ბლინის საცხობი ელექტრო ტაფა

საუკეთესო ხარისხის ბლინის საცხობი ელექტრო ტაფა - დიდი არჩევანი და ონლაინ განვადება, სუპერ ფასთან ერთად. უფასო მიტანა მთელ საქართველოში.

გემრიელი და ნოყიერი საუზმე - მთელი დღის მანძილე კარგი ხასიათისა და ენერგიის გარანტიაა. ბლინები კი ბავშვებისა და უფროსებისთვისაც ზუსტად ასეთ გემრიელ კერძებს განეკუთვნება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ მათში უამრავი სხვადასხვა სახის შიგთავსი შეიძლება მოთავსდეს. ხაჭო, ხორცი, ხიზილალა, კენკროვანი ხილი, ან უბრალოდ სიროფები და ჯემებიც კი მშვენივრად მიესადაგება მას. თუმცა არსებობს ალტერნატიული მხარეც - ბლინების ცხობა ნამდვილად საკმაო ჯაფას მოითხოვს, ზუსტად ამიტომაც შეიქმნა ბლინის ტაფა - ბლინის საცხობი რომელიც ბევრად ამარტივებს ზემოხსენებულ პროცესს.

ბლინის ტაფის რა ტიპები არსებობენ?

დღეს მაღაზიებში საყოფაცხოვრებო ტექნიკის საკმაოდ დიდი არჩევანია წარმოდგენილი, რომლებშიც ბლინის ელექტრო ტაფის რამდენიმე ვარიანტი შეგვიძლია ვნახოთ:

  • კლასიკური ბლინების ელექტრო ტაფა - მეტალის საფუძველზე არსებულ კორპუსში არის ერთი ან რამდენიმე ჩაღრმავება. მიწვის საწინააღმდეგო დაფარვის გამო შესაძლებელია მალე და მარტივად ერთი ან რამდენიმე ბლინის მომზადება.
  • სირღმული ბლინის საცხობი - ბლინის აპარატი - გარეგნულად სტანდარტულ ტაფას წააგავს, გრძელი სახელურით. გამაცხელებლი ელემენტი ამ ტიპის ნაკეთობებს მრგვალ საფუძველში გააჩნიათ. ზედაპირზე გამოზნექილი რკინის ფენა არის წარმოდგენილი. თუმცა ასეთი ტიპის ბლინჩიკების ტაფის მუშაობის პრინციპი არასტანდარტულია. აცხელებენ მას, ჩაყოფენ შემდეგ ბლინის ცომით სავსე ავზში რამდენიმე წამით და შემდეგ გადაატრიალებენ და ბლინიც იწვება. მეორე მხრის მოსამზადებლად გადატრიალება აუცილებელია. ეს ვარიანტი ძალიან კარგია რადგან თხელი და აკურატული ბლინები გამოდის, თუმცა საკმაო დრო სჭირდება.

ელექტრო ტაფა გაყიდვაში დამატებითაა წარმოდგენილია, ასევე ბლინების საცხობი ელექტრო ტაფა სახურავით

ასეთების შემთხვევაში დამატებით გადატრიალების საჭიროება არ დგას და ორივე მხრიდან თანაბრად იწვება. ამ ტიპის ბლინების ელექტრო ტაფაში ვაფლის მომზადებაც კია შესაძლებელი. ზოგ მოდელში ასევე შეხვდებით არასტანდარტულ ფორმებსაც ვარკვლავის, გულის, რომბებისა და სხვა ვარიაციებით. ასევე შეგვიძლია სემოგთავაზოთ ბლინის ტაფა Franko, რომელიც გამოირჩევა თავისი ხარისხითა და გამძლეობით.

პროფესიონალური მოდელები შესაწვავი პოზიციების სიმრავლითა და სიმძლავრით გამოირჩევა, რაც მათ უფრო მეტ წარმადობის საშუალებას აძლევს, რა თქმა უნდა შესაბამისად მეტ ფასად.

ბლინის საცხობის შერჩევა შემდეგი კრიტერიუმებით სეიძლება:

ბაზარზე არსებული ასორტიმენტში დიდი არჩევანი მომხმარებლისთვის სასურველი ბლინის საცხობის შერჩევის საქმეს ბევრად აადვილებს.

  • 2-3 პერსონიანი ოჯახისთვის მშვენიერი ალტრენატივაა ბლინის აპარატი რომელიც ერთ ჯერზე რამდენიმე ბლინს წვავს. უფრო დიდი ოჯახისთვის კი მინიმუმ 4 პოზიციიანი დანადგარია სასურველი.
  • ბლინების ელექტრო ტაფის ზომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პრობლემა არ გახდეს თქვენს სამზარეულოში მოთავსებით კუთხით.
  • გამაცხელებლის სიმძლავრე რეკომენდებულია რომ 1-1.3 კილოვატის ფარგლებში მერყეობდეს.
  • დამატებით პლუსად ჩაითვლება რამდენიმე განსხვავებული ზომის მქონე სამუშაო ზედაპირის არსებობა, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს ანაცვლებდეს
  • ტაიმერი უნდა უთითებდეს როდის არის ბლინის აპარატი მზად ცომის მისაღებად, და ასევე როდის დასრულდა მისი მომზადება.
  • სასურველია ბლინის საცხობი ტაფა კომპლექტში მოიცავდეს ჩამჩისმაგვარ კოვზებს ცომის მოსასხმელად (მითითებული საზომებით), და ასევე T-ს ფორმის ნიჩბის მსგავსი კოვზი ბლინის ზედაპირის გასასწორებლად. დამატებით ასევე სასურველია თუ იქნება პლასტმასის ან ხის კოვზის მაგვარი ნიჩბები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ მარტივად გადაატრიალოთ ერთ მხარეს მომზადებული ბლინები.