გასაბერი აუზი 122*25 სმ 167 ლიტრი Bestway 91047
გასაბერი აუზი 122*25 სმ 167 ლიტრი Bestway 91047
Regular price 65 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

აუზები - auzebi

გასაბერი, კარკასული და საბავშვო აუზების უდიდესი არჩევანი, განვადებით ყიდვის საუკეთესო შესაძლებლობა და მაქსიმალურად დაბალი ფასები. უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით. ხარისხის გარანტია Bestway-სგან, ყველაზე გრილი ზაფხულისთვის!

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქი აუზებია, ეს ფაქტი გასაკვირი ნამდვილად არ არის, ყველას სურს ცხელ ზააფხულის დღეში აუზში გაგრილდეს.

isurve.ge გთავაზობთ შემდეგი ტიპის აუზებს:

  • გასაბერი აუზები - წყლის ფილტრით ან ფილტრის გარეშე, 450 ლიტრიდან 7 ტონამდე წყლის ტევადობით.
  • ყველა ტიპის საბავშვო აუზი - გასაბერი აუზების ერთგვარი ქვეტიპი, შედარებით მცირე მოცულობით - 100-დან 500 ლიტრამდე, მცირე ზომის და მაქსიმალურად კომპაქტური, გათვლილი 1 ან 2 ბავშვზე.
  • კარკასული აუზები - ყველაზე თანამედროვე, პროფესიონალური ტიპის აუზები, 1 ტონიდან 32 ტონამდე წყლის მოცულობით, ფილტრაციისა და კომპრესირების, ასევე ფორმისა და სიმაღლის სხვადასხვა არჩევნით.

გასაბერი აუზები

გასაბერი აუზი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, შედარებით დაბალ ფასიანი პროდუქტი გახლავთ, რომელთა შორის გვხვდება როგორც საბავშვო, ისე საოჯახო ვარიანტები.

აუზები - auzebi

ამ ტიპის აუზის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მახასიათებლებს:

  • ზომა და ტევადობა;
  • ფორმა;
  • აქვს თუ არა დამცავი სარქველი;
  • აღჭურვილია თუ არა წყლის დაცლის ფუნქციით (სარქველით);
  • მასალა (სასურველია იყოს პოლივინქლორიდი ან მყარი ვინილი), ხოლო კარკასულის შემთხვევაში კარკასის მასალა - უჟანგავი ფოლადი;
  • მოყვება თუ არა ფილტრი და კარტრიჯები;
  • შედის თუ არა კომპლექტაციაში შესაკეთი მასალა - ანუ აუზის დაზიანების შემთხვევაში (გახვრეტა ან სხვა მექანიკური დაზიანება ექსპლუატაციის პერიოდში) დასაკრავი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის გადინებისგან დაცვას.

გასაბერი აუზების ტევადობა 450 ლიტრიდან იწყება და 7 ტონამდე მერყეობს.

გასაბერი აუზები იაფად

თუ გადაწყვიტეთ გასაბერი აუზები იაფად იყიდოთ, მაშინ იდეალურ ადგილას მოხვდით, ვიკვლევთ რა საბაზრო ფასებს მუდმივ რეჟიმში და მომწოდებლებთან მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობა გვაკავშირებს, შესაძლებლობას გვაძლევს შემოგთავაზოთ ეს პროდუქცია ყველაზე იაფად და ამას დამატებული განვადების საუკეთესო პირობები isurve.ge-ს ამ მხრივ უალტერნატივო ინტერნეტ მაღაზიად აქცევს.

როგორ დარწმუნდეთ ამაში? მარტივია:

  1. დაგუგლეთ და ნახეთ ფასები კონკრეტულ მოდელზე;
  2. გაეცანით ფასებს ჩვენს საიტზეც;
  3. თუ სადმე რომელიმე აუზი ჩვენს მაღაზიაზე იაფია, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ და გპირდებით, უკეთეს ფასს შემოგთავაზებთ;
  4. იყიდეთ გასაბერი აუზი ყველაზე იაფად!

საბავშვო აუზი - გასაბერი

გასაბერი აუზების ერთ-ერთი ნაირსახეობა სპეციალურად პატარებზე გათვლილი აუზია, რომელიც მცირე ლიტრაჟით და ნაკლები ფუნქციებით ხასიათდება, თუმცა იდეალურია თქვენი ბავშვების გასამხიარულებლად.

მათი ფასი 22 ლარიდან იწყება და 60 ლარამდე მერყეობს. ცვალებადობა ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტევადობისაა აუზი.

როგორც წესი, ამ ტიპის აუზები მყარი ვინილისგან მზადდება, სხვადასხვა თემატიკის მიხედვითაა გაფორმებული და გათვლილია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

აუზები - auzebi

რეკომენდირებული წლოვანება თითოეულ მოდელს ცალკე აწერია, ან შეგიძლიათ აუზის სიმაღლიდან გამომდინარე იმსჯელოთ, რამდენად შეძლებს მასში თამაშს თქვენი პატარა.

ყველა მათგანი აღჭურვილია დამცავი სარქველითა და სპეციალური გასაბერი რბილი ძირით, მეტი კომფორტისთვის.

ხოლო ზოგიერთს, აქვს სპეციალური გადახურვა, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დასაცავად, თუმცა, ზოგადად მაინც გირჩევთ მზეზე ბავშვი აუზში მყოფი დიდხანს არ გააჩეროთ.

კარკასული აუზები

ყველაზე მოცულობითი, მოთხოვნადი და მრავალფუნქციური აუზის ნაირსახეობა, რომელიც შედარებით ძვირი ღირს, თუმცა სტანდარტული, ჩაშენებული აუზის სრული შთაბეჭდილების მიღების საშუალებას გაძლევთ.

ამ ტიპის აუზის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მოდელებს შორის, ცხადია, ტევადობისა და კომპლექტაცის გარდა, კიბეა - ზოგიერთი მათგანი ფორმიდან გამომდინარე კიბეს საჭიროებს, ზოგიერთი - არა.

ფასის კუთხით, ყველაზე დაბალი ტევადობის 1.7 ტონიანი მართკუთხედი კარკასული აუზის ღირებულება 230 ლარიდან იწყება, ხოლო 30 ტონიანი მრავალფუნქციური მოდელის ფასი 3500 ლარს ცდება.

აუზები - auzebi

ცნობისთვის, ამ უკანასკნელის (ზედა ფოტოზეც სწორედ ის გახლავთ გამოსახული) წონა 175 კგ-ია, ხოლო პროპორციები: 732სმ x 366სმ x 132 სმ.

ის სამფენიანი პოლივინქლორიდის მასალისგანაა დამზადებული, ხოლო კარკასის მასალას უჟანგავი ფოლადი წარმოადგენს.

მოცულობიდან გამომდინარე, ის ორი თანაბარი ზომის დიდი შეფუთვით იყიდება, რომელთაგან თითოეული დაახლოებით სტანდარტული ორ განყოფილებიანი მაცივრის ზომისაა, საიდანაც იწყობა იმ ზომის აუზი, რომელზეც ეხლა ვსაუბრობთ.

სხვა დიდი, ასაწყობის კარკასული აუზების მსგავსად, მასაც მოყვება როგორც გადასაფარებელი, ისე აუზის ქვეშ დასაფენი ტენტი და აღსანიშნავია, რომ საჭიროებს სწორ, თუმცა არა მაინცდამაინც ბეტონის ზედაპირს.

კონკრეტულად ეს მოდელი საჭიროებს კიბეს და რა თქმა უნდა, კომპლექტაციაში ეს აქსესუარიც შედის, შესაკეთებელ მასალასთან ერთად, რომლის დანიშნულებაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ასევე თან ახლავს სპეციალური ფილტრი-ტუმბო და აწყობის ინსტრუქცია, რაც რეალურად ძალიან მარტივი პროცედურაა და ნებისმიერ ვიდეო პორტალზეც შეგიძლიათ ნახოთ, მათ შორის ისურვე.ჯი-ს ინტერნეტ მაღაზიაშიც, თავად პროდუქტის გვერდზე.

ცხადია, არსებობს მრგვალი ფორმის კარკასული აუზებიც და ის მართკუთხედის მსგავსად ასევე ძალიან პოპულარულია. ეს მოდელები იყიდება სხვადასხვა ტიპის ფილტრით, კარტრიჯით და ა.შ. და ზუსტ კომპლექტაციას შესაბამის გვერდებზე, ჩვენს საიტზე გაეცნობით.

მიუხედავად იმისა, რომ აწყობა საკმაოდ მარტივია, მაგალითად ზედაპირთან, აწყობის პროცედურასთან, წყლის ნაკადთან, ფილტრის მუშაობის პრინციპთან, შეკეთებასთან და ა.შ. დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, ისურვეს გუნდი მზადაა მაქსიმალურად ამომწურავად გაგცეთ პასუხი და გაგიწიოთ პროფესიონალური დახმარება.

ასაწყობი აუზები

ამ სახელწოდებით მოიხსენიებენ კარკასულ აუზებს და შესაბამისად, მომხმარებლები, რომლებიც ამ ტიპის მოდელებს ეძებენ, არჩევანს კარკასულებზე აკეთებენ. 

აღსანიშნავია, რომ ასაწყობი აუზები ყველაზე იაფად ინტერნეტში, თანაც უფასო საკურიერო სერვისის მეშვეობით, ისურვე.ჯი-ზე შეგიძლიათ აარჩიოთ და შეიძინოთ.

როგორ შევარჩიოთ და ვიყიდოთ აუზი განვადებით?

მას შემდეგ, რაც ამ გვერდს გაეცანით, აუზის შერჩევისას და განვადებით ყიდვისას გირჩევთ გაიაროთ რამდენიმე მარტივი პროცედურა:

  1. გადახედეთ ზოგად მიმოხილვას, მაგალითად ისეთს, როგორიც ჩვენ შემოგთავაზეთ;
  2. გადაიკითხეთ ბლოგები, თუნდაც ჩვენს ბლოგზე, სადაც დამატებითი რჩევები და კონკრეტული მოდელების მიმოხილველია განთავსებული;
  3. შეადარეთ ფასები, შებრძანდით თქვენთვის ცნობილი ინტერნეტ მაღაზიებში ან უბრალოდ დაგუგლეთ და გაეცანით ფასებს თქვენთვის საინტერესო მოდელზე, გვერწმუნეთ, ხშირად განსხვავება საკმაოდ დიდია;
  4. ყველაზე იაფიანი შეთავაზება არ ნიშნავს საუკეთესოს, პირველ რიგში გაარკვიეთ აქვს თუ არა მაღაზიას უფასო მიწოდება და თუ ფასიანია, რა ღირს ეს სერვისი. აუზის წონების და მოცულობის გათვალისწინებით, უფასო საკურიერო სერვისი ძალიან დიდი კომფორტია;
  5. თუ ყველაზე იაფიცაა და მიწოდებაც უფასოა, აუცილებლად გადახედეთ მაღაზიის შეფასებებს სოციალურ ქსელებში, მისი რეკლამების და შეთავაზებების ქვეშ დატოვებულ მომხმარებლების კომენტარებს და თავად პროდუქტის გვერდებზე განთავსებულ გამოხმაურებებს;
  6. სასურველია, თუ მაღაზიას ექნება შოურუმიც, სადაც ვიზუალურად ნახავთ პროდუქციას. თუმცა თანამედროვე პირობებში, კარგი ონლაინ მაღაზია შოუ რუმის გარეშეც გაძლევთ ამის საშუალებას, მაქსიმალურად ამომწურავი, ფოტო, ვიდეო და ტექსტური მიმოხილვების განთავსებით;
  7. თუკი ეს ყველაფერი თქვენთვის დამაკმაყოფილებელია, საქმის 90% უკვე გაკეთებული გაქვთ. ისღა დაგრჩენიათ, იკითხოთ აქვს თუ არა მაღაზიას ონლაინ განვადება და სასურველი ბანკის არჩევანი. როგორია საპროცენტო განაკვეთი და გაუქმების ან უკან დაბრუნების პირობები, ნივთის მიღებისას ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში;
  8. სულ ბოლოს, კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ აუზი მარაგშია, არ აქვს ხარვეზი, არ არის დაჯავშნილი სხვა მომხმარებლის მიერ და შეავსეთ განვადების განაცხადი.

რატომ isurve.ge?

მთავარი პასუხები კითხვაზე, რატომ უნდა ვიყიდოთ აუზი ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ზუსტად იმ პუნქტებშია, რომელიც ზედა პარაგრაფში დავსვით და რომელთათვის ყურადღების მიქცევაც გირჩიეთ.

ისურვე-ზე, რომელმაც 2017-18 წლებში ათასზე მეტ მომხმარებელს მიაწოდა აუზი მთელ საქართველოში, თქვენ შეძლებთ:

  • გაეცნოთ სასურველი აუზის დეტალურ მახასიათებლებს, ვიდეო მიმოხილვის და თუ საჭიროა, სპეციალისტთან სატელეფონო ზარის მეშვეობით;
  • გადახედოთ შეფასებებს ჩვენს ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში, პროდუქტების გვერდებზე, ფორუმებზე და ა.შ. და დარწმუნდეთ, რომ საუკეთესო სერვისს გთავაზობთ;
  • არ გადაიხადოთ ზედმეტი - ისურვეს აუზებზე ფასი გარანტირებულად საუკეთესოა, სხვა ონლაინ მაღაზიებთან შედარებით;
  • მიიღოთ მიღებიდან 3 დღეში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში აუზის გადაცვლის ან თანხის უკან დაბრუნების გარანტია;
  • ისარგებლოთ უფასო საკურიერო სერვისით ყველგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ;
  • მიიღოთ აღნიშნული სერვისით აუზი რეკორდულად სწრაფ ვადაში: თბილისში, მცხეთასა და რუსთავში იმავე ან მეორე სამუშაო დღეს, ხოლო საქართველოს ყველა სხვა ქალაქსა თუ რეგიონში - 2 დღის ვადაში;
  • სურვილის შემთხვევაში, განავადოთ სრული ღირებულება თიბისი, საქართველოს და კრედო ბანკებში, განვადების პირობები იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ეს ყველაფერი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. ამისთვის საკმარისია უბრალოდ შეავსოთ ორი ველისგან შემდგარი განვადების განაცხადი და დანარჩენზე უკვე ჩვენი ოპერატორები იზრუნებენ;
  • თავიდან აიცილეთ განვადების წინასწარი შენატანი და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა, მიიღეთ რჩევები რომელ ბანკში ჯობს განვადების გაგზავნა, თქვენი შემოსავლების ოდენობისა და ტიპის გათვალისწინებით;
  • პირდაპირ ყიდვის დროს ისარგებლოთ დაცული და უმარტივესი საბანკო საბარათე გადახდის პროცედურით;
  • ან შეგვიკვეთოთ აუზი კურიერთან ანგარიშსწორების პირობით და გადაიხადოთ თანხა უშუალოდ აუზის მიღებისას.
  • დასაჩუქრდეთ - სპეციალური წყლისგან დამცავი სათვალეებით, ქუდებით, გასაბერი პუფებით და სხვა უამრავი სიურპრიზით, რომლითაც ყოველთვის ვანებივრებთ ჩვენი აუზების მყიდველებს.

გასაბერი აუზი - გაგრილების მარტივი გზა

ფასის მიხედვით, გასაბერი აუზი სხვადასხვაგვარი არსებობს.

გასაბერი აუზები, ძირითადად, ნაკლები დატვირთვისთვისაა განკუთვნილი და ხშირად ბავშვებისთვის ყიდულობენ.

არჩევანი უზარმაზარია. მისი დიზაინი იმდენად მრავალფეროვანია, რომ სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟისა და ხილის ნახატებითაც კი შეხვდებით, რაც პატარების აღტაცებას იწვევს.

ასეთი სტილის გასაბერი აუზები არა მხოლოდ გასაგრილებელი, არამედ, გართობის შესანიშნავი გზაა პატარებისთვის.

გასაბერი აუზი საოჯახო დარვიტთვისთვის

გარდა საბავშვო გასაბერი აუზების მრავალფეროვნებისა, გასაბერი აუზი ზრდასრულებისთვისაც დიდი არჩევანითაა წარმოდგენილი.

ზოგიერთი მრგვალი ფორმისაა, ზოგი კი ოთხკუთხედი, შეგიძლიათ შეარჩიოთ სიგრძე-სიგანისა და დიამეტრის მიხედვით გასაბერი აუზები, რომელთა ფასიც ისურვეზე ყველაზე დაბალია, ხოლო ხარისხი ნამდვილად სანდო.

ამიტომ დიდი ზომის გასაბერი აუზები ძალიან კარგი არჩევანია ზაფხულის ცხელი დღეების გრილად გასატარებლად მთელი ოჯახისათვის.

აუზები იაფად სხვადასხვა ზომით, ფორმითა და მასალით

ეზოიანი სახლის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა ის, რომ შესაძლებელია ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი შეძლოთ აუზში გაგრილება.

თუ ეზოს ფართობი არ გიწყობთ ხელს, დიდი კარკასული აუზი ააწყოთ, უნდა გახსოვდეთ, რომ გასაბერი აუზი ყველაზე ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და მარტივი გამოსავალია, რათა მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ და ზაფხულის ცხელი დღეები ქალაქიდან გაუსვლელად გრილადა და მხიარულად გაატაროთ.

გასაბერი აუზები ზაფხულის მზიანი დღეების გრილად გასატარებლად

ზაფხული წელიწადის ის სეზონია, რომელსაც დიდი და პატარა მოუთმენლად ელის.

მზიან და ცხელ დღეებს ზოგი მთაში, ზოგიც ზღვისპირა კურორტზე ატარებს, ხოლო ზოგი კი ყველაზე კომფორტულად ოჯახთან ერთად ქალაქგარე სახლში ცდილობს დასვენების დღეები გაატაროს.

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა ყველაზე ხელსაყრელი გასაბერი აუზი, რადგან მისი მრავალფეროვანი არჩევანი ბაზარზე ნამდვილად არსებობს.

გასაბერი აუზები ოჯახის ნებისმიერი წევრისათვის მოიძებნება, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს აუზში გრილად და მხიარულად გაატაროს დასვენების დღეები.