სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ვიდეო რეგისტრატორი

ვიდეო რეგისტრატორი როგორც ორი ისე სამი კამერით (წინა, უკანა და სალონის ხედვა), ორიგინალი, ინგლისური Carpro-სგან, ქართული ინსტრუქციით და 1 წლიანი გარანტიით, ყველაზე დაბალ ფასად, უფასო საკურიერო სერვისი. 

მოდელები აღჭურვილია ხმის ჩაწერის ფუნქციით და HD ვიდეო გადაღებით.

ასევე გააჩნია უამრავი საჭირო ფუნქცია თქვენი ავტომობილის უსაფრთხოებისა და პარკინგის გამარტივებისთვის.

როგორც სარკეზე, ისე სალონში დასაკიდებელი მანქანის ვიდეო კამერა, რომელიც Carpro-ს ბრენდით იყიდება, ოფიციალური ჰოლოგრამითაა აღჭურვილი და მეხსიერების ბარათი მოყვება საჩუქრად.

ვიდეო რეგისტრატორი ძალიან მნიშვნელოვანი დანადგარია, რომელსაც შეუძლია ძალიან უსიამოვნო მოვლენები აგარიდოთ თავიდან.

როგორ შევარჩიოთ მანქანის ვიდეო რეგისტრატორი?

ავტორეგისტრატორი, იგივე მანქანის კამერა, როგორც მას ბევრი მომხმარებელი უწოდებს, საკმაოდ მარტივი თუმცა საჭირო აქსესუარია.

მისი შერჩევა იოლია იმ კუთხით, რომ ბაზარზე სულ 2 ბრენდის მოდელებია წარმოდგენილი.

ვიდეო რეგისტრატორი

თუმცა ყურადღებას საჭიროებს იმ კუთხით, რომ აქვს გარკვეული ფუნქციონალი, რომელიც შესაძლოა გჭირდებოდეთ ან ზედმეტი იყოს.

შესაბამისად, არსებობს მახასიათებლები, რომლებსაც შერჩევისას პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება.

რამდენ კამერიანია ვიდეო რეგისტრატორი?

არსებობს 1 კამერიანი (მხოლოდ წინა ხედვა), 2 და 3 კამერიანი ვიდეორეგისტრატორი.

ამათგან პირველი ყველაზე ნაკლებად პოპულარულია, ვინაიდან მხოლოდ ჩაწერის ფუნქცია აქვს და პარკინგში არ გამოგადგებათ.

ვიდეო რეგისტრატორი

ორკამერიანებს აქვთ საშუალება გადაიღონ წინა ხედი და უკანა ხედვის კამერის მეშვეობით შეასრულონ პარკინგ კონტროლის ფუნქცია.

დაახლოებით ანალოგიურია მესამე მოდელიც, თუმცა მას სალონის ჩაწერის საშუალებაც აქვს.

ფასებიც შესაბამისადაა გადანაწილებული, 1 კამერიანი რეგისტრატორი ყველაზე იაფი, ხოლო სამიანი - ძვირი ღირს.

სპეც ფუნქციებით აღჭურვილი ვიდეო რეგისტრატორი

უნდა გადახედოთ იმ ფუნქციებსაც, რომლებიც რეგისტრატორს გააჩნია, რამდენად გჭირდებათ ისინი ან პირიქით, ხომ არ აკლია რომელიმე ისეთი, რომელიც გამოგადგებოდათ.

ვიდეო რეგისტრატორი

ვიდეორეგისტრატორის დამატებითი, პრემიუმ ფუნქციების თითქმის სრული სია ასე გამოიყურება:

  • მიკროფონი (ხმის ჩასაწერად)
  • Led დისფლეი (ახალი, თანამედროვე გამოცდილება)
  • მოძრაობის დეტექტორი (ძალიან საჭირო ფუნქციონალი)
  • ანტი ვიბრაციული ფუნქცია ცუდ გზებზე მოძრაობს დროს
  • სითეთრის ავტომატური ბალანსი (უკეთესი კადრის მისაღებად)
  • წრიული ჩაწერა (მაქსიმალურად ფართო დიაპაზონისთვის)
  • G-სენსორი (მოძრაობის დეტექტორის მსგავსი თანამედროვე ფუნქცია)
  • ღამის ხედვა

ვიდეორეგისტრატორი განვადებით როგორ შევიძინოთ? 

განვადება ამ პროდუქტზე ძალიან პოპულარული გადახდის საშუალებაა.

მანქანის რეგისტრატორი განვადებით ისურვეზე 3 სხვადასხვა ბანკის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, დამატებითი დოკუმენტაცია როგორც წესი საჭირო არ არის.

უბრალოდ ავსებთ განაცხადს და იღებთ პასუხს რამდენიმე წუთში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჩვენი ოპერატორების გუნდი მზადაა დაგეხმაროთ, ხოლო შეძენილ ავტორეგისტრატორს კურიერი უფასოდ მოგართმევთ.

მანქანის ვიდეო რეგისტრატორი უკანა ხედვის კამერით დიდ კომფორტს შესძენს თქვენს ავტომობილს

ვიდეო რეგისტრატორი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის

ურბანიზაციის ასეთმა ტემპმა საკმაოდ გაართულა მანქანით გადაადგილება და მანქანის გაჩერებაც კი.

ქალაქში გადატვირთულ გზებზე მოძრაობა იმდენად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული, რომ ზოგიერთი ხშირად მანქანის დატოვებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით მგზავრობას არჩევს.

ამ პრობლემას კი, მთლიანად არა, მაგრამ, ნაწილობრივ მანქანის რეგისტრატორი შველის.

ვიდეო რეგისტრატორი მძღოლს საქმეს ძალიან უმარტივებს და საშუალებას აძლევს მანქანის კუთხეების მდებარეობა სრული სიზუსთით აღიქვას და სულ მცირე უსიამოვნებაც კი აიცილოს თავიდან.

წინდახედული და ფრთხილი მძღოლები საუკეთესო გამოსახულებისა და ყველა თანამედროვე ფუნქციის მქონე რეგისტრატორზე არასოდეს ამბობენ უარს.

ვიდეო რეგისტრატორი უკანა ხედვის კამერით ყველა ავტომობილისთვის

ნებისმიერი მანქანის მართვისას არის უკანა ხედვის კამერის საჭიროება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნებისმიერი უსიამოვნო შემთხვევის ალბათობა.

ვიდეორეგისტრატორი რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად ძალიან საჭიროა, ასეთ გზებზე მძღოლს მეტი ყურადღება და სიფრთხილე მართებს და რეგისტრატორის საჭირო ფუნქციები მას აუცილებლად გაუწევს დიდ დახმარებას.

წლების წინ ყველაზე დიდი დისკომფორტი, რომელიც ახლა რეგისტრატორის დახმარებით უკვე მივიწყებულია, მანქანის ღამის საათებში მართვა იყო.

მანქანის ვიდეო რეგისტრატორები დღის და ღამის ჩვენებით ყველაზე უსაფრთხოა და ნებისმიერ დროს გიცავთ შემთხვევებისგანა და უსიამოვნო სიურპრიზებისგან, რომელთაც მგზავრობისა თუ მანქანის დაპარკინგების დროს შეიძლება გადააწყდეთ.

დიახ, პარკინგი ქალაქში მძღოლების უდიდესი თავის ტკივილია, რომელიც უფრო და უფრო სერიოზული პრობლემა ხდება, რადგან მანქანის გაჩერება მთავარ გზებსა და დიდ დაწესებულებებთან ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია.

ხოლო იმ მცირე ადგილის გამოყენება კი, რომელიც ერთ მანქანას დაიტევს, გამოუცდელი მძღოლებისთვის უზარმაზარი გამოწვევაა.

მანქანის რეგისტრატორი მძღოლების საუკეთესო დამხმარეა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში დაგეხმარებათ და ექსტრემალურ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს გაპოვნინებთ.