დარტყმითი ბურღის პირების(SDS+) ნაკრები(5ც) TOTAL TAC190501
დარტყმითი ბურღის პირების(SDS+) ნაკრები(5ც) TOTAL TAC190501
Regular price 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ბურღის ნაკრები (5ც) Bosch SDS plus-1 (2 608 579 120)
ბურღის ნაკრები (5ც) Bosch SDS plus-1 (2 608 579 120)
Regular price 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

ბურღის პირების ნაკრები

ბურღის პირების ნაკრები კარგი, მაღალი ხარისხის ბურღის შეძენასთან ერთად აუცილებელი საჭირო კომპონენტია.

ბურღის პირების ნაკრები გამოიყენება ლითონის, ხისა და ბეტონის ხვრელების დასამუშავებლად, რომელთა თავები ერგება ხრახნებს, დრელებსა და პერფორატორებს.

ბურღის პირების ნაკრები

როგორც ვიცით, ბურღის პირების ნაკრები  აუცილებელი ატრიბუტია სარემონტო, სამშენებლო და სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად. ჩვეულებრივ, ასეთი მოწყობილობები მთელი კომპლექტით იყიდება, რათა მფლობელს მუდმივად ჰქონდეს იმის საშუალება, რომ  მისთვის საჭირო ზომის თავაკები თან ჰქონდეს და  არ მოუწიოს ცალკე შეძენა.

ამიტომ, მიზანშეწონილია შეისწავლოთ  საუკეთესო მწარმოებლების რეიტინგი, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის დიდი ასორტიმენტიდან საუკეთესოს გამორჩევას.

როგორ შევარჩიოთ ბურღის პირების ნაკრები?

  1. მასალებისთვის ვარგისიანობა - პროდუქტები იწარმოება ცალკე ხისთვის, ბეტონისთვის, მინისთვის, კერამიკისთვის და ლითონისთვის. დანადგარი არ არის ცვალებადი, ამიტომ კონკრეტული მასალისთვის გამოიყენება მხოლოდ მისთვის შესაფერისი საბურღი თავები.
  2. ფერი - ინსტრუმენტი მზადდება სწრაფადმჭრელი ფოლადისგან, რომელიც ვერცხლისფერია. ეს არის ყველაზე იაფიანი, მაგრამ ხანმოკლე ვარიანტი. შავი თავებს ამაგრებენ ორთქლზე და საჭრელი კიდე უფრო ბასრი ხდება.
  3. მჭრელი ნაწილი - პირები შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმისა და დიამეტრის, რომელიც აუცილებელია სწრაფი ბურღვის შესასრულებლად. გვირგვინებიანი ფორმები ქმნის დიდი დიამეტრის ხვრელს მაგალითად,  საკეტის ჩასმისთვის.  ხისთვის  განსხვავებული თავის საბურღები გამოიყენება, რომელიც სწრაფად ჭრის 5-15 მმ სისქეს. ალმაზის პირები კი  შესაფერისია მინისა და ფილებისთვის.
  4. სამუშაო ნაწილის ტიპი - საბურღის სხეული შეიძლება იყოს ცილინდრული სპირალის სახით (ხვრელების შესაქმნელად), კონუსური (სხვადასხვა დიამეტრის ხვრელების სწრაფი ბურღვისთვის) და საფეხურებიანი.
  5. დიამეტრი - ბურღის პირები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს 1.0-დან 55 მმ-მდე დიამეტრით. ზომა შეირჩევა მომავალი ხვრელის გათვალისწინებით. 10 მმ ზომის ბურღვის დროს, დასრულებული ხვრელი იქნება 11 მმ.
  6. სიგრძე - მისი შერჩევა დამოკიდებულია ხვრელის საჭირო სიღრმეზე. ინდიკატორი მერყეობს 3-დან 90 სმ-მდე.

Bosch ბურღის პირების ნაკრები

ეს არის სამშენებლო ინსტრუმენტების  გლობალური მწარმოებელი, რომლის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში. ნაკრები გამოირჩევა მყარი ქეისით, რომელშიც საიმედოდაა დამაგრებული ხელსაწყოები. ტრანსპორტირების დროს და გრძელი მოგზაურობის შემდეგ, ნაკრებში თითოეული  ელემენტი რჩება თავის ადგილზე.

ბურღის პირების ნაკრები

ექსპერტებმა ბოშის ბურღის პირების ნაკრები დაასახელეს, როგორც პროდუქციის ფართო სპექტრი, რომელშიც წარმოდგენილია საბურღი თავები 1.0-დან 13 მმ დიამეტრითა და 3.4-დან 13.3 სმ სიგრძით.

კომპანია აწარმოებს საბურღებს ყველა სახის მასალისთვის, რომელთა ფორმები შესაძლოა განსხვავებული იყოს.

უპირატესობები:

  • მასალების ფართო სპექტრი;
  • კომპლექტებისა და ინდივიდუალური თავაკების დიდი არჩევანი;
  • ნაკრებები იყიდება მოსახერხებელი,  გამძლე ქეისით.

უარყოფითი:

  • მაღალი ღირებულება;
  • მაქსიმალური დიამეტრი 13 მმ;
  • ასეთი თავები ძველი რკინაბეტონისთვის არ არის გამძლე;

Metabo ბურღის პირების ნაკრები

ჩვენს რეიტინგში მოხვდა კიდევ ერთი გერმანული ხელსაწყოების მწარმოებელი, რომელმაც თავისი საქმიანობა  1923 წელს დაიწყო. კომპანიის პირველი გამოგონება იყო ლითონისთვის განკუთვნილი საბურღი, ასე რომ თითქმის 100 წელია მეტაბო ამ ინსტრუმენტისთვის სპეციალიზირებულ მასალებსა და აქსესუარებს აქტიურად აწარმოებს.

ბურღის პირების ნაკრები

90 ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისა და ფართო დილერის  არსებობის წყალობით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პროდუქციის შეძენა მარტივია.

გამოცდილმა ექსპერტებმა მაღალ დონეზე შეისწავლეს Metabo-ს ბურღის პირების ნაკრები, მიმოიხილეს ისინი  მახასიათებლების საფუძველზე, რის შედეგადაც, ბრენდს მიანიჭეს საუკეთესოს ხარისხი.

უპირატესობები:

  • მოსახერხებელია  ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის;
  • ხელსაწყოს დეტალური კლასიფიკაცია ოფიციალურ ვებსაიტზე;
  • დამატებითი ადგილის არსებობა ნებისმიერი ტიპის ელექტრო ხელსაწყოსთვის;
  • წარმოდგენილია იშვიათი ტიპის საბურღი თავები.

უარყოფითი:

  • იყიდება  მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი;
  • პროდუქციის უმეტესობა დამზადებულია ჩინეთში;
  • HSS-R ფოლადის ელემენტები სწრაფად იშლება.

პროფესიული ტექნიკის შესაძენად ისურვეზე უკეთესი საიტის პოვნა შეუძლებელია, ჩვენთან ყველა შენაძენზეა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი, მთელი ქვეყნის მაშტაბით, უფასო გვაქვს!