სრული კოლექცია

მანქანის მტვერსასრუტი Jet Power
მანქანის მტვერსასრუტი Jet Power
Regular price 100.00 ლარი 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მინი მტვერსასრუტი Arnica ET13400
მინი მტვერსასრუტი Arnica ET13400
Regular price 205.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი Black+Decker DVB315JP-QW
მტვერსასრუტი Black+Decker DVB315JP-QW
Regular price 249.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის მტვერსასრუტი Black+Decker WDC215WA-QW
ხელის მტვერსასრუტი Black+Decker WDC215WA-QW
Regular price 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
უსადენო მტვერსასრუტი Arnica ET11202
უსადენო მტვერსასრუტი Arnica ET11202
Regular price 430.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
უსადენო მტვერსასრუტი Karcher CVH 3 PLUS
უსადენო მტვერსასრუტი Karcher CVH 3 PLUS
Regular price 280 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
უსადენო მტვერსასრუტი HYUNDAI HVC-01HD
უსადენო მტვერსასრუტი HYUNDAI HVC-01HD
Regular price 584 ლარი / თვეში 32 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
უსადენო მტვერსასრუტი Arnica ET11201
უსადენო მტვერსასრუტი Arnica ET11201
Regular price 430.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
უსადენო მტვერსასრუტი Arnica ET11200
უსადენო მტვერსასრუტი Arnica ET11200
Regular price 430.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

მანქანის მტვერსასრუტი

მანქანის მტვერსასრუტი მხოლოდ ოფიციალური მწარმოებლებისგან, განვადებით ყველაზე იაფად, ფასდაკლებით, 1 წლიანი გარანტიით და უფასო საკურიერო სერვისით ყველგან. Ring-ის და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.

isurve-ს მანქანის მტვერსასრუტების ყიდვა განვადებასთან ერთად ცხადია საბარათე გადახდითაცაა შესაძლებელი.

ხელის მტვერსასრუტები ძალიან მოსახერხებელია და ამიტომაც ჰყავს უამრავი მომხმარებელი, გაშორებთ რა მტვრისგან გამოწვეულ უხერხულობებს თქვენს ავტომობილში, მუშაობს 12 ვოლტზე და ძალიან მარტივად მოსახმარია.

მანქანის მტვერსასრუტი

"მანქანის პილასოსი", როგორც მას ხშირად ეძებენ ინტერნეტში, ხასიათდება განსაკუთრებული საიმედოობით და შეიძლება ითქვას, არ ფუჭდება.

ამიტომაც ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტო პროდუქტია ინტერნეტ მაღაზიებში.

მანქანის მტვერსასრუტის ყიდვა

ხელის მტვერსასრუტების ის კატეგორია, რომლებიც სპეციალურად მანქანებისთვის მზადდება ავტომფლობელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

მისი ყიდვა isurve.ge-ზე ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამის 4 ვარიანტი არსებობს:

  1. ყიდვა ბარათით - ირჩევთ სასურველ მტვერსასრუტს და აჭერთ შესაბამის ღილაკს. ბარათით გადახდის შემთხვევაში შეგყავთ სახელი და გვარი, მისამართი და ბარათის სტანდარტული მონაცემები, რის შემდეგაც თანხა ჩამოგეჭრებათ, მიიღებთ ოფიციალურ სმს შეტყობინებას შეკვეთის დადასტურების შესახებ და ოპერატორიც დაგიკავშირდებათ მისამართის და მოტანის დეტალების დასაზუსტებლად. შეკვეთილ ნივთს მეორე დღეს უფასოდ მიიღებთ მთელ საქართველოში.
  2. კურიერთან გადახდა - ისევ ირჩევთ სასურველ მოდელს და აჭერთ ამჯერად ადგილზე გადახდის ღილაკს. გირეკავთ ოპერატორი, აზუსტებს მისამართს და შეკვეთის დეტალებს და მეორე დღეს მოდის თქვენთან კურიერი, რომელსაც ადგილზე უხდით თანხას და იღებთ ნივთს.
  3. ოფისში შეძენა - სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მტვერსასრუტი მანქანისთვის ჩვენს მაღაზიაშიც შეიძინოთ. ამისთვის საჭიროა მობრძანდეთ, ნახოთ ნივთი ადგილზე და ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ანგარიშზე. ამ ყველაფერში ცხადია ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.
  4. განვადებით ყიდვა - ონლაინ საბანკო განვადების სუპერ პირობებით სარგებლობისთვის შეავსეთ არჩეული მტვერსასრუტის გვერდზე თქვენი სახელისა და გვარის, ასევე საკონტაქტო ნომრის ველები, დაელოდეთ ოპერატორის ზარს და გადაგზავნეთ განაცხადი სასურველ ბანკში. პასუხის მიღების შემდეგ, რამდენიმე წუთში, შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი განაცხადს და მიიღოთ ნივთი ადგილზე სრულიად უფასოდ.

მანქანის მტვერსასრუტი - ფასები და საგარანტიო პირობები

ქართულ ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ბრენდის მანქანის მტვერსასრუტი იყიდება.

თუმცა ისურვე არჩევანს მხოლოდ ორიგინალ მოდელებზე აკეთებს და გთავაზობთ ამ ინდუსტრიის 2 ლიდერის, Ring-ის და Black & Decker-ის პროდუქციას.

ორივე ბრენდი წარმოდგენილია სხვადასხვა ფასიანი მოდელებით, თუმცა იდენტური, საუკეთესო საგარანტიო პირობებით.

საფასო სეგმენტი ბრიტანული რინგის შემთხვევაში 91-დან 178 ლარამდეა.

ბაზარზე ჩინურ ვერსიებს უფრო იაფადაც შეიძენთ, თუმცა ნამდვილად არ ღირს 15-20 ლარის დაზოგვის საფასურად გამოუსადეგარი ან მალფუჭებადი ნივთის ყიდვა.

ხოლო ამერიკული ბლექ ენ დექერი ოდნავ უფრო ძვირიან, თუმცა დიზაინერული კუთხით გამორჩეულ მტვერსასრუტებს გვთავაზობს, 115-დან 199 ლარამდე საფასო დიაპაზონში.

განვადების ფასები საშუალოდ თვეში 5-დან 8 ლარამდეა, რაც მათ ყიდვას კიდევ უფრო მარტივსა და მოსახერხებელს ხდის.

რაც შეეხება გარანტიას, ყველა მათგანზე ძალაშია 1 წლიანი ქარხნული გარანტია.

შეძენიდან პირველი კვირის მანძილზე ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მტვერსასრუტი მთლიანად იცვლება.

ხოლო შემდეგ, მთელი წლის მანძილზე მექანიკური დაზიანების (გატეხვის) გარდა სხვა ნებისმიერი ხარვეზისას ასევე იცვლება ან ექვემდებარება ოფიციალურ საგარანტიო სერვისს.

ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ნივთი დაზიანდა, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა, საგარანტიოში მოსვლა თქვენ არ გიწევთ.

ისურვეს კურიერი გეწვევათ, გამოგართმევთ ხარვეზიან მოდელს და 3 დღის ვადაში მოგიტანთ ახალს, რაც დაგვეთანხმებით, მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.

რომელია საუკეთესო ავტომობილის მტვერსასრუტი?

ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა არ არსებობს.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის, სიმძლავრისა და ფასის მტვერსასრუტი გჭირდებათ, რა სიხშირით მოიხმართ მას ან უბრალოდ, როგორი გემოვნება გაქვთ.

ამიტომ, გთავაზობთ იმ ძირითად პარამეტრებს, რომლებიც ამ ავტო პროდუქტს ერთმანეთისგან განასხვავებს.

დამატებით შეგახსენებთ, რომ თითოეული მოდელის ვიდეო მიმოხილვის ნახვა თავად პროდუქტების გვერდზე ან ჩვენს Youtube არხზე შეგიძლიათ.

განხილვა დავიწყოთ Ring-ის მტვერსასრუტებით.

Ring-ის მანქანის მტვერსასრუტები

Ring ინგლისური ბრენდია, რომელიც გარდა ამ მიმართულებისა, აწარმოებს ავტომობილის ჰაერის კომპრესორებს (ნასოსებს), სალონის, მანქანის გარე ზედაპირის, შუშის მოვლის საშუალებებს და სხვადასხვა, 200-მდე ტიპის აქსესუარს და შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროს მსოფლიო ლიდერია.

კომპანია Ring Automotive 40 წლის წინ შეიქმნა, ფლობს ოფისებს ლიდსში, პარიზში, შენჟენში და რამდენიმე შთამბეჭდავი მიღწევით გამოირჩევა.

  • 170-ზე მეტ პროდუქტის კატეგორიაში გამარჯვება
  • 6000-ზე მეტი პროდუქტის ხაზი
  • გაყიდვები მსოფლიოს 60 ქვეყანაში
მანქანის მტვერსასრუტი

ისურვე გთავაზობთ ამ ბრენდის 3 ყველაზე პოპულარულ მანქანის მტვერსასრუტს:

  • Ring RVAC0 - მუშაობს 12 ვოლტზე, გააჩნია 4 მეტრიანი კაბელი მაქსიმალური კომფორტისთვის, 30 ბარიანი სიმძლავრე, 470 მლ-იანი მტვრის რეზერვუარი, აღჭურვილია აქსესუარებით სალონის რთულად მისადგომი ადგილებიდან მტვრის ასაღებად და აქვს მარტივად ამოღებადი ფილტრები, რაც ამარტივებს მათ გაწმენდასა და შემდგომ გამოყენებას. მისი ზომები 121 x 402 x 106 მმ-ია, ხოლო წონა თითქმის 1 კგ (0.958 გრამი).
  • RVAC1 - წინა მოდელის ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია. ანალოგიური მაჩვენებლებით აბსოლუტურად ყველა კუთხით, მათ შორის სიმძლავრით, მოცულობით და ა.შ. განსხვავება მხოლოდ ზომებს (და შესაბამისად წონას) და LED განათების არსებობაშია, რომელიც ღამით მანქანის დასუფთავებაში გეხმარებათ. მისი ზომებია 117 x 105 x 402 მმ და 1.197 გრამს იწონის. 
  • RVAC2 - მოდელი, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს წინა ორს, და ასევე ლედ განათებითაა აღჭურვილი, მაგრამ აქვს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - ნაცვლად კაბელისა, უსადენოა და მოყვება 3 ელემენტი, რომლებიც იტენება და სრულად დატენილი 16 წუთის განმავლობაში მუშაობს. ეს დამატებითი კომფორტია მანქანაში გამოყენებისთვის. თუ 16 წუთი არ გეყოთ, შეგიძლიათ დამტენი იქვე მანქანაში შეაერთოთ და გააგრძელოთ დასუფთავება.

 

მანქანის მტვერსასრუტი

გადავიდეთ მეორე ბრენდზე, Black & Decker-ზე, რომელსაც კიდევ უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს.

Black & Decker-ის მანქანის მტვერსასრუტების მიმოხილვა

ის ჯერ კიდევ 1910 წელს დაარსდა, ჰყავს 2600 თანამშრომელი და 2016 წელს მისი შემოსავალი 11 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ერთადერთი, რაც მანქანის პილასოსის ამ ამერიკულ გიგანტს რინგისგან განასხვავებს ისაა, რომ B&D ზოგადად ელ.ხელსაწყოების, ბაღის და სახლის ნივთების მწარმოებელია.

თუმცა ამ ინდუსტრიაშიც საკმაოდ ფართოდ გახლავთ წარმოდგენილი და რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის, ნამდვილად გამორჩეული პროდუქციით.

ინტერნეტ მაღაზია isurve.ge-ზე შეხვდებით მის სამ მოდელს:

  • NV1200AV-XK - გარდა იმისა, რასაც ვიდეო მიმოხილვაში პროდუქტის გვერდზეც ნახავთ (როგორც კიდევ 2 დანარჩენი ვარიანტის შემთხვევაში), გეტყვით, რომ ბლექნდექერის ეს მტვერსასრუტი ფილტრაციის ორმაგი სისტემით, შთამბეჭდავი 1122 ლიტრი/წუთში ჰაერის შესრუტვის სისწრაფითა და 370 მლ-იანი მტვრის განყოფილებით გამოირჩევა.
  • ADV1200-XK - ანალოგიური მოდელი, ოდნავ უფრო დაბალი სისწრაფით (1053 ლიტრი წუთში), თუმცა უფრო მოცულობითი სათავსოთი - 610 მლ.
  • PV1200AV-XK - 200 გრადუსიანი ტრიალის კუთხით, 3.7 კგ-იანი წონითა და მძლავრი, 20 წუთამდე გამძლეობის მქონე ბატარეით, რაც ნიშნავს, რომ უსადენოა, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დატენოთ და ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელი არჩევანი გახლავთ.

ყველანირი ტექნიკის შეძენა იმისთვის რომ თქვენი მანქანა მუდმივად სუფთად და მწყობრში იყოს ისურვეზეა შესაძლებელი. ჩვენთან ყველაზე იაფი ფასები და კომფორტული მომსახურებაა!

მანქანის მტვერსასტუტი თქვენი ტრანსპორტის იდეალური სისუფთავისთვის

მანქანა უმნიშვნელოვანესი რამაა ჩვენს ცხოვრებაში. ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე, სულ მცირე მანძილზე გადაადგილებისასაც კი ვიყენებთ ტრანსპორტს, განსაკუთრებით ქალაქებში.

ავტომობილში მტვერი იმაზე ბევრად სწრაფად გროვდება, ვიდრე შენობაში, ამიტომ მას უფრო ხშირად სჭირდება დასუფთავება.

თუმცა ეს მარტივი საქმე არ არის, რადგან რთულია ყველა კუთხის საგულდაგულოდ დასუფთავება შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე.

მანქანის პილასოსი სრულყოფილად მოაშორებს მტვერს სალონიდან

ყველაზე მოწესრიგებული და საკუთარ მანქანაზე მზრუნველი მძღოლებიც ვერ ახერხებენ დაიცვან მანქანა მტვრისგან.

სეზონს არააქვს მნიშვნელობა, რადგან ზაფხულის ცხელ დღეებში მანქანის ჩაწეული ფანჯრებიდან სალონში დიდი რაოდენობის მტვერი გროვდება, ხოლო სხვა სეზონებზე ტალახს ვერსად გავექცევით, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა ნარჩენებზე.

ავტომობილის მტვერსასრუტი მძღოლების საუკეთესო მეგობარია, მისი მრავალფეროვანი თავაკები სხვადასხვა ზედაპირისათვის უნაკლოდ ასუფთავებს ავტომობილის სალონისა და საბარგულის თითოეულ კუთხეს.

ისურვე გთავაზობთ მანქანის მტვერსასრუტებისა და სხვა საჭირო მოწყობილობების უზარმაზარ არჩევანს საუკეთესო ფასად.