მიწოდება და ანგარიშსწორება

ონლაინ მაღაზია Isurve.ge-ზე განთავსებულ ყველა პროდუქტზე ან პროდუქტების სეტზე (რამდენიმე ნივთი ერთად) მოქმედებს უფასო საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

მიწოდება ხდება 1 ან 2  სამუშაო დღეში თბილისის, ხოლო 2 სამუშაო დღეში რეგიონული შესყიდვის შემთხვევაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (დამოკიდებულია რეგიონზე) რა დროსაც ნივთის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს. ზუსტი ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის გაფორმების დროს.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სართულზე ატანის სერვისი არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ ან საიტზე მითითებულ შემთხვევაში, ან მცირე გაბარიტიანი, 5 კგ-მდე წონის ნივთების მიტანისას და ასევე, დიდი მოცულობის ნივთებზე უშუალოდ კურიერთან, ადგილზე, მომხმარებელსა და მას შორის პირადი მოლაპარაკების შემთხვევაში.

გემსახურებით რა როგორც საკუთარი, ისე წამყვანი ქართული საკურიერო სერვისით, მიწოდების სისწრაფე, მოქნილობა და სრული უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული.

ანგარიშსწორების მეთოდებად საიტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირი საბარათე გადახდის, საბანკო გადარიცხვის, კურიერთან გადახდის ან განვადებით შეძენის მეთოდები. ონლაინ მაღაზიაში ბარათით გადახდის სისტემა ხორციელდება Unipay.ge-ს მეშვეობით და ის უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება.

რაც შეეხება ონლაინ საბანკო განვადებას, Isurve.ge წლების მანძილზე თანამშრომლობს წამყვან ქართულ საბანკო ინსტიტუტებთან და მომხმარებელს სთავაზობს თიბისი, საქართველოს და კრედო ბანკის, ასევე კრისტალის ონლაინ საბანკო განვადებებს მაქსიმალურად დაბალი, ხშირ შემთხვევაში საბაზროზე უკეთესი საპროცენტო განაკვეთებით, 3-დან 24 თვემდე ვადით.

კონდიციონერის მიწოდების და მონტაჟის წესები და პირობები

კონდიციონერის მონტაჟს უზრუნველყოფს სერთიფიცირებული და ავტორიზებული სერვის ცენტრი. კონდიციონერის მონტაჟის შემთხვევაში მოხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი დეტალები:

სტანდარტული მონტაჟი:

  1. შიდა და გარე ბლოკი უნდა დამონტაჯდეს არაუმეტეს 2.3 მეტრის სიმაღლეზე
  2. გასახვრეტი კედლის სისქე უნდა იყოს არაუმეტეს 40სმ
  3. გასახვრეტი კედელი არ უნდა იყოს რკინა ბეტონის კონსტრუქცია
  4. შიდა და გარე აგრეგატს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს.
  5. არ უნდა იყოს საჭიროება ამწე კალათის ან სხვა სპეციალური მოწყობილობების.
  6. კონდიციონერის მილის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს.

ნებისმიერი სტანდარტული მონტაჟის პირობის დარღვევის შემთხვევაში მონტაჟი ითვლება არასტანდარტულად.

Midea, Vox, Beko-ს კონდიციონერის მიწოდების და მონტაჟის წესები და პირობები:

  1. კონდიციონერის მიწოდება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით.
  2. კონდიციონერის “სტანდარტული მონტაჟი” - უფასოა შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი; ყველა სხვა ქალაქში გვაქვს მხოლოდ უფასო მიწოდების პირობა.
  3. კონდიციონერის მიღების შემდეგ მომხმარებელი უკავშირდება ისურვეს ცხელ ხაზს ტელ: 0322 053105 და აფიქსირებს მონტაჟის მოთხოვნას
  4. მონტაჟის მოთხოვნის დაფიქსირებიდან სამონტაჟო ჯგუფის ადგილზე მოსვლის ვადაა 2-3 სამუშაო დღე.
  5. არასტანდარტული მონტაჟის შემთხვევაში ფასები დაითვლება ადგილზე სამონტაჟო ჯგუფის მიერ და ანგარიშსწორება მოხდება მონტაჟის პროცედურის დაწყებამდე.

ისურვეთ და იშოპინგეთ ჩვენთან :)