სრული კოლექცია

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A14
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A14
389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A24
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A24
559 ლარი / თვეში 31 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A34 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A34 - 5G
679 ლარი / თვეში 37 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04s
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04s
319 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04e
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04e
289 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S23 Ultra - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S23 Ultra - 5G
3,149 ლარი / თვეში 167 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S23 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S23 - 5G
1,899 ლარი / თვეში 102 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
469 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
789 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A04
339 ლარი / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S24 Ultra - 12/256GB
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S24 Ultra - 12/256GB
Regular price 3,649 ლარი / თვეში 196 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S23+ 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S23+ 5G
Regular price 2,419 ლარი / თვეში 130 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

Samsung-ის მობილური ტელეფონები

Samsung-ის მობილური ტელეფონების  საუკეთესო არჩევანი, ყველაზე იაფად საქართველოში, ონლაინ საბანკო განვადების გამორჩეული პირობებით, უფასო ადგილზე მიტანა ყველგან. სამსუნგის ყველა სერიის როგორც კარგად ნაცნობი, ისე უახლესი მოდელები ერთ მაღაზიაში.

isurve.ge გთავაზობთ სამსუნგის 2016, 2017 და 2018 წლის სმარტფონებს ყიდვის სრულიად ახალი შესაძლებლობით სახლიდან გაუსვლელად. ეს შესაძლებლობა გულისხმობს ყველა მოდელის დეტალური მიმოხილვის გაცნობას, პერსონალური ქოლ ცენტრის ოპერატორის მხარდაჭერას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად, Samsung-ის განვადებით ყიდვის თქვენზე მორგებულ პირობებს ყველაზე იაფად და უფასო ადგილზე მიტანის უსწრაფეს სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

შეიძლება გადამეტების გარეშე ითქვას, რომ სამსუნგის მობილური ტელეფონები მსოფლიოს წამყვანის ტექნიკის ნაწილია, ამას მათი გაყიდვებიც ადასტურებს, კომპანიის ყოველწლიური მოგება რამოდენიმე მილიარდს სცდება.

Samsung-ის მობილური ტელეფონები

როგორ შევარჩიოთ Samsung-ის მობილური ტელეფონები?

Samsung თავის მოდელებს რამდენიმე ტიპად, ე.წ სერიად ყოფს, რომლებიც Galaxy კლასში ერთიანდებიან და ძირითადად ფასით და ზოგადად, საბაზრო სეგმენტაციით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს სერიები გახლავთ:

  • Galaxy J სერია
  • Galaxy A სერია
  • Galaxy C სერია
  • Galaxy S სერია
  • Samsung Note

ქვემოთ დაწვრილებით მიმოვიხილავთ თითოეულ მათგანს, მოდელების, ფასის, განვადებით ყიდვის შესაძლებლობისა და მონაცემების მიხედვით.

Samsung-ის მობილური ტელეფონები

Samsung Galaxy J - ფასი, მახასიათებლები და სრული მიმოხილვა

სამსუნგის J სერიის მობილური ტელეფონების სრული სია ასეთია:

Samsung Galaxy J7 - ყველა მოდელი

  • Galaxy J7 Pro J730F
  • Galaxy J7 Pro 2017
  • Galaxy J7 2017 J730F Duos
  • Galaxy J7 2018 J720F Duos
  • Galaxy J7 Core J701F Dual Sim
  • Galaxy J7 Max G615F
  • Galaxy J7 Prime G610 F Dual Sim

Samsung Galaxy J3 - 2016 და 2017 წლის ტელეფონები

  • Galaxy J3 J320F Duos
  • Galaxy J3 J330 F 2017 Duos

Samsung Galaxy J5 - 2016 და 2017 წლების სმარტფონები

  • Galaxy J5 Prime (G 570F Dual Sim)
  • Galaxy J5 Pro 2017

და დამატებით 3 მოდელი:

  • Galaxy Grand J4 J400 FD Dual Sim
  • Galaxy J1 mini Prime
  • Galaxy J6 J600 FD Dual Sim

Samsung Galaxy J7

Samsung Galaxy J7 2017 და 2018 წლის მოდელებით გახლავთ წარმოდგენილი და როგორც სამსუნგისთვისაა დამახასიათებელი, ამ სერიის ქვეშ რამდენიმე სხვადასხვა დასახელებისა და მონაცემების სმარტფონი გვხვდება, რომლებიც საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, განსაკუთრებით მონაცემებით:

Galaxy J7 Prime vs J7 Pro
მონაცემი Galaxy J7 Prime Galaxy J7 Pro
წელი: 2016 2017
სიმ ბარათი: Dual Sim Dual Sim
კამერა:  13 მპ, სელფი: 8 მპ 13 მპ, სელფი: 8 მპ
ელემენტი: საუბარი: 21 საათი საუბარი: 24 საათი
ზომა: 151.7 x 75 x 8 მმ 152.5 x 74.8 x 8 მმ
RAM: 3 GB 3 GB
ეკრანი: 83.4 კვად. სმ 83.4 კვად. სმ
მეხსიერება: 32 GB 64 GB
წონა: 167 გრამი 181 გრამი

ზემოთ მოცემული ცხრილი ძირითადი პარამეტრების უკეთ შეფასებაში დაგეხმარებათ, თუმცა დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა რა თქმა უნდა თავად ამ მობილურების შესაბამის გვერდებზე შეგიძლიათ, სადაც 50-მდე დანარჩენი მონაცემია დეტალურად გაშლილი, ამომწურავი პასუხის მისაღებად.

ასევე საინტერესოა ჯ7-ის კიდევ ორი სმარტფონის, Samsung Galaxy J7 Core და J7 Max-ის შედარება, რომელსაც ანალოგიური მეთოდით, ძირითადი პუნქტების ცხრილის სახით გთავაზობთ:

Galaxy J7 Core vs J7 Max
მონაცემი Galaxy J7 Core Galaxy J7 Max
წელი: 2017 2017
სიმ ბარათი: Dual Sim Dual Sim
კამერა:  13 მპ, სელფი: 5 მპ 13 მპ, სელფი: 13 მპ
ზომა: 152.4 x 78.6 x 7.6 მმ 156.7 x 78.8 x 8.1 მმ
RAM: 2 GB 4 GB
ეკრანი: 83.4 კვად. სმ 89.6 კვად. სმ
მეხსიერება: 16 და 32 GB 32 GB
წონა: 170 გრამი 181 გრამი

Samsung Galaxy J7 ფასი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამსუნგი J7-ის რამდენიმე მოდელს გვთავაზობს, წლებისა და მონაცემების მიხედვით. მათი ფასი 459 ლარიდან იწყება და 719 ლარამდე მერყეობს.

ფასების მიმოხილვა ასეთია (იაფიდან ყველაზე ძვირიან მოდელამდე):

  • Samsung Galaxy J7 Core J701F Dual Sim - 459 ლარი
  • Samsung Galaxy J7 Prime 2 G611 FD Dual Sim - 539 ლარი
  • Samsung Galaxy J7 Prime ფასი - 549 ლარი
  • Samsung Galaxy J7 Max - 639 ლარი
  • Samsung Galaxy J7 2018 J720F - 679 ლარი
  • Samsung Galaxy J7 Pro ფასი - 719 ლარი

როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ მაღაზიებს შორის, ტრადიციულად, isurve.ge-ს ფასები ყველაზე დაბალია, საორიენტაციოდ შეგიძლიათ იანგარიშოთ, რომ სხვა მაღაზიებში თითოეულ ამ სმარტფონში საშუალოდ 30-დან 50 ლარამდე უფრო ძვირის გადახდა მოგიწევთ. თანაც ეს მიუხედავად იმისა, გთავაზობენ თუ არა რაიმე საჩუქარს.

მაგალითად, ერთ-ერთ კონკრეტულ მაღაზიაში, J7 Max გარე დამტენთან ერთად, რომლის საბაზრო ღირებულებაც 30 ლარი, 710 ლარი ღირს. ერთი შეხედვით მშვენიერი შეთავაზებაა - ტელეფონი, 2018 წლის მოდელი და ძალიან საჭირო მოწყობილობა გარე დამტენი, თუმცა სინამდვილეში დაახლოებით დაახლოებით 40 ლარის ზედმეტად გადახდა გიწევთ ამ კარგად შეფუთულ აქციაში. ასე რომ, სანამ სამსუნგის ყიდვას გადაწყვეტთ, გირჩევთ ფასი ჯერ მობია-ზე შეამოწმოთ და აქსესუარების ღირებულებაც სპეციალურ კონსულტანტს ჰკითხოთ ტელეფონის საშუალებით, ასე თქვენი შენაძენი ბევრად უფრო იაფი გამოვა.

გაითვალისწინეთ, რომ Samsung-ის განვადებით ყიდვის შემთხვევაში მობია ასევე საუკეთესო პირობებს გთავაზობთ, მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევებში მოითხოვება წინასწარი შენატანი ან შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ამარტივებს ყიდვის პროცესს.

Samsung-ის მობილური ტელეფონები

Samsung Galaxy J5

სამსუნგმა Galaxy J5 სერიის სმარტფონები 2015 წლის ივლისში წარადგინა და 13 მეგაპიქსელიანი უკანა კამერით აღჭურვა, 120 გრადუსიანი გადაღების კუთხით, რაც ამ ფასიანი ტელეფონებისთვის იმ დროისთვის ინოვაციური სიახლე გახლდათ.

2016 წლის შემდეგ მოდელი ოფიციალურად იწარმოება შემდეგი ქვეყნებისთვის: ინდოეთი, აშშ, თურქეთი, პანამა, ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი, რუსეთი და სხვა.

J5-ის ორი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Samsung Galaxy J5 Pro და Prime-ა, რომელთა შედარებამდეც, ძირითად მახასიათებლებს ცალ-ცალკე წარმოგიდგენთ.

Samsung J5 Prime - ფასი და მახასიათებლები

isurve.ge-ზე Samsung Galaxy J5 Prime G570F Dual Sim Black და Gold ფერის მოდელებით გახლავთ წარმოდგენილი და მისი ფასი 459 ლარია

მობილურს აქვს 4G მხარდაჭერა, მიის კამერა აღჭურვილია 13 მეგაპიქსელიანი უკანა და 5-იანი წინა ფუნქციონალით, 2 Gb-იანი რამითა და 54 საათიანი მუსიკის მოსმენის დროით (საუბრის დრო 16 საათს შეადგენს). ტელეფონის ზომა 142.8 x 69.5 x 8.1 მმ-ია.

Samsung Galaxy J5 Prime 2017 წლის მოდელების ან ზოგადად, ამ სერიის მობილურების ფუნქციონალში უკეთ გასარკვევად შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი ოპერატორები ამომწურავ პასუხს გაგცემენ ყველა კითხვაზე.

Samsung Galaxy J5 Pro

განსხვავებით J5 Prime-სგან, J5 Pro-ს როგორც მთავარი ისე სელფის კამერის მახასიათებელი 13 მეგაპიქსელია, აქვს 8 ბირთვიანი 1.6 GHz Cortex-A53 პროცესორი და 16 GB-იანი მეხსიერება, 2 GB-იანი Ram-ით.  მუსიკის მოსმენის დრო 76, ხოლო საუბრის - 21 საათია. დამატებით, აღჭურვილია თითის ანაბეჭდის სენსორით. წინა მოდელთან შედარებით, მისი ფასი შედარებით მეტია, და 529 ლარს შეადგენს.

წინა მოდელის ანალოგიურად, Samsung Galaxy J5 Pro 2017 წლის მოდელების, ან ნებისმიერი სხვა კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელი ხაზის ან სოციალური ქსელების საშუალებით პირდაპირ საიტზე განთავსებული ჩატიდან.

Samsung Galaxy J3

Samsung J3 სერიის მობილური ტელეფონებიდან ყველაზე პოპულარული ორი მოდელია:

  1. Galaxy J3 J320F Duos
  2. Galaxy J3 J330 F 2017 Duos
Samsung-ის მობილური ტელეფონები
გთავაზობთ საჭირო ცხრილს, ამ ორ მოდელს შორის განსხვავების უკეთ წარმოსაჩენად:
Galaxy J3 - J320F vs J330F
მონაცემი Galaxy J320F Galaxy J330F
წელი: 2015 2017
სიმ ბარათი: Dual Sim Dual Sim
კამერა:  5 მპ, სელფი: 2 მპ 13 მპ, სელფი: 5 მპ
ელემენტი: საუბარი: 22 საათი საუბარი: 15 საათი
ზომა: 142.3 x 71 x 7.9 მმ 143.2 x 70.3 x 8.2 მმ
RAM: 1.5 GB 2 GB
ეკრანი: 68.9 კვად. სმ 68.9 კვად. სმ
მეხსიერება: 8 GB 16 GB
წონა: 138 გრამი 142 გრამი

 

Samsung J სერიის დარჩენილი სამი მოდელის განხილვას Samsung J6-ით დავიწყებთ:

Samsung J6

ეს მოდელი ბაზარზე 2018 წლის მაისში გამოჩნდა და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. ის საკმაოდ ჰგავს ჯ5-ს, თუმცა უფრო დახვეწილი და ბევრი კუთხით გაუმჯობესებულ ფუნქციონალს ატარებს.

მისი უკანა კორპუსი სპეციალური პლასტიკის მასალისგან გახლავთ დამზადებული, რაც მას პრემიუმ შესახედაობას აძლევს. 

Samsung Galaxy J6 ფასი

Samsung Galaxy J6 2018 წლის მოდელია და მისი ყველაზე დაბალი ფასი საქართველოში 599 ლარია, რომელსაც, ცხადია isurve.ge გთავაზობთ.

ფასში შესულია ადგილზე მიტანის ღირებულებაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყიდვის შემთხვევაში ტელეფონს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს მიიღებთ მისამართზე, სრულიად უფასოდ.

გარდა ერთიანად გადახდისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებითაც, ამ შემთხვევაში განვადების ფორმის შევსებაში მობია-ს ოპერატორები დაგეხმარებიან, პასუხს რამდენიმე წუთში მიიღებთ, ხოლო არჩევანი თიბისი, კრედოსა და საქართველოს ბანკებს შორის შეგიძლიათ გააკეთოთ.

Samsung Galaxy J1 mini Prime

Samsung-ის ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი და ძალიან პოპულარული მოდელი, რომელიც ორი ტიპის სპეფიციკაციით, J106 H და J106 F ქვე-მოდელებად იყიდება. 

საშუალო ფასი ამ მოდელებზე 259 ლარი გახლავთ, მათ მე-4 თაობის მხარდაჭერა გააჩნიათ და 8 GB მეხსიერებით არიან წარმოდგენილი, ხოლო Ram-ის მოცულობა 1 GB-ს შეადგენს.

დამატებითი მონაცემები - J106 F-ისთვის:

  1. წელი: 2016
  2. მთავარი კამერა: 5 მეგაპიქსელი
  3. ტელეფონის ზომა: 121.6 x 63.1 x 10.8  მმ
  4. ბატარეის გამძლეობა მუსიკის მოსმენის დროს: 29 საათი
  5. საუბრის დროს: 8 საათი

Samsung grand prime და Grand prime Plus

ბოლო ორი მოდელი, რომლის J სერიაში განსაკუთრებული განხილვა საჭიროდ ჩავთვალეთ, გამომდინარე მათზე არსებული მოთხოვნისა.

  • Samsung Galaxy Grand J4 J400FD Dual Sim 2018 - 16 GB-იანი მეხსიერებით, 2018 წლის მოდელი, 13 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5-იანი სელფის კამერით, 80 საათიანი მუსიკის მოსმენის, ხოლო 20-იანი საუბრის რეჟიმის შესაძლებლობით. მისი ფასი 429 ლარია.
  • Samsung Galaxy Grand Prime Plus G532F Dual Sim - სმარტფონი 309 ლარად, 8 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით, 1.5 GB-იანი Ram da 12 საათიანი საუბრის შესაძლებლობის მქონე მძლავრი ბატარეით.

Samsung Galaxy A - 2016, 2017, 2018 წლების მოდელები, ფასი, განვადება და მახასიათებლების სრული მიმოხილვა

Samsung-ის A სერიის ტელეფონების სრული სია ასე გამოიყურება:
  • Galaxy A8+ A730FD
  • Galaxy A8 A530FD
  • Galaxy A7 A720FD
  • Galaxy A6+ A605FD
  • Galaxy A6 A600FD
  • Galaxy A3 A320FD
  • Galaxy A5 A520FD

Samsung-ის მობილური ტელეფონები

Samsung Galaxy A8+ ფასი და განვადება

გალაქსი A8 პლუს მობილური ტელეფონების სამსუნგის საშუალოზე მაღალი კლასის სმარტფონებს წარმოადგენს, რომელთა პრეზენტაციაც 2017 წლის დეკემბერში მოხდა და 2018 წლის მოდელებად ითვლებიან.

როგორც S8-ს შედარებით იაფიან ალტერნატივას, ისინიც ე.წ "ინფინიტი ეკრანით" გახლავთ აღჭურვილი. დაწვრილებით დეტალებს, მათი მონაცემების, ასევე ინფორმაციას ფასისა და განვადებით ყიდვის შესახებ, ქვემოთ გაეცნობით.

Galaxy A8+ A730FD მობილური ტელეფონი 64 GB-იანი შავი (Black), ოქროსფერი (Gold) და ნაცრისფერი (Orchid Grey) კომპლექტაციებით იყიდება და მისი ფასი 1179 ლარი გახლავთ

თუ ტელეფონის განვადებით ყიდვა გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ განვადების უმარტივესი ფორმით ისარგებლოთ, სადაც მხოლოდ სახელისა და გვარის და მობილურის ნომრის შევსებაა აუცილებელი, ხოლო დანარჩენი ინფორმაციის შევსებაში ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან. 

განვადებით ყიდვის პირობები, ფასის მსგავსად მობილური ტელეფონების ინტერნეტ მაღაზია isurve.ge-ზე საუკეთესოა, არ მოითხოვება რა წინასწარი შენატანი (მხოლოდ ძალიან იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებში) და გადახდა შეგიძლიათ დაიწყოთ მომდევნო თვიდან. 

Samsung Galaxy A8 - ფასი, ყიდვა და მონაცემები

Samsung A8 16 MP-იანი წინა და სელფის კამერებით აღჭურვილი ერთ-ერთი პრემიუმ მოდელია, რომელიც შთამბეჭდავი, 66 საათიანი მუსიკის მოსმენის რეჟიმში გამძლე ბატარეით გამოირჩევა.

მოყვება თითის ანაბეჭდის სენსორი და 4 GB Ram მას ერთ-ერთ მძლავრ სმარტფონად აქცევს. 

როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, როცა მწარმოებლები სტანდარტულ და Plus ვერსიებს გვთაზობენ, ეხლაც საინტერესო იქნება Galaxy A8 და Galaxy A8+ 2018 მოდელების შედარება:

Galaxy A8 და A8 + შედარება
მონაცემი Samsung A8 Samsung A8 Plus
წელი: 2018 2018
სიმ ბარათი: Dual Sim Dual Sim
კამერა:  16 მპ, სელფი: 16 მპ 13 მპ, სელფი: 16/8 მპ
ელემენტი:

საუბარი: 24 სთ,

მუსიკა: 66 სთ

საუბარი: 23 სთ,

მუსიკა 73 სთ

ზომა: 149.2 x 70.6 x 8.4 მმ 159.9 x 75.7 x 8.3 მმ
RAM: 4 GB 6 GB
ეკრანი: 79.6 კვად. სმ 91.4 კვად. სმ
მეხსიერება: 64 GB 64 GB
წონა: 172 გრამი 191 გრამი
მეტი თვალსაჩინოებისთვის, განსხვავება ზომებში კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ ფოტოზეც. მომხმარებელთა ნაწილს დიდი ზომის და უფრო მძლავრი "პლუსი" ურჩევნია, ნაწილიც უპირატესობას შედარებით დაბალ ფასიან, თუმცა მაინც პრემიუმ A8-ს ანიჭებს.
Samsung-ის მობილური ტელეფონები

Samsung Galaxy A8 ფასი

Galaxy A8-ის ფასი საქართველოში ყველაზე დაბალი მობია-ზეა და ის 989 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დოლარის კურსის ცვლილებების და სხვა ფაქტორების გამო, ფასი პერიოდულად იცვლება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, ბოლომდე შევინარჩუნოთ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება გაძვირება, მაშინ როცა, ყოველთვის ვისწრაფით, შესაძლებობისთანავე გავაიფოთ ღირებულება და მოხმარებლები კიდევ უფრო კმაყოფილები იყვნენ შენაძენით.

Galaxy A8 განვადება

ონლაინ საბანკო განვადება, რომელის სამსუნგის ამ მოდელზე მოქმედებს სტანდარტულად საუკეთესო პირობებით გახლავთ წარმოდგენილი და განვადებით ყიდვის 3 წამყვანი ქართული ბანკის სერვისს მოიცავს. 

განვადების განაცხადი შეგიძლიათ საიტზევე შეავსოთ (გადახდის ქვეშ განთავსებული 2 ველში თქვენი სახელისა და პირადი მობილური ტელეფონის ნომრის შეყვანით), ამის შემდეგ რამდენიმე წუთში გიკავშირდებათ პერსონალური ოპერატორი და აგრძელებს პროცედურას, რომელიც სულ 5 წუთს გრძელდება და დამტკიცების შესახებ შეტყობინებას მაქსიმუმ ნახევარ საათში იღებთ.

Samsung Galaxy A7 - ფასი და მიმოხილვა

გადავიდეთ Samsung A7 2016 და 2017 წლების მოდელებზე. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ჩვენი მომხმარებელი კითხულობს, 2018 წლის ა7 ჯერჯერობით არ გახლავთ გამოსული და პრეზენტაციისთანავე მას აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიაც.

სმარტფონი, ოფიციალური დასახელებით Samsung Galaxy A7 A720FD Dual Sim, ბაზარზე 2017 წლის 2 იანვარს გამოჩნდა და სამსუნგის 3 თვიანი პაუზის შემდეგ წარდგენილი პირველი მობილური ტელეფონი გახლდათ. 

ის 3 სხვადასხვა ფერის შეგიძლიათ შეიძინოთ  - Black, Gold და Blue (ანუ შავი, ოქროსფერი და ლურჯი).

მოდელი 3 GB-იანი RAM-ით და 32 GB-იანი ჩაშენებული მეხსიერებით იყიდება, რომელიც მაქსიმუმ 256 გიგაბატიანი ჩიპით შეიძლება გაიზარდოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნანო ბარათი და ეს ჩიპი ერთდროულად არ ფუნქციონირებს, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ სტანდარტულად, მოდელი 32 გიგაბატიანია.

ტელეფონის ელემენტი წინა მოდელების ნაცვლად 3600 Mah სიმძლავრისაა, სწრაფი დატენვის შესაძლებლობით ხოლო თავად ტელეფონი წყალგამძლეა და დარტყმაგამძლე ეკრანით გამოირჩევა.

A7-ის 5 ყველაზე გამორჩეული ფუნქცია მისი მახასიათებლებიდან, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  1. 16 MP-იანი მთავარი და სელფის კამერები;
  2. 8 ბირთვიანი პროცესორი, 3 გბ-იანი RAM-ით;
  3. 59 საათიანი მუსიკის მოსმენის და 23 საათიანი საუბრის რეჟიმი;
  4. Gorilla Glass 4 დაცვის სისტემა;
  5. აუდიო სისტემა აქტიური ხმაურის ჩამხშობი სპეციალური მიკროფონითა და ტექნოლოგიით.

Samsung Galaxy A7 ფასი 879 ლარია, რაც საუკეთესო შეთავაზებაა მობილური ტელეფონების ქართულ ბაზარზე.

Samsung-ის მობილური ტელეფონები

Samsung Galaxy A6 და A6 Plus - ფასი, სრული აღწერა, ბარათით და განვადებით ყიდვა

Samsung A6 და A6 Plus კორეული მობილური ტელეფონების მწარმოებელმა გიგანტმა 2018 წლის 2 მაისს წარადგინა და თავდაპირველად ის ევროპული, აზიური და ლათინური ამერიკის ბაზრებისთვის ჩაეშვა წარმოებაში, ხოლო 1 თვის შემდეგ უკვე სამხრეთ კორეის, აფრიკის და ჩინეთის მაღაზიებშიც გამოჩნდა.

სტანდარტულად, ეს უახლესი მოდელები Android 8.0 Oreo სისტემით იყიდება და A7-ის მსგავსად, ორი 16 მეგაპიქსელიანი კამერით გამოირჩევა. ელემენტიც კვლავ 3000 mAh სიმძლავრისაა, თუმცა სწრაფი დატენვის ფუნქცია არ გააჩნია. 

A6+ უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე მისი პლუსის გარეშე ვარიანტი, მან ინოვაციური, 3 კამერით მიიპყრო ყურადღება, აღიჭურვა რა 16 MP მთავარია, 24 -იანი წინა და 5 მეგაპიქსელიანი ე.წ. "ღრმა კამერით". სწრაფი დატენვის შესაძლებლობა არც მის ბატარეას არ აქვს. 

გამოშვებისთანავე, ამ მოდელებმა კრიტიკოსებისგან განსაკუთრებით დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.

წარმოგიდგენთ ძირეულ განსხვავებებს მათ მონაცემებს შორის, ცხადია ფასთან ერთად:

  • წელი: 2018;
  • სიმ ბარათი: Dual Sim;
  • კამერა: A6 - 16 MP მთავარი და სელფის კამერები, A6 Plus - მთავარი 16/5 MP; სელფი 24 MP;
  • ელემენტი - მუსიკის მოსმენა 60, ხოლო უწყვეტ რეჟიმში საუბრის დროს 21 სთ;
  • ზომა: Galaxy A6 - 149.9 x 70.8 x 7.7 მმ, A6 + 160.2 x 75.7 x 7.9 მმ;
  • RAM - პლუს ვერსიას 4 GB აქვს, მაშინ როცა სტანდარტული 64 გბ-იანი მეხსიერების შემთხვევაში 4-იანი, ხოლო 32-იანი 3 GB-იანი RAM-ით იყიდება;
  • ეკრანი - A 6 Plus - 6.0’’ ინჩი; 91.4 სმ2, Galaxy A 6 - 5.6" ინჩი; 79.6 სმ2;
  • წონა - 6 პლუსი 27 გრამით მძიმეა და მისი წონა 186 გრამს შეადგენს;
  • ფასი - Samsung Galaxy A6+ A605FD Dual Sim 64 GB - 979 ლარი, ხოლო Samsung Galaxy A6 A600FD Dual Sim 32 GB 809 ლარი ღირს, ამ უკანასკნელის 64 გიგაბატიანი ვერსია როგორც წესი ძალიან იშვიათია და ხშირად არ გახლავთ გაყიდვაში.

Samsung A3 - 2016, 2017 და 2018 წლების ყველა მოდელის ფასი, შედარება და მონაცემების სრული მიმოხილვა

Samsung Galaxy A3-ის განხილვას 2017 წლის მოდელით დავიწყებთ, რომლის წარდგენაც A5-თან და A7-თან ერთად მოხდა. A3 2 გიგაბატიანი RAM-ით და 16 GB-იანი შიდა მეხსიერებით გამოირჩევა. გარდა ეკრანის დაცვის ახალი ტექნოლოგიებისა და წყალგაუმტარი IP68 აღჭურვილობისა, ის აღჭურვილია ე.წ "ყოველთვის ეკრანზე" სისტემით, აჩვენებს რა საათს, კალენდარსა და შეტყობინებებს ეკრანზე ტელეფონის "დაძინების" რეჟიმშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ A3 არ იყიდება ჩინურ, მალაიზიურ, ინდურ და აშშ-ს ბაზრებზე და ძირითადად პოპულარული მთელ ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაშია.

Samsung Galaxy A3 ფასი

Samsung Galaxy A3 A320FD Dual Sim 16 GB Black, Gold ან Blue ფერებით საქართველოში ყველაზე იაფად isurve.ge-ს ონლაინ მაღაზიაში იყიდება და მისი ფასი 689 ლარია.

Samsung A3 - მონაცემები

ამ მოდელის გამორჩეული მონაცემები ცხრილის სახით ასე გამოიყურება:

  • 13 MP-იანი მთავარი და 8 MP-იანი სელფის კამერა;
  • 4G მხარდაჭერა
  • 8 ბირთვიანი Octa-core 1.6 GHz Cortex-A53 პროცესორი;
  • RAM: 2 GB;
  • ელემენტის გამძლეობა მუსიკის მოსმენის დროს 55, ხოლო საუბრის დროს 17 სთ-ის განმავლობაში;
  • ტელეფონის ზომა: 135.4 x 66.2 x 7.9 მმ;
  • ეკრანის ზომა: 4.7" ინჩი; 60.9 სმ2 (~67.9% -იანი ეკრანის კორპუსთან შეფარდების კოეფიციენტი).

Samsung Galaxy A5 - ფასი და მახასიათებლები

Isurve გთავაზობთ Samsung A5-ის 2017 წლის მოდელს, რომელიც A3-ის მსგავსი ფუნქციონალით გახლავთ აღჭურვილი, თუმცა შედარებით ძვირი ღირს, გარკვეული მონაცემების გამო.

Galaxy A5 A520FD Dual Sim სტანდარტული 32 GB-იანი მეხსიერებით იყიდება და მისი ფასი 729 ლარია. ხოლო ფერების არჩევანი ისევ შავი, ლურჯი და ოქროსფერი გახლავთ. განვადებაც როგორც ყოველთვის, ონლაინ, სახლიდან გაუსველადაა შესაძლებელი და შეძენილ ტელეფონს საქართველოს ნებისმიერ მისამართზე ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთ.

გალაქსი ა5 -ის RAM-ის მოცულობა 3 GB-იანია და ძირითადად სწორედ ეს გახლავთ ა3-თან შედარებით საფასო განსხვავების მიზეზი. ის ორი 16 MP-იანი, წინა და სელფის კამერებით გამოირჩევა.

4G მხარდაჭერის მქონე სამსუნგის ამ სმარტფონის პლატფორმისა და მეხსიერების ძირითადი მახასიათებლები ასეთია:

  1. Android 6.0.1 (Marshmallow), განახლებადი Android 8.0 (Oreo) - საოპერაციო სისტემა;
  2. Exynos 7880 Octa (14 nm) პროცესორი;
  3. 8 ბირთვიანი 1.8 Gzz Octa-Core Cortex A53 პროცესორი;
  4. მძლავრი Mali T830MP3 ტიპის ვიდეოკარტა;
  5. 32 GB-იანი შიდა მეხსიერება.

Samsung Galaxy C სერიის ყველა მობილური ტელეფონი - ფასი, მახასიათებლები და შედარება

C სერიაში სამსუნგი Galaxy C5, C7 და C8 ტიპის სმარტფონებს გვთავაზობს, სტანდარტული და Pro მოდელებით, რომელთაც დაწვრილებით მიმოვიხილავთ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც არჩევანი Samsung-ის ამ მობილურებზე გააკეთეს და სურთ იცოდნენ, რომელი მოდელი შეიძინონ ბიუჯეტისა და მონაცების გათვალისწინებით.

დასაწყისისთვის, ჩამოვთვლით ყველა ამ მოდელის ოფიციალურ დასახელებებს:

  • Samsung Galaxy C8 C7100 Dual Sim 32 Black და Gold
  • Samsung Galaxy C7 Pro C7010F Dual Sim 64 GB Blue და Gold
  • Samsung Galaxy C7 C7000 Dual Sim 32 GB Silver, Grey, Pink და Pink Gold
  • Samsung Galaxy C5 Pro C5010 Dual Sim 64 GB Black და Blue
  • Samsung Galaxy C5 C5000 Dual Sim 32 GB ან 64 GB მოდელები Pink და Pink Gold ფერების არჩევნით
Samsung-ის მობილური ტელეფონები

Samsung Galaxy C8

Samsung C8 2.4 Ghz Octa-Core პროცესორითაა აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს უახლესი თამაშებისა და "მძიმე" ანდროიდ აპლიკაციების შეუფერხებლად გამოყენებას. ორ სიმიანი ტელეფონის ბლუთუს და GSM კომუნიკაციები Bluetooth 4.2 version A2DP და  Wi-Fi 802.11 b/g/n (2.4Ghz) მოიცავს.

2017 წლის ეს სმარტფონი 3 კამერითაა გამორჩეული, მათ შორის 13 მეგაპიქსელიანი მთავარი, 16-იანი სელფის და 5 MP-იანი დამატებითი კამერით.

მისი სტანდარტული მეხსიერება 32 GB-ია, ხოლო Ram-ის მოცულობა 3 გიგაბაიტი.

გადავიდეთ სამსუნგის C7 მოდელებზე და განვიხილოთ C7 Pro და სტანდარტული C7 Dual Sim მობილურები.

Samsung Galaxy C7 და C7 Pro - შედარება, ფასები და მონაცემების დეტალური რევიუ

C7 თავდაპირველად საერთაშორისო ბაზრებზე 2016 წლის სექტემბერში გამოჩნდა. თანამედროვე მოდელები მოიცავს Octa-core 2.0 GHz Cortex-A53 CPU პროცესორსა და 4 GB Ram-ს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მძლავ სმარტფონად აქცევს.

Samsung C7 vs Galaxy C7 Pro
მონაცემი Galaxy C7 Galaxy C7 Pro
წელი: 2016 2017
სიმ ბარათი: Dual Sim Dual Sim
კამერა:  16 მპ, სელფი: 8 მპ 16 მპ, სელფი:16 მპ
ელემენტი: საუბარი: 21 საათი საუბარი: 24 საათი
ზომა: 156.6 x 77.2 x 68 მმ 156.5 x 77.2 x 7 მმ
RAM: 4 GB 4 GB
ეკრანი: 89.6 კვად. სმ 89.6 კვად. სმ
მეხსიერება: 32 GB 64 GB
წონა: 169 გრამი 172 გრამი

რა არის Samsung Galaxy C7 -ის ფასი?

Samsung C7 ყველაზე იაფად რა თქმა უნდა isurve.ge-ზეა განთავსებული, აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ამომწურავ ინფორმაციას ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით (50-ზე მეტ მონაცემს თითოეულ ტელეფონზე) და ნახოთ ტელეფონის ოფიციალური ვიდეო მიმოხილვა. რაც შეეხება ფასებს, ისინი ასე გამოიყურება:

  • Samsung Galaxy C7 C7000 - 679 ლარი
  • Samsung Galaxy C7 Pro - 869 ლარი

Samsung Galaxy C5 და C5 Pro - დეტალური მიმოხილვა და ფასი

C სერიის მიმოხილვის დასასრულს, ვნახოთ კიდევ ორი მოდელის, C7-ის იაფიანი ვერსიების შედარება, ანუ რა მსგავსება და განსხვავებებია Samsung C5-სა და C5 Pro-ს შორის.

  • გამოშვების წელი: C5 - 2016, C5 Pro - 2017
  • სიმ ბარათი: ორივე ორბარათიანია
  • კამერა: C5-ის მთავარი კამერა 16 MP-იანი, ხოლო სელფის - 8 მეგაპიქსელიანი, რაც შეეხება პრო ვარიანტს, მისი ორივე კამერა 16 მპ-ია.
  • ელემენტი: ცე 5-იც და მისი პრო მოდელიც Lion ტიპის 2600 maH სიმძლავრის მქონე ბატარეითაა აღჭურვილი.
  • ზომა: პირველი მათგანის (c5) ზომებია 145.9 x 72 x 6.7 მმ, ხოლო მეორის მცირედით განსხვავდება და 145.7 x 71.4 x 7 -ს შეადგენს.
  • RAM: ორივე მათგანი მძლავრი 4 GB-იანი RAM-ით გახლავთ გამორჩეული
  • ეკრანი: თანაბარი ზომების, 74.5 კვ. სმ-იანი ეკრანები
  • მეხსიერება: C5 გვხვდება როგორც 32-იანი, ისე 64 GB-იანი ვერსიები, ხოლო პრო მხოლოდ ამ უკანასკნელი მეხსიერებითაა წარმოდგენილი.
  • წონა: თითქმის თანაბარი, 143 და 145 გრამი.

Samsung Galaxy S სერია - ყველა მოდელი, ფასი და მონაცემები

სამსუნგის პრემიუმ, S სერიის მოდელების სრული სია და ფასი, რომელიც ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, ასე გამოიყურება:

  • Samsung Galaxy S7 - ფასი: 1059 ლარი.
  • Samsung Galaxy S8 - 1419 ან 1769 ლარი
  • Samsung Galaxy S8 Plus - 1529 ლარი
  • Samsung Galaxy S9 - 1869 ლარი
  • Samsung Galaxy S9 Plus - 2179 ლარი