Xiaomi
Xiaomi-ს მობილური ტელეფონები ყველაზე იაფად და ონლაინ საბანკო განვადების საუკეთესო პირობებით. ოფიციალური გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
Xiaomi დაარსდა 2010 წელს 8 პარტნიორის მიერ.
2010 წლის 16 აგვისტოს Xiaomi-მა ოფიციალურად გამოუშვა MIUI, რომელიც დაფუძნებულია Android სისტემაზე და აერთიანებს Samsung TouchWiz და Apple iOS სტილებს. პირველი სმარტფონის - Mi 1-ის გამოსვლა დაანონსდა 2011 წლის აგვისტოში. 2012 წლის აგვისტოში კომპანიამ წარმოადგინა Mi 2 სმარტფონი , ხოლო 2013 წლის სექტემბრისთვის, 10 მილიონზე მეტი მოწყობილობა გაყიდა.
2013 წლის 5 სექტემბერში, აღმასრულებელმა დირექტორმა - ლეი იუნმა გამოაცხადა, რომ აპირებს 47 დიუმიანი Android 3D ტელევიზორის გამოშვებას, რომელიც ტაივანში, Wistron-ის ქარხანაში აიწყობა.
2013 წლის სექტემბერში, Xiaomi-მა დააანონსა Mi 3 სმარტფონის გამოშვება. 2013 წლის 25 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ კომპანია აპირებდა პეკინში პირველი ფლაგმანი მაღაზიის გახსნას. 2013 წლის ოქტომბერში, Xiaomi გახდა მეხუთე მობილური ბრენდი ჩინეთში.
2016 წლის ბოლოს, კომპანია გაყიდული მოწყობილობების რაოდენობითა და შემოსავლების თვალსაზრისით, ვერ მოხვდა ტოპ ათეულში, მაგრამ შემდეგ წლებში, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
2020 წელს, რუსეთი გახდა მსოფლიოში პირველი ბაზარი, რომელმაც Mi Smart Band 4 NFC ფიტნეს სამაჯურის სპეციალური ვერსია გამოუშვა, რომელიც მხარს უჭერს უკონტაქტო გადახდას.
მიუხედავად მიმის რომ ქსიაომი არც თუ ისე დიდი ხანია რაც ბაზარზე შემოვიდა, ამ კომპანია უკვე ყველას დამტკიცა, რომ მასზე უფრო გამოცდილ ბრენდებს არაფრით არ ჩამორჩება, ხშირ შემთხვევაში თუ არ სჯობნის კიდეც, ნაწარმის ხარსხით.
მობილური ტელეფონი Xiaomi MI Note 10 6GB RAM 128GB შეგიძლიათ ჩვენს საიტზეც შეიძინოთ, ხოლო მის ფუნქციურ მახასიათებლებს შეგიძლიათ აღწერაშიც გაეცნოთ:
- მუშაობს ორი ქსელით, როგორც 3G, ასევე - 4G-ზე;
- სიმ ბარათები: Dual SIM (Nano-SIM, dual stand-by);
- პლატფორმა: Android Pie;
- კამერა: 5 კამერა. 108+12+5+20+2 MP;
- კომუნიკაცია: Wifi - კი, Bluetooth - კი, GPS - კი;
- მონაცემები: Octa-core (2x2.2 GHz Kryo 470 Gold & 6x1.8 GHz Kryo 470 Silver);
- მეხსიერება: 128 GB, 6 GB RAM;
- ზომა: 157.8 x 74.2 x 9.7 მმ;
- წონა: 208 გრამი;
- ეკრანი: IPS LCD მოცულობით თაჩსქრინი, 16 მლნ ფერი. 6.47 inch;
- დამატებით: თითის ანაბეჭდის სენსორი.
Redmi Note 8 Pro-ს გაყიდვები 2019 წელს დაიწყო და მალევე მოიპოვა მეტსახელი „ხალხის რჩეული“. ტელეფონი ყურადღებას იპყრობს თავისი შთამბეჭდავი ზომებითა და დიდი - 6.53 დიუმიანი ეკრანით.
სათამაშო პროცესორი MediaTek Helio G90T და 6 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება, უზრუნველყოფს პროგრამების შესანიშნავ სიჩქარეს. ტელეფონის მთავარი მახასიათებელია კამერა, რომელსაც აქვს 4 მოდული სხვადასხვა ტიპის გადაღებისთვის.
დადებითი:
- რეალისტური ფერები;
- ძლიერი ბატარეა - 4500 mAh;
- სკანერი სახის და თითის ანაბეჭდისთვის;
- სწრაფი დატენვა;
- კარგი გადაღება.
მინუსები:
- უამრავი რეკლამა;
- ლინზები სხეულიდან ძალიან გამოწეულია.
სმარტფონი რეკომენდირებულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია სმარტფონის მაღალი შესრულებით: თამაშებით, ფოტოგრაფიითა და აპლიკაციებით.
Xiaomi Mi A3-ის მოდელი გახდა რიგით მესამე Xiaomi სმარტფონი, რომელიც მუშაობს Android One-ზე, მაგრამ 6.08 ინჩიანი დიაგონალით გამოსახული ეკრანი, კარგავს რეზოლუციებს თავის წინამორბედებთან შედარებით და Full HD + -ის ნაცვლად, აქ წარმოდგენილია მხოლოდ HD +.
გაჯეტის შესანიშნავი შესრულება Snapdragon 665 პროცესორით ხორციელდება. ამასთან, მოწყობილობა აღჭურვილია 4030 mAh ბატარეით, რომელსაც შეუძლია დღე-ნახევარი დატენვის გარეშე იმუშაოს.
დადებითი:
- ხმამაღალი დინამიკები;
- მაღალი ხარისხის კამერა;
- სახის და თითის ანაბეჭდის ამოცნობა;
- ელეგანტური დიზაინი;
- შესანიშნავი ავტონომია.
მინუსები:
- ეკრანის სიკაშკაშის რეგულირება შეუძლებელია.
სმარტფონი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან: თამაშებით, სელფებითა და სოციალური ქსელებით. ინფრაწითელი პორტის არსებობა საშუალებას გაძლევთ მართოთ ტელევიზორები დისტანციურად.