მაგიდის ცირკული ხერხი
ცირკული ხერხები მაგიდით წამყვანი ბრენდებისგან. განვადებით, უფასო ადგილზე მიტანით და გარანტიით. ხის დანადგარების მხოლოდ საუკეთესო არჩევანი დეტალური ტექსტური და ვიდეო მიმოხილვებით.
ხელნაკეთი ნივთები ბაზარზე ყოველთვის ფასობდა, თუ თქვენ ხეზე გიწევთ მუშაობა, მაშინ აუცილებლად დააფასებთ მაგიდის ცირკულარულ ხერხს, რომელსაც ისურვე გთავაზობთ.
როგორ შევარჩიოთ ხის დანადგარები და დაზგები - მაგიდის ცირკული ხერხი და მისი დეტალური მიმოხილვა
მაგიდის ცირკული ხერხის ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა მათთვის, ვისაც ხის დასამუშავებელი სახელოსნო აქვს ან უბრალოდ სახლის პირობებში გადაწყვიტა მისი მოხმარება.
თუ გსურთ დეტალურად გაერკვეთ ამ ტიპის დანადგარებში და ნახოთ, როგორი ხის საჭრელი დაზგა გჭირდებათ, შეგიძლიათ გააგრძელოთ კითხვა.
თუ არადა ზემოთ მდებარე პროდუქტების ჩამონათვალიდან სასურველი მოდელის არჩევაღა დაგრჩათ, რის შემდეგაც ბარათით ან განვადებით ყიდვის უმარტივესი ეტაპია.
მაგიდის ხერხების ტიპები ანუ რამდენი სახეობის ხის საჭრელი დაზგა არსებობს?
დღეისთვის, ბაზარზე არსებული ცირკული, ამ შემთხვევაში დაზგური ხერხის დიდი კატეგორია რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: პორტატული, სახელოსნოს, ე.წ "კონტრაქტორის ტიპის", ჰიბრიდული და ე.წ "კაბინის".
მსგავსი დაყოფა და უფრო მეტად კი სახელები შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თითოეული მათგანი საერთაშორისო ტერმინოლოგიიდან გახლავთ აღებული და შესაბამისი ახსნაც აქვს.
პორტატული და სახელოსნოს ხერხები
პორტატული მაგიდის ხერხები დიზაინერული და ფუნქციური კუთხით ისეა გადაწყვეტილი, რომ ადვილია გადასაადგილებლად და იდეალურია მათთვის, ვინც მთელ დღეს სახელოსნოში ატარებს.
ამ ტიპის ცირკული ხერხები იმავე სამუშაოს ასრულებენ, როგორსაც დიდები, თუმცა ნაკლები მოცულობით.
ნაცვლად დიდი მოტორისა, როგორითაც დიდი ზომის ხერხებია აღჭურვილი, ამ შემთხვევაში ნახავთ უნივერსალურ, შედარებით მცირე ზომის ძრავებს, რომლებსაც ნაკლები სიმძლავრე და ხმაური აქვთ.
წონის შესამცირებლად მათ უმეტესობას ალუმინის თავსახური აქვთ, ნაცვლად ფოლადისა.
ცალსახად იმის თქმა, რომ ჩამოთვლილი მახასიათებლები მათი სისუსტეა და მსგავს მოდელებს გამოუსადეგარს ხდის არასწორია, პირიქით, ასეთი უამრავი ხერხი იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ნაკლებად მძლავრი მოტორი ნიშნავს იმას, რომ ე.წ პროფესიონალური საქმიანობისთვის მისი ყიდვა საუკეთესო გადაწყვეტილება არაა.
დაახლოებით იგივეა სახელოსნოს ტიპის მაგიდის ხერხებიც, იმ განსხვავებით, რომ ოდნავ გაუმჯობესებული აქვთ მოტორი, თუმცა იდეალური სიზუსტის მისაღებად არც ისინი გამოგადგებათ, გააჩნიათ რა სიზუსტის მისაღწევად საჭიროზე მეტი დონის ვიბრაცია.
შედარებით მომხიბვლელი მათი დაბალი ფასი და ცნობილი ბრენდის შემთხვევაში - გამძლეობაა.
სხვა მხრივ, არჩევანი რა თქმა უნდა თქვენზეა, გააჩნია რა ტიპის და სიზუსტის სამუშაოსთვის გსურთ მაგიდის ხერხის გამოყენება.
კონტრაქტორის ტიპის მაგიდის ხერხები
მათი მთავარი მახასიათებელი, რაც წინა მოდელებისგან განასხვავებს ისაა,
რომ მაინც საკმარისად მსუბუქია ერთი სახელოსნოდან მეორეში გადასატანად, ან ოთახიდან ოთახში და ა.შ.
ისინი საშუალო ფასით ხასიათდებიან და პატარა სახელოსნოს მფლობელთათვის ერთ-ერთ იდეალურ ვარიანტად მიიჩნევიან.
მათი სიმძლავრე, კორპუსი, მუშაობის პრინციპი ძალიან გამოსადეგია ავეჯის საწარმოებისთვის ან მარტივი ხის საამქროებისთვის, სტანდარტულ პროცედურებზე სამუშაოდ.
კაბინები
ამ სახელწოდებით მათ ძირითადად ფორმის გამო მოიხსენიებენ.
ისინი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ზედა კატეგორიის ხერხები, აქვთ ბევრად უფრო მძლავრი მოტორი, სამართავი პანელები შედარებით მრავალფუნქციურია.
შედეგად ვიღებთ ცირკული ჭრის ზედმიწევნით სიზუსტეს და მინიმალურ ვიბრაციას.
ითვლება, რომ ისინი ყველაზე ახლოს დგას სრულად პროფესიონალურ მოდელებთან და ყველა წამყვანი ბრენდის არჩევანში გამორჩეული ადგილი უჭირავთ.
ზოგადად, სწორედ მათი ფასით განისაზღვრება მწარმოებელი პრემიუმ ხარისხისაა თუ საშუალო ან დაბალი ფასის.
დამატებითი უპირატესობები, რომლებიც კაბინის ტიპის ხერხებს აქვთ:
- ძრავი კორპუსის შიგნითაა მოქცეული, რაც ამცირებს ხმაურს;
- კორპუსი დახურულია, რითაც ნახერხის შეგროვება მარტივდება;
- მათი მაგიდები უფრო განიერია, ხოლო ჭრის სისტემა უფრო გამძლე და ზუსტი
ჰიბრიდული ხის დაზგები
ბოლო წლებში, წამყვანი ბრენდების უმეტესობას მოუწია აღიარება, რომ სამოყვარულო და პროფესიონალურ ცირკულ მაგიდიან ხერხებს შორის დიდი სხვაობა იყო და გაჩნდა ხის დაზგების ახალი კლასი, პირობითი სახელწოდებით - ჰიბრიდული.
მისი მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ აქვს კაბინური თვისებების უმეტესობა, თუმცა კონტრაქტორის ტიპის მაგიდის ხერხების ე.წ ჰობისტურ ფასებთანაა მიახლოებული.
ზოგიერთი მათგანი ვიზუალურად ძალიან ჰგავს სწორედ კაბინურ ხერხებს, თუმცა ძირითადად მათ მაინც აქვთ სადგამი ფეხები, ოღონდ გაცილებით მოკლე, ნაკლები ვიბრირებისა და ჭრის უკეთესი ხარისხის მისაღებად.
ასევე, ზედა კატეგორიის მსგავსად, ძრავი დახურულია და კორპუსიც სრულად დაკეტილი, ნახერხის შეგროვების გასამარტივებლად.
ცირკული ხერხი მაგიდით ისურვეზე შეგიძლიათ შეარჩიოთ
ნებისმიერი ტიპის ცირკულაური ხერხით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე და ოპერატორი ყველა თქვენს შეკითხვას უპასუხებს.
საიტზე განთავსებულ ნებისმიერ ნივთს ახლავს აღწერა და ფოტო, ან ვიდეო ინსტრუქციები.
ისურვეზე შესაძლებელია შეარჩიოთ როგორც ბიუჯეტური, ისე პროფესიონალური გამოყენების ხელსაწყოები და ისარგებლოთ ონლაინ განვადების მოქნილი სისტემით თქვენზე მორგებული პირობებით.
ასევე მოქმედებს ხარისხის გარანტია და სრულიად უფასო საკურიერო მომსახურება.