საყინულე მაცივრები

წამყვანი ბრენდების და მაღალი ხარისხის საყინულე მაცივრები ჩვენი ონლაინ მაღაზიის შეთავაზებებში. საყინულე მაცივრის ყიდვის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დისტანციური განვადების სერვისით, ფასდაკლებით ბარათით გადახდისას და მიიღოთ საკურიერო სერვისი ზედმეტი ხარჯის გარეშე.

საყინულე მაცივრები

ყველაზე ძლიერი, ეკონომიური საყინულე მაცივრები  ძირითადად წარმოდგენილია 100-დან 400 ლიტრამდე მოცულობით. როგორც ჩვეულებრივი, სტანდარტული მაცივრები, ამ ტიპის მოდელებიც აღჭურვილია სხვადასხვა თანამედროვე მახასიათებლებით.

იმისათვის, რათა არჩევანის შესაძლებლობა გაგიმარტივდეთ, დღევანდელ აღწერაში წარმოგიდგენთ გარკვეულ ინფორმაციას საყინულე მაცივრების  შესახებ. ამასთან, შემოგთავაზებთ რამოდენიმე მოდელს მახასიათებლებითა და დადებით-უარყოფითი მხარეებით. 

როგორ შევარჩიოთ  საყინულე მაცივარი?

ამ შეკითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რის შენახვას აპირებთ და როგორ. თუკი ბოსტნეულისა და ხილის, ან ნახევარფაბრიკატების შენახვას ფიქრობთ, მაშინ უმჯობესი იქნება კარადის ან ტუმბოს მსგავსი მოდელების შერჩევა, რადგან გამოსაყენებლად ძალიან კომფორტული და მარტივია.

ხოლო მათთვის, ვისაც აგარაკისთვის ესაჭირობა მაცივრები და დიდი რაოდენობით ბოსტნეულსა და ხილს  ინახავს, ასევე სურს გოჭებისა თუ ინდაურების მოთავსება, მაშინ სასურველია ჰორიზონტალური დიზაინის მაცივრების ყიდვა. 

როდესაც  გადაწყვეტთ მოწყობილობის შეძენას, დააკვირდით კიდევ ერთ მახასიათებელს - ტემპერატურის რაოდენობას, რომელიც გამოისახება სპეციალური ნიშნით - ფიფქებით.  ანუ, გარკვეულ ტემპერატურაზე რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლია პროდუქტების შენახვა:

  1. -12 ° C ტემპერტაურაზე (მანიშნებელი 2 ფიფქი) გულისხმობს, რომ შეგიძლიათ 1 თვის განმავლობაში შეინახოთ პროდუქტები;
  2. -18 ° C ტემპერტაურაზე (მანიშნებელი 3 ფიფქი) გულისხმობს, რომ შეგიძლიათ 90 დღემდე შეინახოთ პროდუქტები;
  3. -24 ° C ტემპერტურაზე (მანიშნებელი 4 ფიფქი) გულისხმობს, რომ შეგიძლიათ 6 თვიდან 1 წლამდე ვადით შეინახოთ პროდუქტები. იგივე ტემპერატურაა საჭირო ახალი პროდუქტების სწრაფი გაყინვისთვის.

ზოგიერთ მაცივარს შეუძლია უკიდურეს ტემპერატურაზე -30, -32 ° C-მდე დაეცეს (მანიშნებელი 5 ფიფქი), მაგრამ ტემპერატურის ასეთი ვარდნა არ იძლევა რაიმე მნიშვნელოვან სარგებელს პროდუქტებისთვის. ამდენად, გაითვალისწინეთ, რომ გამოიყენება მხოლოდ ღრმა ყინვისთვის.

საყინულეში საკვების შესანარჩუნებლად ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურაა -18 ° C. უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში, საკვებ პროდუქტებში, ხილსა თუ ბოსტნეულში თავისი ვიტამინები უფრო სწრაფად ნადგურდება.  მუდმივად დაბალი ტემპერატურა კი გაზრდის თქვენს ელექტროენერგიის ხარჯებს.

მართვის ტიპი სასურველია შეირჩეს არა მოსახერხებელი-მოუხერხებელი პრინციპით, არამედ საყინულის გამოყენების პირობების გათვალისწინებით. თუკი გჭირდებათ მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება და ელექტრო ენერგიაც ყოველთვის სტაბილურია, მაშინ შეგიძლიათ მძლავრი ელექტრომაცივარი შეიძინოთ. მაგრამ სახლში, სადაც ძველი  ელექტრო გაყვანილობაა, სასურველია შედარებით დაბალფასიანი მოდელის შეძენა.

Bosch Serie 4 GSN36VL21R

ბოშმა ვერტიკალური მაცივრებისთვის ძალიან მოსახერხებელი და მარტივი გამოსავალი იპოვა - მოწყობილობის კარის გაღება შესაძლებელია მხოლოდ 90 ° -ზე. ასეთი ტიპის მაცივრის განთავსება შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე: კუთხეში, ავეჯის გვერდით  და ა.შ. გარდა ამისა, კიდევ ერთი წარმატებული ინოვაცია Multi AirFlow სისტემაა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საყინულე კამერა თანაბრად ცივდება.

საყინულე მაცივრები bosch

მაცივარში მოთავსებულია გადასაადგილებელი თაროები, ასევე 3 საშუალო და 2 ძალიან დიდი უჯრა, რომელშიც შეგიძლიათ ინდაურის ჩადება, ასევე დიდი თევზების შენახვა ჰორიზონტალურ  მდგომარეობაში.

Bosch მაცივრის საერთო მოცულობაა 242 ლიტრი და შესაფერისია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ დიდი რაოდენობის სხვადასხვა პროდუქტის მომარაგება.

უპირატესობები:

  • მუშაობს იდეალურად;
  • აქვს გარე სენსორული ეკრანი;
  • აქვს No Frost სისტემა;
  • შესაძლებელია ტემპერატურის ავტომატური ცვლილება;
  • იძლევა სიგნალს ღია კარის შემთხვევაში;
  • ინარჩუნებს ტემპერატურას 25 საათის განმავლობაში.

Nord F70

მაცივარს არცთუ დიდი 68 ლიტრიანი მოცულობა აქვს, მაგრამ აქვს ძალიან კომპაქტური ზომები: 84,5 სმ სიმაღლე და  მხოლოდ ნახევარი მეტრი სიგანე. შემცირებული ზომების გამო,  პატარა მაცივარი ადვილად შეიძლება მოთავსდეს ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ადგილზე.

საყინულე მაცივრები nord

პროდუქტების შენახვა შეგიძლიათ   სამ ღრმა უჯრაში.  გარდა ამისა, ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში,   15 საათის განმავლობაში შეუძლია არსებული ტემპერტურის შენარჩუნება.

უპირატესობები:

  • კომპაქტური ზომები;
  • აქვს No Frost სისტემა;
  • შესაძლებელია ტემპერატურის ავტომატური ცვლილება.

უარყოფითი:

  • სამწუხაროდ, მაცივარს ვერ მოათავსებთ სამზარეულო ინტერიერში.