თვის ყველაზე გაყიდვადი
კვირის ყველაზე გაყიდვადი
სრული კოლექცია
საბურავები
მანქანის საბურავები საუკეთესო ფასად, ონლაინ საბანკო განვადებით, უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
საუკეთესო ხარისხის ავტო საბურავები ყველა სეზონისთვის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.
უსაფრთხო მართვის თვალსაზრისით, საბურავები არის ავტომობილის მთავარი კომპონენტი, რომლის სწორად შერჩევა კომფორტის ნამდვილი გარანტიაა.
საბურავების მაღაზია ონლაინ - საბურავის ყიდვა ჩვენთან მარტივია!
ონლაინ ბორბლის ყიდვისას თქვენ შეგიძლიათ საღამოს, წყნარად და მოხერხებულად იმდენი დროის მანძილზე არჩიოთ საბურავი, რამდენიც დაგჭირდებათ, და თან ადგილიდან გაუსვლელად.
არადა საბურავების სწორი არჩევანი ხელს შეუწყობს საწვავის ხარჯების შემცირებასა და მათ დიდხანს შენარჩუნებას. თანამედროვე მოდელები საკმაოდ მდგრადია და უპრობლემოდ შეუძლიათ რამოდენიმე ათეული ათასი კილომეტრის დაფარვაც.
40-50 ათასი კილომეტრის შემდეგ, საუკეთესო საბურავებიც კი მნიშვნელოვნად კარგავს თავის თვისებებს და 4-5 წლის შემდეგ, ნებისმიერი მათგანის სტრუქტურა მყიფე ხდება. ქიმიკატები, ულტრაიისფერი სხივები, ყოველდღიური ტემპერატურის ცვლილება და სხვა გარემო ფაქტორები - პირდაპირ ახდენენ გავლენას საბურავების ხარისხზე.
საბურავების ტიპები :
ავტომობილებისთვის განკუთვნილი საბურავები ერთმანეთისგან სეზონურობის მიხედვით განსხვავდება. რეალურად, არსებობს მხოლოდ ორი ტიპი: ზაფხულისა და ზამთრის საბურავები, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავედებიან.
ზაფხულის საბურავები
წონით მსუბუქია, რომელიც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობისაა. კლასიკური საზაფხულო საბურავების დანიშნულებაა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ისინი თბილ ტემპერატურაზე და ასევე მშრალსა და ოდნავ ნესტიან ასფალტზე.
არსებობს საზაფხულო საბურავების ისეთი მრავალფეროვნება, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა გზაზე მარტივ გადაადგილებას. მაგალითად, რთულ გზებზე, წვიმიან ამინდში და ა.შ.
უპირატესობები:
- მინიმალური წონა;
- თბილი ტემპერატურის პირობებში, გადაადგილდება ძალიან რბილად;
- ხმაურის დაბალი დონე;
- მაღალი ხარისხის კომფორტი.
ნაკლოვანებები:
- დაბალ ტემპერატურაზე, რადიკალურად კარგავს მახასიათებლებს. დაკარგვა იწყება +4 - +6 გრადუსიდან;
- ზამთრის პირობებში, რეზინა ხდება მკაცრი.
ზამთრის საბურავები
თუნდაც თბილ რეგიონებში, სადაც თოვლი იშვიათი სტუმარია, ზამთრის საბურავების გამოყენება მკაცრად აუცილებელია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე.
სხვათაშორის, არსებობს გავრცელებული მცდარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთრის საბურავები მხოლოდ ყინულსა და თოვლზე მართვისთვის არის განკუთვნილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან, ამ ტიპის საბურავების მთავარი ამოცანაა ცივ ტემპერატურაზე მუშაობა და არა მოლიპულ ზედაპირზე.
ზამთრის საბურავების მოქმედება შეუძლებელია თბილ ამინდში. ითვლება, რომ ეს საბურავები უმკლავდება არაუმეტეს +10 გრადუსამდე ტემპერატურას. როდესაც ტემპერატურა იმატებს, ზედაპირი რბილდება და წნევაც უარესდება. ზამთრის საბურავებისთის დამახასიათებელი ხმაური კი არცთუ კომფორტულია მძღოლისთვის.
თოვლიანი ზამთრის რეგიონებში, უმჯობესია გამოიყენოთ შიპებიანი საბურავები. ეს არის ზამთრის ტიპის საბურავი, რომელიც დაფარულია სპეციალური ზედაპირით. ბორბლები მარტივად გადაადგილდება მოლიპულ ზედაპირზე და უზრუნველყოფს მაღალი დონის დაჭიმვას.
არსებობს ასევე კიდევ ერთი მითი ზამთრის საბურავების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ რაც უფრო ფართოა კონტაქტური ზედაპირი, მით უკეთესი იქნება ავტომობილის მართვაც, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გაითვალისწინეთ, რომ ფართო საბურავები იძლევა მეტ წნევას ზედაპირზე და ამდენად, რაც უფრო ვიწროა კონტაქტური ზედაპირი, მით უკეთესია ავტომობილის მართვაც.
უპირატესობები:
- კომპოზიცია რჩება რბილი, თუნდაც დაბალ ტემპერატურაზე;
- როდესაც მანქანა ზამთრის საბურავებით მოძრაობს, საზაფხულო ნაკრები „ისვენებს“ - ეკონომიური მიდგომა;
- თოვლიან ზედაპირზე ბევრად უკეთესად მუშაობენ, ვიდრე ზაფხულის ან სეზონური საბურავები.
ნაკლოვანებები:
- სიცივესა და მშრალ ამინდში კარგი გატარება ანებივრებს გამოუცდელ მძღოლებს: როდესაც თოვს, გადაჭარბებული თავდაჯერებულობა შეიძლება საშიში იყოს;
- გაზრდილი ხმაური;
- უფრო მაღალი მასა;
- გაზრდილი საწვავის მოხმარება.
ყველა სეზონის საბურავები
სეზონური საბურავები არ არის უნივერსალური გადაწყვეტილება მსუბუქი ავტომობილის მფლობელებისთვის, მაგრამ კომპრომისია ორ კომპლექტთან შედარებით - ზაფხულისთვის და ზამთრისთვის.
თოვლზე (ან ცივ ტემპერატურაზე), ისინი უფრო ცუდად მუშაობენ, ვიდრე - ზამთარში. ამიტომ, ასეთი ტიპის ბორბლების გამოყენება მხოლოდ თბილ სეზონზე შეიძლება გამართლდეს, ხოლო ზამთარში, მხოლოდ თბილ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა იშვიათად ეცემა -5 გრადუსამდე. სხვა პირობებში, მრავალფეროვნება შეიძლება გახდეს ძალიან საშიში ფაქტორი.
ისურვეზე ავტო ნაწილების ყველაზე დიდი არჩევანია, ჩვენთან შეგიძლიათ განვადების გაკეთება, ფასდაკლებების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მაშტაბით სრულიად უფასოა.