თვის ყველაზე გაყიდვადი
სრული კოლექცია
ყურსასმენები
უკაბელო, ბლუთუზ, გეიმინგ და ჩვეულებრივი კაბელიანი ყურსასმენები. მხოლოდ საუკეთესო მოდელები ყველაზე იაფად.
შეარჩიეთ სასურველი ყურსასმენი და მიიღეთ ის უფასო მიწოდების სერვისით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რა არის ყურსასმენები და რისთვის გამოიყენება ისინი?
ყურსასმენები არის ე.წ. წყვილი, პატარა დინამიკები, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერის, მუსიკალური პლეერის ან სხვა მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის ხმის მოსასმენად. დინამიკისგან განსხვავებით, რომლის საშუალებითაც ხმის გაფრქვევა ხდება ღია სივრცეში, ყველა იქ მყოფი სულიერის გასაგონად, ყურსასმენები საშუალებას აძლევს ერთ მომხმარებელს პირადად მოუსმინოს აუდიო წყაროს.
ყურსასმენები არის პორტატული საშუალება საყვარელი სიმღერების, პოდკასტების, აუდიოწიგნებისა და ვიდეოების მოსასმენად. იგი იდეალური სიზუსტით გადმოსცემს აუდიო რეპროდუქციის ხარისხს და ეფექტურად ასახავს მის შესაძლებლობებს.

ყურსასმენებით, ისევე როგორც დინამიკებით, შესაძლებელია ხმის ფანტასტიკური ხარისხის უზრუნველყოფა, თუმცა, ყურსასმენების მეშვეობით, ასევე, შეგიძლიათ გარედან შემოსული ხმების ჩახშობა, რათა არ მოხდეს ყურადღების გადატანა მნიშვნელოვნიდან - ნაკლებად მნიშვნელოვანზე.
მაგალითად, თუ თქვენ გსურთ ისიამოვნოთ აუდიო წიგნით, მაგრამ ვერ ახერხებთ ფოკუსირებას, რადგან თქვენს ირგვლივ ადამიანი ირევა და ბევრი რამ ხდება, მოიმარჯვეთ ყურსასმენები და მიეცით თავს სიამოვნების მიღების საშუალება, მაშინაც კი, თუ ამას სხვა ადამიანების გარემოცვაში გააკეთებთ!
ყურსასმენების გამოყენება წარმოუდგენლად სასარგებლოა და არა მხოლოდ მუსიკის მოსასმენად. ერთი მხრივ, ყურსასმენების დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ / განახორციელოთ მნიშვნელოვანი ზარი და პარალელურად, თქვენ შეძლებთ გააკეთოთ ჩანაწერები, გახსნათ უჯრები ფაილების მოსაძებნად და უამრავი სხვა რამის გაკეთებას მოახერხებთ ტელეფონში.
როგორ მუშაობს ყურსასმენი და უსაფრთხოა თუ არა მისი გამოყენება?
ყურსასმენი შეიძლება მუშაობდეს როგორც კაბელით, ასევე, კაბელის გარეშე. კაბელის მეშვეობით, ხდება ელექტროენერგიის წინიდან - უკან გადაცემა. შემდეგ, დენი გადადის კონცენტრირებულ ხმოვან „კოჭაში“და პირდაპირ წარმოქმნის ელექტრომაგნიტურს სიხშირეს.
დადასტურებულია, რომ ყურსასმენების გამოყენება სასარგებლოსთან ერთად უსაფრთხოცაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ, დღე - ღამის მანძილზე დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ ყურსასმენებს და ხშირად უსმენთ მუსიკას მაღალ ხმაზე, ისინი არ არიან ისეთი რისკის შემცველი, რასაც შეუძლია სერიოზული პრობლემები შეუქმნას თქვენს სმენას ან / და ზოგადად, ჯანმრთელობას.