LORELLI-ის რადიო ძიძა კამერით 10280130001
LORELLI-ის რადიო ძიძა კამერით 10280130001
Regular price 309 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
LORELLI-ის რადიო ძიძა კამერით 1028020
LORELLI-ის რადიო ძიძა კამერით 1028020
Regular price 309 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
LORELLI-ის რადიო ძიძა კამერით ნაცრისფერი 10280130002
LORELLI-ის რადიო ძიძა კამერით ნაცრისფერი 10280130002
Regular price 309 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

რადიო ძიძა

რადიო ძიძა ბავშვის გაჩენასთან ერთად, განსაკუთრებით კი თუ მის მოვლაში სხვა მშობლების გარდა სხვა ადამიანებიც არიან ჩართულნი, აუცილებელი ნივთია. არა იმიტომ რომ კონტროლი არის საჭირო, არამედ იმიტომ რომ თქვენ თვითონ მუდმივად გქონდეთ სიმშვიდის შეგრძნება.

რადიო ძიძა

კარგი საბავშვო რადიო ძიძა  ეხმარება მშობლებს, რომ მეორე ოთახიდან აკონროლონ თავიანთი შვილის ძილი. ფსიქოლოგების თქმით, გაღვიძების სწრაფი რეაქცია ამცირებს ბავშვის შფოთვის დონეს.

რომელი რადიო ძიძა შევიძინოთ?

რადიო ძიძის შეძენამდე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ორივე სადგურის (მშობლისა და ბავშვის) მუშაობის ტიპს.  ხშირად, მწარმოებლების მიერ, მშობლების მოწყობილობა წარმოდგენილია ბატარეით ან აკუმულატორით, ხოლო საბავშვო - მხოლოდ ქსელის.

უმჯობესია, თუკი ორივე მოწყობილობას აქვს სარეზერვო ენერგიის ფუნქცია, რადგან ელექტრო ენერგიის არარსებობის შემთხვევაშიც მოხდეს შვილისა და მშობლის დაკავშირება, კონტროლი.

ქამრის სამაგრის ან სამაჯურის დახმარებით შესძლებთ, რომ ხელსაწყო თქვენთან ერთად, მუდმივად თან ატაროთ. ავტონომიური მოქმედების დრო ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და სასურველია, თუკი რადიოს მინიმუმ 10 საათიანი ენერგიის რეზერვი ექნება.

რაც უფრო დიდია კომუნიკაციის დიაპაზონი - მით უკეთესი.  მოწყობილობების უმეტესი ნაწილის მიღების რადიუსი 300-350 მეტრია, ხოლო ოთახში 50-70 მ-მდე მცირდება. სახლში კომუნიკაციის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია კედლების რაოდენობასა და სისქეზე, რომლითაც სიგნალი უნდა გაიჭრას.

ხმის კავშირი უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა. სპეციალური ჩამონტაჟებული მექანიზმები  კი ხელს უწყობენ თქვენი ბავშვის სწრაფ დაძინებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  სუნთქვის სენსორების მქონე მოდელები იძლევა სიგნალს, თუკი ბავშვის სუნთქვის რიტმი ირღვევა და არასწორად მიმდინარეობს.

რადიო ძიძა - გამორჩეული მოდელების განხილვა

Philips Avent SCD506

Philips Avent-ის რადიო ძიძა,  მიუხედავად მაღალი ღირებულებისა, ძალიან პოპულარულია მშობლებში.  მოდელს აქვს 120 საკომუნიკაციო არხი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მოისმინოთ თქვენი ბავშვის სუნთქვაც კი. მოწყობილობას აქვს  ცალმხრივი რეჟიმი: ბავშვი ისმენს დედის ხმას მკაფიოდ, არ ეშინია ხროტინის ან სხვა  ხმაურის.

რადიო ძიძა

ორივე მოწყობილობა იკვებება მაგისტრალური ქსელიდან ან ბატარეით. გრძელი კაბელები კი საკმარისია ნებისმიერ ადგილზე მოსათავსებლად, ხოლო სპეციალური ინდიკატორი მიუთითებს ბატარეის შეცვლის საჭიროებაზე.

ბავშვთა მოწყობიობა შეიცავს რამდენიმე მშვიდ მელოდიას და ნახევარმთვარის ფორმის ღამის შუქს რბილი ბზინვარებით. მშობლის რადიო ძიძა  არის კომპაქტური, რომლის  ქამარი საშუალებას გაძლევთ, ჩამოკიდოთ იგი კისერზე. ხმის სიგნალი იქმნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბავშვთა განყოფილება მიმღების არეალის გარეთ მდებარეობს.

მოცულობა მუდმივად რეგულირდება, რაც საშუალებას გაძლევთ მოისმინოთ ჩუმი ტირილი  ან სხვა ტიპის ხმაური. სისტემაში არსებული Smart ECO პარამეტრი არეგულირებს სიგნალის ინტენსივობას.

დადებითი:

  • შეძენა შესაძლებელია ყველა მაღაზიაში;
  • ბატარეის ენერგიას მოიხმარს ეკონომიურად;
  • მკაფიო ხმა;
  • გათვალისწინებულია ღამის შუქი;
  • კომპაქტური - მშობლის სამაჯურით.

მინუსები:

  • ფასი საშუალოზე მაღალია;
  • არ აქვს ზარის მელოდიის ავტომატური გადართვა.

კარგ ამინდში, ღია ადგილებში, სიგნალის სხივი 330 მეტრს აღწევს, შენობაში - 50 მ., თუმცა წვიმაში, მცირე მანძილზე, ბლოკები ხშირად კარგავენ ერთმანეთთან კავშირს.

BabyOno 198

ეს არის ციფრული ბავშვის მონიტორი  ორმხრივი ხმის კომუნიკაციით, რომელიც ღია ადგილებში უზრუნველყოფს 300 მეტრის რადიუსში სიხშირის მიღებას.

რადიო ძიძა

მშობლების მოწყობილობას აქვს ქამარზე დამაგრების შესაძლებლობა. ორივე რადიო მუშაობს როგორც მაგისტრალურ ქსელში დაკავშირებით,  ისე - ბატარეებზე. გრძელი კაბელები გათვალისწინებულია მოწყობილობების მოსახერხებელი დატენვისთვის. ორმხრივი კომუნიკაცია საშუალებას გაძლევთ დარწმუნდეთ ბავშვს მშვიდად სძინავს თუ არა.

დადებითი:

  • გრძელი სატენი კაბელები;
  • კომპაქტური - მშობლის სამაჯური;
  • საიმედო კავშირი;
  • ორივე ბლოკის ავტონომიური მოქმედების შესაძლებლობა.

მინუსები:

  • მაღალი ღირებულება;
  • არასტაბილური დიზაინი.

რადიო ძიძას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამძლეობაა, რადგან ის ხშირად შეიძლება გახდეს ბავშვის სათამაშო

Beurer JBY92

ეს არის კიდევ ერთი თანამედროვე რადიო ძიძა, რომელსაც 69 საკომუნიკაციო არხი და 48 საათის განმავლობაში უწყვეტი მუშაობის შესაძლებლობა გააჩნია. შიდა ტექნოლოგია უზრუნველყოფს უწყვეტი სიგნალის მიღებას 250 მ-მდე დიაპაზონში.

რადიო ძიძა

მოწყობილობები დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან და უძლებს სიმაღლიდან ვარდნასაც. აქვს კომპაქტური ზომები და თანამედროვე დიზაინი, რომელიც ყველაზე მეტად  მოსწონთ მომხმარებლებს.

დადებითი:

  • მოსახერხებელი მშობლის ბლოკის სამაჯური;
  • მუშაობს შესვენების გარეშე 48 საათი;
  • ლამაზი დიზაინი და მცირე ზომა;
  • ხისტი კორპუსი.

მინუსები:

  • არ იყიდება ყველგან;
  • მაღალი ღირებულება.

აქტიური გამოყენებით, მოდელი სწრაფად ხარჯავს ბატარეებს. დატენვის მაჩვენებლის არარსებობის გამო, მშობლები ყოველთვის ვერ ახერხებენ მათ დროულად შეცვლას.

საოჯახო ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ჩვენს საიტზეა, ფასდაკლებებით, განვადებით და შეკვეთის სახლშ უფასოდ მიტანის სერვისით.