სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ლაზერული ეპილატორი

ლაზერული ეპილატორი - ყველა მოდელი ყველაზე იაფად. მრავალწლიანი გამოყენების ვადა, ონლაინ საბანკო განვადება და უფასო მიტანა მთელ საქართველოში.

ლაზერული ეპილაცია ერთ-ერთი უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის საშუალებითაც სხეულიდან არასასურველი თმის მოშორებაა შესაძლებელი. დღეს უამრავი ესთეტიკის ცენტრი სხვადასხვა შემოთავაზებებს, ფასდაკლებებს სთავაზობს ქალბატონებს საიმისოდ, რათა რაც შეიძლება ბევრი მომხმარებელი მოიზიდოს. თუმცა, შესაძლოა, ცოტამ თუ იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ პროცედურის ჩატარება სახლში, ლაზერული ეპილატორითაც კი არის შესაძლებელი, რომლის შეძენაც ონლაინ მაღაზია isurve.ge-ზეც არის ხელმისაწვდომი.

დიახ, ლაზერული ეპილატორი ზუსტად იგივე შედეგს იძლევა, რასაც ესთეკის სალონებში არსებული აპარატები, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სახლში გაკეთებული ეპილაცია უფასოა და დიდ დროსაც გაზოგინებთ.

ლაზერული ეპილატორი

გამომდინარე იქიდან, რომ ლაზერული ეპილაცია ერთ-ერთი პოპულარული სალონური პროცედურაა, მისი ყოველთვიური ჩატარება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. გამოსავალს ლაზერული ეპილატორის  ყიდვაში ვხედავთ, რომელიც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ როგორც ბიუჯეტს, ისე - დროს.

ამავე დროს აღსანიშნავია რომ ამ ტიპის ეპილატორი იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი მოდელი შედარებით ძვირი ღირს, მაშინ ეპილატორი განვადებითაც შეგიძლიათ იყიდოთ, ჩვენთან შესაძლებელია დიოდური ეპილატორის შეძენაც!

ლაზერული ეპილატორის ფასი არსად არაა ისეთი მისაღები, როგორიც ისურვეზე!

როდესაც ეპილატორის ყიდვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ რომ მოწყობილობა იყოფა ორ კატეგორიად: სტანდარტულ და ლაზერულ მოდელებად. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც აუცილებელია გრძელვადიანი, უმტკივნეულო ეფექტის მისაღწევად.

ლაზერულ ეპილატორებს სტანდარტულთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ თმას არათუ პინცეტით, არამედ სხივებით უმკლავდება, კლავს მას ბოლქვებიანად.

ამ მხრივ, საკმაოდ მაღალხარისხიანი ფოტოეპილატორები აქვს წარმოდგენილი ფილიპს, რომელიც ჩვენ ონლაინ გვერდსაც აქვს გაყიდვაში და დეტალურ მახასიათებლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.

ლაზერული ეპილატორი

ლაზერული ეპილატორის გამოყენება შესაძლებელია როგორც სახისთვის, ისე - სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. ამიტომ, მათი არჩევისას, არ გჭირდებათ იმის წინასწარი განსაზღვრა,  სხეულის რომელი ზონისთვის უნდა შეიძინოთ. თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია გამოყენებამდე გაითვალისწინოთ.

ლაზერული ეპილატორების გამოყენება არ შეიძლება იმ დროს როდესაც გაქვთ ან გაწუხებთ შემდეგი დაავადებები:

  • ჰერპესი;
  • დიდი რაოდენობის ან ზომის ხალები;
  • ნაკაწრები;
  • კანის, ასევე ვენების დაავადებები;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ხართ ორსულად;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • გაქვთ რაიმე სახის სავთვისებიანი წანაზარდები.

როდესაც მიხვდებით, რომ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ ფოტოეპილატორის გამოყენება, რა დროსაც სასურველია დაიცვათ შემდეგი წესები:

  • პირველ რიგში, აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, რადგან არ გამოიყენოთ იმაზე მეტი სიმძლავრე, რაც გათვალისწინებულია თქვენი კანის ტიპისთვის;
  • ლაზერულ ეპილატორებს ორი კონტაქტური ღილაკი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა ეხებოდეს კანის ზედაპირს იმისათვის, რათა ეფექტურად იმუშაოს;
  • ეცადეთ, აპარატი ერთი ადგილიდან მეორეზე ნელა გადაიტანოთ;
  • პირველი გამოყენებისას, უმჯობესია სხეულის მცირე მონაკვეთზე გამოსცადოთ, რათა დააკვირდეთ ხომ არ გაგიღიზიანდათ კანი;
  • პროცედურის დაწყებამდე უმჯობესია გაისუფთავოთ და გაიმშრალოთ კანი;
  • დამუშავებულ ადგილზე თმა რამოდენიმე დღეში დაგცვივდებათ და არა იმ დღესვე;
  • სასურველია შემდეგი პროცედურა 2-3 კვირის ინტერვალში განახორციელოთ. დროთა განმავლობაში, თმა უფრო და უფრო შეთხელდება.