სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


შილაკის აპარატები

შილაკის აპარატები, განვადებით, გარანტიით და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.

შილაკის აპარატის (იგივე ფრჩხილის ლაქის შრობის ულტრაიისფერი ან LED აპარატი, Shilakis aparati) შერჩევა ადვილ საკითხებს არ განეკუთვნება

თუმცა რამდენიმე მარტივი კითხვის პასუხი თუ გეცოდინებათ, ამ პრობლემის გადაჭრას წინ აღარაფერი დაუდგება.

პირველი და უმთავრესი კითხვა - ფასია. 50 ლარიანსა და 400 ლარიან აპარატს შორის რა თქმა უნდა სხვაობა არის. ძვირიანი შეიძლება ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენ თუ გაიხსენებთ რა ფასს იხდით თითოეული მანიკურის პროცედურაში, და გსურთ რომ იგივე ხარისხის შედეგი მიიღოთ, მაშინ ეკონომიურ ვარიანტებზე ფიქრს არ გირჩევთ. და მითუმეტეს პედიკურის ხარჯებსაც თუ დავამატებთ.

იყიდება შილაკის აპარატი ყველაზე დაბალ ფასებში და ყველაზე მაღალი ხარისხის, მხოლოდ ისურვეზე

მეორე კითხვა თქვენს მიერ გამოყენებული ლაქების ბრენდებია. ისეთი შილაკის აპარატი უნდა იყიდოთ რომელიც თქვენს შერჩეულ ლაქებთან შესაბამისობაშია. ულტრაიისფერი ნათურები მუშაობენ ორივე ტიპის UV და LED ლაქებზე, მაშინ როდესაც LED ნათურები მხოლოდ LED ლაქებს აშრობენ. აღსანიშნავია რომ ლაქების უმეტესობა ძირითადად LED ტიპის არის, ამიტომ ორივე ტიპის აპარატი შეიძლება მისაღები იყოს თქვენთვის. რა თქმა უნდა იდეალურია თუ ზუსტად თქვენი ლაქის შესაბამის აპარატს შეიძენთ, რადგან მის მიერ გამოცემული ნათების სიხშირე ზუსტად დაემთხვევა ლაქის იდეალურად გასაშრობ სიხშირეს (ან მინიმუმ იგივე ვატის მქონე სიმძლავრის ნათურაზე მაინც რომ გათვალოთ).

შილაკის გაკეთება ასეთი მარტივი არსდროს ყოფილა

გაშრობის დრო - LED უფრო მალე შრება ვიდრე UV (ულტრაიისფერი). ლედს მიახლოებით 30 წამი სჭირდება, მაშინ როდესაც უი-ზე ეს დრო 90 წამია.

ნათურის გამძლეობა - ლედ შილაკის აპარატებს წესით ნათურის შეცვლა 50,000 საათის მანძილზე არ სჭირდებათ, ულტრაიისფერი ნათურის შემთხვევაში კი მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საშუალო მუშაობის დრო 100 საათია, შემდეგ კი შეიძლება მათი შეცვლა გახდეს საჭირო (საშუალოდ 60 ლარად). 100 საათი შეიძლება ბევრად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავიხსენებთ რომ საშუალოდ სრული მანიკურის პროცესს 5 წუთი შეიძლება დასჭირდეს (უი-ს შემთხვევაში), და თქვენ მანიკურს საშუალოდ კვირაში ერთხელ იკეთებთ (შილაკის შემთხვევაში მეტი არამიზანშეწონილია), მაშინ მიახლოებით 23 წელი გამოდის სასარგებლო მომსახურების პერიოდი.

ზომა - მთავარია ისეთი აპარატი არ შეარჩიოთ რომელიც მხოლოდ 4 თითს იტევს და შეძლოთ ხუთივე თითის პარალელურად გაშრობა. საუკეთესო, დიდი ზომის აპარატები კი ორივე ხელის გაშრობას ახერხებენ პარალელურად.

გარანტია - მარტივად - მეტი გარანტია მეტ დაცულობას ნიშნავს.

შილაკის აპარატი განვადებით, მხოლოდ ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ

დამატებითი ფუნქციები - ბევრ ბრენდს აქვს სპეციალური ტაიმერის ფუნქციები რომ გააადვილონ სასურველი პროგრამის შერჩევა ლაქის მიხედვით. თქვენით დროის ათვლა შეიძლება არაკომფორტული იყოს და ამიტომ ეს თითქოს ბანალური ფუნქცია საკმაოდ მოსახერხებელია. ზოგიერთ აპარატს აქვს მოძრაობის სენსორიც, რომელიც ავტომატურად ირთვება როგორც კი თქვენ აპარატში ხელს მოათავსებთ. ასევე მნიშვნელოვანია რომ ზოგ დანადგარს გააჩნია ვენტილატორიც, რომელიც გამოგადგებათ თუ თქვენი ფრჩხილების ტრადიციული მეთოდით დამუშავებას გადაწყვეტთ და ლაქის გაშრობა დაგჭირდებათ.

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ შილაკის საშრობმა, რომელიც ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ!

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ საუკეთესო პროფესიული და სახლის ტექნიკა, მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაზე მომგებიან ფასად, და ყველაზე კომფორტული მომსახურებით.

შილაკის აპარატი ნაკრები და ცალკეული დეტალები ისურვეზე

ქალბატონები ფრჩხილების მოვლას ძალიან დიდ ყურადღებასა და ფინანსებს უთმობენ.

შილაკის აპარატი ნაკრები ფრჩხილების მოსაწესიგებლად საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც ალბათ 10-დან 9 ქალბატონი იყენებს, რათა მათი ფრჩხილები დიდი ხნის განმავლობაში ხელის შევლების გარეშე გამოიყურებოდნენ ისე, როგორც ახალი მოწესრიგებული.

დაგვეთანხმებით, რომ დღევანდელ საქმით გადატვირთულ დროში ასეთი საშუალება მართლაც მიმზიდველია.

შილაკის აპარატები საუკეთესო ფასად ისურვეზე

ქალბატონების საყვარელი განყოფილება ისურვეს საიტზე სწორედ თავის მოვლის საშუალებებია, რომლის მნიშვნელოვან და საპატიო ადგილსაც სწორედ შილაკის აპარატები იკავებენ.

მოთხოვნიდან გამომდინარე, ვცდილობთ მომხმარებლებს პოდუქცია ყველაზე მისაღებ ფასად შევთავაზოთ და საინტერესო აქციებით გავანებივროთ.

შილაკის სიმყარიდან გამომდინარე, ვიცით, რომ მისი ფრჩხილიდან მოშორება საკმაოდ რთულია და სპეციალური ხელსაწყოების დახმარებას საჭიროებს, რათა ფრჩხილი არ დაზიანდეს.

შილაკის მოსაშორებელი აპარატი სწრაფად და უსაფრთხოდ აშორებს ლაქს, რომლის მოშორებაც დაუხმარებლად არ არის მიზანშეწონილი, ამიტომ გთავაზობთ ფჩხილის მოვლისათვის საჭირო ყველა მოწყობილობას ერთ შეთავაზებაში, რაც დაგიზოგავთ ფინანსებს.

იხილეთ თავის მოვლის კატეგორია ისურვეს საიტზე და შეარჩიეთ საუკეთესო მოწყობილობები ყველაზე იაფად.