ისურვეს კორპორატიული მომხმარებლები
კორპორატიული მომხმარებლები

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შესაძლებელია ნივთის შეძენა იურიდიული პირებისთვისაც.

ამისთვის საკმარისია ისარგებლოთ სტანდარტული პროცედურით - სასურველი პროდუქტის გვერდზე მიუთითოთ საკონტაქტო სახელი და ტელეფონის ნომერი. ჩვენი თანამშრომელი ოპერატიულად დაგიკავშირდებათ და ჩაინიშნავს შეკვეთის გაფორმებისთვის საჭირო მონაცემებს.

პირველი შეკვეთის შემდეგ გეყოლებათ სპეციალური კორპორატიული მენეჯერი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პირადად დაუკავშირდეთ და შეკვეთის გაფორმების პროცესი კიდევ უფრო მოქნილი გახადოთ.

ვამაყობთ, რომ დაარსებიდან დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობთ 5000-ზე მეტ წარმატებულ ქართულ კომპანიასთან. კორპორატიული ურთიერთობები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თითოეული ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი სერვისით სარგებლობს, იღებს მაქსიმალურად დაბალ ფასს, სრულად მოწესრიგებულ საგადასახადო დოკუმენტაციას და შეკვეთის უმოკლეს ვადაში მიწოდებას მთელ საქართველოში.