიმე საკითხი, რომლებზედაც პასუხი თქვენ გაგიმარტივებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას:
- ვაფლების ტიპი - ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია - რა აზრი აქვს ისეთ ვაფლის საცხობის შეძენას თუ თქვენთვის სასურველ ნაწარმს ვერ მიიღებთ? ფუმფულა ბელგიური, კნატუნა და თხელი ტრადიციული, ან ბავშვებისთვის სხვადასხვა ფორმის ვაფლები - აი რა არჩევნის წინაშე ვდგავართ. ამ საკონდიტრო ნაწარმის ბელგიურ ვერსიები უფრო სქელია ვიდრე კლასიკური ამერიკული ვარიანტი. ამას გარდა მათ უფრო დიდი ზომის ჭრილები აქვთ კარაქის, სიროფის ან ნებისმიერი სხვა რაღაცისთვის რასაც თქვენ ვაფლთან ერთად მიირთმევთ. ევროპული ვარიანტი სტანდარტულად 2.5-4 სმ ისქის არის და საუკეთესოდ ითვლება როდესაც გარედან კნატუნა, შიგნით კი რბილია. მათ დამზადებას შედარებით დიდი დრო სჭირდება, და შესაძლებელია რომ სხვადასხვა ტიპის ცომისგან (Batter) მომზადდეს (ნამცხვრის (Cookie) ცომიდან სიმინდის ფქვილის ცომის ჩათვლით). ზოგიერთს უფრო „ეგო“ სტილის ვაფლები მოსწონს, რომლებიც ნაყინთან ერთად იდეალურია ხშირად კონუსის ფორმითაც იყიდება (მაგ. ნაყინების ვაფლის კონუსები). ბავშვებისთვის კი ფორმებს და მათ შინაარს ხშირად საკმაოდ დიდი (და საინტერესო) მნიშვნელობა აქვს.
- ვაფლების რაოდენობა - ვაფლის აპარატები საშუალოდ ერთიდან ოთხ ერთეულს ამზადებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ რამდენი ადამიანისთვის ფიქრობთ მათ მომზადებას და შესაბამისად შეარჩიოთ მოდელი. ვაფლები საკმაოდ მარტივად იყინება და შეიძლება არ იყოს ცუდი იდეა წინასწარ მოამზადოთ ისინი დატვირთული დილის ნაცვლად. ასევე კარგი იქნება ყიდვის წინ იცოდეთ რა დრო სჭირდება ერთი პორციის ცხობას რომ დროითი დანახარჯები უკეთესად გათვალოთ.
- გაწმენდის სიადვილე - ვაფლის საცხობი რომელიც რთული გასაწმენდია საერთოდ გადაგაფიქრებინებთ მისით სარგებლობას. აუცილებელია ისეთი ზედაპირის არსებობა რომელიც არ იკრავს. ეს ძალიან ზოგავს შეწვის მერე ვაფლების გადმოღების დროსა და შრომას, ასევე ასეთი ნაწარმი გატეხვის გარეშე, მარტივად გადმოდის აპარატიდან და ამცირებს ზეთის გამოყენების საჭიროებას. გაითვალისწინეთ რომ ვაფლის ამოღებისას აუცილებლად პლასტიკის ჯოხები გამოიყენეთ რომ არ დაკაწროთ მისი ზედაპირი. ზოგიერთ მოდელს აქვს ასევე მოხსნადი ფილები, რაც მათ რეცხვას კიდევ აადვილებს, თუმცა რეალურად თქვენ ამ ფილების მარტო კარგად, სველი ქსოვილით გაწმენდა გჭირდებათ (აუცილებლად ფილების გაგრილების შემდეგ). კარგი მახასიათებელია ასევე ზედმეტი ცომის ე.წ. დრენაჟი, ანუ თუ ზედმეტი ცომი მოგივათ ის რომ ვაფლის აპარატის გარშემო არ დაისხას და ერთად მოიყაროს ერთ ადგილას თავი. ამ პრობლემისგან თავის ასარიდებლად ზოგიერთ აპარატს სპეციალური საზომი ჭიქაც მოყვება.
- სიჩქარე - რამდენად ჩქარა ცხელდება აპარატი მოსამზადებელ ტეპერატურამდე, და რამდენად ოპერატიულად ამზადებს ვაფლებს. ზოგ მოდელს პორციებს შორის ტემპერატურის ასაკრეფად დრო სჭირდება, ზოგი კი ფაქტიურად საშუალებას გვაძლევს შეუწყვეტლივ ვამზადოთ კერძი.
- ინდიკატორი შუქები და ხმები - თითქოს მარტივი ფუნქცია ძალიან საჭიროა, რადგან ინტუიციით იმის მიხვედრა თუ როდის არის საცხობი მზად ცომის ჩასადებად და როდის არის ვაფლები მზად ნამდვილად საჭიროებს გამოცდილებას. ნათურების ინდიკატორს ხმა ჯობია, ასე თქვენ შეძლებთ სხვაგანაც გახვიდეთ და იძულებული არ იყოთ აპარატი მუდამ ხედვის არეში გქონდეთ. თუ თქვენი აპარატი ინდიკატორების გარეშეა, მაშინ ერთ მარტივი მაჩვენებლი არსებობს - ორთქლი. თუ ორთქლი აღარ გამოდის საცხობიდან, მაშინ ესე იგი ცომი მომზადდა, თუმცა შეიძლება გემოვნებიდან გამომდინარე კიდევ ცოტა პერიოდი მოცდა ღირდეს.
- რეგულირებადი და თანაბრი შებრაწვა - ვაფლების, ამ მარტივი პროდუქტების გემოვნებითი აღქმა საკმაოდ განსხვავდება. ამიტომ სასურველია ისეთი პროდუქტი შეარჩიოთ რომელიც საშუალებას მოგცემთ განსაზღვოთ შებრაწვის ხარისხი. და ნუ რა თქმა უნდა შეუმწვარი ვაფლის ნაწილი, ან პირიქით ზედმეტად დაბრაწული არე არავისთვის არის მისასალმებელი.
- შენახვის სიმარტივე - გთხოვთ, გაითვალისწინოთ ვაფლის საცხობების ზომები თქვენს შესანახ ფართთან მიმართებაში, თუ რა თქმა უნდა ამ აპარატის დეკორატიულად გამოყენებას არ აპირებთ.
ვაფლის აპარატი თქვენ სამზარეულოში მრავალფეროვნებას შეიტანს
ვაფლის საცხობი აპარატის ყიდვით თქვენ არამხოლოდ სიახლეს შემატებთ თქვენს სახლს, არამედ ყოველ საუზმეს განსხვავებულს გახდით.
ვაფლის საცხობი გემრიელი და განსხვავებული კერძების მოსამზადებლად
ვაფლის აპარატი წლების წინ საკმაოდ უცხო მოწყობილობა იყო ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, რადგან ბევრმა არ იცოდა, თუ რამდენად მრავალფეროვანი გამოყენებისაა ეს კომპაქტური ზომის აპარატი.
თანამედროვე რეცეპტები ძალიან ხშირად გამრავალფეროვნებულია ვაფლით, რომელსაც ასე კარგად სწორედ ვაფლის აპარატი ამზადებს.
ვაფლის აპარატი თქვენი პატარების გასანებრივრებლად საუკეთესო სამსახურს გაგიწევთ
ბავშვებს უყვართ ნებისმიერი სახეობის ტკბილეული.
თუ გსურთ განსაკუთრებულად გაახაროთ თქვენი პატარები, შეგიძლიათ მათთან ერთად მოამზადოთ მათი საყვარელი ვაფლისგან უგემრიელესი დესერტები. საკუთარი ხელით მომზადებული ვაფლი, რომელსაც ვაფლის აპარატი მოამზადებს, შეუძლიათ სხვადასხვა მოსართავით გააფორმონ და თამაშ-თამაშში გემრიელი ტბილეული საკუთარი ხელით მოიმზადონ.
ვაფლის საცხობი ფასი და ზომის მიხედვით სხვადასხვაგვარია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით საოჯახო ტიპის აპარატები სარგებლობენ, რომლებიც სამზარეულოში პატარა ადგილსა და დიდ როლს იკავებენ.