თვის ყველაზე გაყიდვადი
სრული კოლექცია
კონდიციონერი
კონდიციონერი ერთ-ერთი მთავარი საზაფხულო ატრიბუტია. ისურვე გთავაზობთ ყველა წამყვანი ბრენდის სხვადასხვა ტიპის კონდიციონერებს საუკეთესო ფასად და განვადების გამორჩეული პირობებით.
ბოლო წლებში ყოველი ზაფხული წინაზე უფრო ცხელია, ეს სამწუხარო მსოფლიო ტენდენციაა, რაც გლობალურმა დათბობამ გამოიწვია, შესაბამისად ახლა ხარისხიანი კონდიციონერის ქონა ისეთი საჭიროა როგორც არასდროს, სასიხარულოდ ისურვე.ჯიზე კონდიციონერების უდიდესი არჩევანია
ამ კატეგორიაში წარმოდგენილ ყველა მოდელზე მოქმედებს ოფიციალური საგარანტიო პირობები და უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენს ბლოგზე კონდიციონერების შერჩევასთან დაკავშირებით უამრავ საინტერესო სტატიას აღმოაჩენთ, თუმცა ამავე გვერდზე ვეცდებით სხვადასხვა რეკომენდაცია გაგიზიაროთ, რომლებიც სწორი არჩევნის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი?
21-ე საუკუნეში გარდა ტიპისა და ხარისხისა ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა. 2015 წელს შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით კონდიციონერის ყველა მწარმოებელი ვალდებულია შეფუთვაზე დაიტანოს აღნიშნული მონაცემი.
ზოგადად, ბოლო 2-3 წლის მანძილზე გამოშვებული მოდელები წინა ანალოგიური პერიოდის კონდიციონერებთან შედარებით 10%-ით უფრო ენერგოეფექტურია ანუ ნაკლებ ენერგო ენერგიას მოიხმარს.
უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ეს პარამეტრი ანუ EEP ნიშნავს რა ფართობს აგრილებს კონდიციონერი 1 ვატი ელ. ენერგიის მოხმარებით.
დანარჩენ საკითხებზე უფრო დაწვრილებით სხვა ქვეთავებში ვისაუბრებთ.
კონდიციონერის ყიდვა და მისი ზომის შერჩევა
ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ რაც უფრო დიდია კონდიციონერის გათვლილი ფართობი, მით უკეთ აგრილებს ის და ამიტომ აქცენტს დიდი ზომის მოდელებზე აკეთებს.
რეალურად კი, საჭიროზე დიდი ზომის კონდიციონერის ყიდვა ძალიან არაფექტურია და ფულისა და ენერგიის უაზრო ფლანგვა უფროა.
მითუმეტეს, რომ ტექნიკურად, კონდიციონერები ჰაერიდან ტენს გამოდევნიან და ამ მხრივ, არასწორად შერჩეული მოდელი კიდევ უფრო ცუდ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს.
რაც უფრო დიდ ფართობზეა გათვლილი კონდიციონერი, მით უფრო სწრაფად გააგრილებს ოთახს, თუმცა გამოდევნის ზედმეტად ბევრ ტენს და ამასთან, მთელი დარჩენილი დრო არაეფექტიანად იმუშავებს, გამორთვამდე.
ამიტომ, ეს პარამეტრი სასურველია მაქსიმალურად ზუსტად შეარჩიოთ, ანუ იმ ოთახის ან ოთახიდან გამავალი ფართობის გათვალისწინებით, სადაც მის განთავსებას აპირებთ.
ღირს თუ არა, რომ კონდენციონერები იაფად ვიყიდოთ?
ერთი შეხედვით კითხვა საკმაოდ ღიმილისმომგვრელია, რა თქმა უნდა ღირს. თუმცა საკითხი არცთუ მარტივადაა.
ერთია, როცა აქციის ფარგლებში რომელიმე მაღაზია კონკრეტულ კონდიციონერის მოდელზე ფასდაკლებას გვთავაზობს. ამ შემთხვევაში ყიდვა როგორც წესი სარფიანია, თუმცა გასათვალისწინებელი საკითხები მაინც ბევრია და ამაზეც ქვემოთ შევჩერდებით.
თუმცა, ამჯერად საუბარი გვაქვს იაფიან მოდელებზე. როგორც წესი, დაბალი ფასი დაბალ ხარისხს, ან უკეთეს შემთხვევაში ნაკლებ ენერგო ეფექტურობას და ინოვაციას ნიშნავს.
არადა, ტექნიკური პარამეტრები კონდენციონერების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია.
კარგი, თანამედროვე კონდიციონერი, როგორც მინიმუმ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს:
- ფილტრის მარტივად წმენდის შესაძლებლობა;
- ლოგიკურად დალაგებული და მარტივად გასაგები კონტროლები (ღილაკები ან სენსორები);
- თერმოსტატის ოფციების ციფრული რეგულირების საშუალება;
- ჩაშენებული თაიმერი.
თუ ეს და კიდევ რამდენიმე მსგავსი ატრიბუტი კონდიციონერს არ აქვს, ეს სიიაფე სულაც არ გამოდის ისეთივე მიმზიდველი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
და მაინც, რომელიც ბრენდის კონდიციონერი შეგვიძლია ვიყიდოთ ყველაზე იაფად?
საინტერესოა, რომ უამრავი სხვა ტექნიკისგან განსხვავებით, კონდიციონერების შემთხვევაში საუკეთესო ფასებით წამყვანი ბრენდები გამოირჩევიან და ყველაზე იაფად მაგალითად Samsung-ის ყიდვაც კია შესაძლებელი (30 კვადრატულ მეტრზე გათვლილი მოდელი).
ასევე, საკმაოდ იაფადაა შესაძლებელი ისეთი ბრენდების კონდიციონერის ყიდვაც, როგორებიცაა Midea, TCL და Panasonic.
კონდიციონერები განვადებით
isurve.ge, როგორც ყოველთვის, განვადებაზე გამორჩეულ პირობებს გთავაზობთ:
- კონდიციონერები განვადებით თქვენთვის სასურველი პირობებით უმარტივესი განაცხადის შევსების შემდეგ შეგიძლიათ შეიძინოთ.
- ეს საშუალებას მოგცემთ შენაძენის ღირებულება გარკვეულ პერიოდზე გადაანაწილოთ და გაიმარტივოთ გადახდა, თანაც მინიმალური გაძვირების პირობებში.
- განვადებასთან დაკავშირებით პასუხის მიღება ხდება რამდენიმე წუთში, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან შეავსოთ ფორმა და ოპერატორი თავად დაგიკავშირდებათ.