წყლის პერიფერიული ტუმბო Total TWP17506
წყლის პერიფერიული ტუმბო Total TWP17506
Regular price 275 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წყლის პერიფერიული ტუმბო Total TWP13706
წყლის პერიფერიული ტუმბო Total TWP13706
Regular price 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წყლის ტუმბო Total TWPM501
წყლის ტუმბო Total TWPM501
Regular price 179.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წყლის ტუმბო ბენზინზე DINGQI 104102
წყლის ტუმბო ბენზინზე DINGQI 104102
Regular price 599 ლარი / თვეში 33 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წყლის პომპა ბენზინზე DINGQI 104101
წყლის პომპა ბენზინზე DINGQI 104101
Regular price 569 ლარი / თვეში 31 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

წყლის პომპა

ყველა ბრენდის წყლის პომპა და ავტომატური ტუმბოები საუკეთესო ფასად. მაღალი წნევის წყლის მოტორი ისურვეზე ყველაზე იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ, მიიღოთ ოფიციალური გარანტია და ისარგებლოთ ონლაინ განვადების და ადგილზე უფასოდ მიტანის სერვისებით.

წყლის პომპა და მისი საჭიროება ჩვენს ყოველდღიურობაში

თუკი აგარაკზე გასაბერი ან კარკასული ტიპის აუზი  გაქვთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამის პარალელურად,  აუცილებლად უნდა იფიქროთ მასში მუდმივად სუფთა წყლის არსებობაზე. მითუმეტეს, თუკი ამ უკანასკნელს საცურაოდ იყენებთ.

წყლის პომპა

მუდმივად სუფთა წყლის შესანარჩუნებლად, ძალიან კარგი  და გავრცელებული საშუალებაა წყლის ფილტრი იგივე პომპა, რომელიც სხვადასხვა ტიპისაა.

როგორც წესი, დაბინძურებული წყალი  გადადის ფილტრში, რომელიც სრულად წმენდს  დაბინძურებულ ნაწილაკებს და ასუფთავებს წყალს. პომპას  მუშაობის სტრუქტურა თავისთავად გასაგებია, მაგრამ დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ელემენტები შეიძლება განსხვავებული იყოს.

წყლის პომპა იაფად ისურვეზე

ხელსაწყოებისა და პროფესიონალური ტექნიკის მწარმოებლები წარმოგვიდგენენ წყლის პომპებს ყველაზე კარგი ხარისხით.

წყლის პომპა აუზის მუდმივი სისუფთავისათვის მნიშვნელოვანია, თუმცა მისი ღირებულების ერთიანი გადახდა თუ არ გსურთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ განვადებით, რომელზეც ყველაზე მოქნილ პირობებს გთავაზობთ.

პროცედურა ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე წუთს საჭიროებს.

წყლის პომპა ფასი იქნება ეს თუ ხარისხი, შეგიძლიათ სურვილისამებრ შეარჩიოთ, რადგან, მისი საჭიროებიდანა და მოთხოვნიდან გამომდინარე, საიტზე გამოყოფილია სპეციალური კატეგორია, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად გამოგადგებათ.

ისურვე გთავაზობთ პროდუქციის დიდ არჩევანს სხვადასხვა ფასად და ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მომხმარებლის ინტერესებს ითვალისწინებს.

პომპა სხვადასხვა მოცულობის აუზისათვის

აუზების მრავალფეროვანი ზომებისა და მოცულობასთან ერთად, პომპაც სხვადასხვა სიმძლავრისა და წარმადობის არსებობს.

პომპა ისურვეზე დიდი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები მოდელი და მიიღოთ ხარისხის გარანტია.

მუშაობის პრინციპი

როგორც აღვნიშნეთ, პომპას ძირითადი დანიშნულებაა წყლის გაწმენდა. ფილტრის ელემენტების გავლით, ყველა მინარევი რჩება ავზის შიგნით, საიდანაც უკვე სუფთა წყალი ბრუნდება აუზში. რაც უფრო ბინძური ხდება ფილტრი, მით მეტი ძალისხმევა სჭირდება წყლის გამოდევნას.

წნევის დასადგენად, მოწყობილობა აღჭურვილია მანომეტრით. იმ მომენტში, როდესაც მოწყობილობა  აჩვენებს ყველაზე მაღალ წნევას, საჭირო ხდება შემავსებლის გაწმენდა ან კარტრიჯის შეცვლა.

იმისათვის, რათა უკეთ გავერკვეთ ტექნიკურ მახასიათებლებში, წარმოგიდგენთ რამდენიმე მოდელის განხილვას:

Bestway 58486

Bestway ქვიშის ტიპის ფილტრი  განკუთვნილია გასაბერი და კარკასული აუზებისთვის, რომელთა მოცულობაა 1 100-დან 60 000 ლიტრამდე.  58486 მოდელის  პომპა  არის ყველაზე ძლიერი მოდელი Bestway ხაზში.

წყლის პომპა

ინსტალაცია - აქვს მოცულობითი ავზი, რომლის მეშვეობითაც ხდება  წყლის ამოტუმბვა. მოწყობილობა აღჭურვილია სპეციალური ონკანით, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ მარტივად ამოიღოთ მასში არსებული ქვიშა.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • პროდუქტიულობა, კუბური მ/სთ - 9.8;
  • წონა კგ - 36;
  • წნევა, ბარი - 1.59

დადებითი:

  • მაღალი ხარისხის წყლის გამწმენდი;
  • ასუფთავებს დიდ აუზს (60,000 ლ);
  • მაღალი შესრულება და გამოყენების სიმარტივე.

მინუსები:

  • ავზში იტვირთება დიდი რაოდენობით ქვიშა (36 კგ).

Aquaviva S450 (D450)

Aquaviva პომპა  შექმნილია  საცურაო აუზებში წყლის მექანიკურად წმენდის მიზნით. კორპუსი - მაღალი სიმტკიცის პლასტმასი. მოდელი აღჭურვილია 6 პოზიციური ონკანით, ასევე ზედა ლუქზე დამონტაჟებული სარქველითა და მანომეტრით.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • წნევა, ბარი - 2.5;
  • წონა, კგ - 45;
  • პროდუქტიულობა, კუბური მეტრი/სთ - 8.1.

დადებითი:

  • მაღალი ხარისხის წყლის გამწმენდი;
  • ასუფთავებს საშუალო ზომის აუზს (32 400 ლ);
  • ფილტრის ელემენტების  ჩანაცვლება მარტივია.

მიუსები:

  • წყლის მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურაა 43 გრადუსი.

Hayward

ამ ტიპის პომპა ყველაზე ეფექტური გამოსავალია საცურაო აუზებში წყლის გასუფთავებისთვის. ფილტრის შიგნით მოთავსებულია ნეილონის  ბადე, რომელიც შედგება ძირითადი ელემენტით - დიატომიტით.

წყლის პომპა

ტექნიკური მახასიათებლები:

  • წონა, კგ - 4;
  • პროდუქტიულობა, კუბური მ/სთ - 33;
  • წნევა, ბარი - 3.5.

დადებითი:

  • წყლის გამწმენდის ხარისხი და სისუსტე (2-5 მიკრონამდე);
  • კარგი ფილტრაცია და წმენდა;
  • მინიმალური ტექნიკური მომსახურება.

მინუსები:

  • დიატომიტი არ შედის კომპლექტში (უნდა შეიძინოთ დამატებით).

 

Hayward Star Clear C500

ახალი ფილტრაციის მოწყობილობა ბაზარზე. ძირითადად გამოიყენება სახლის საცურაო აუზებისთვის. CX0500 RE სერიის კარტრიჯი დამზადებულია სპეციალური ბოჭკოსგან, რომელიც უზრუნველყოფს წყლის გაწმენდას 20-25 მიკრონამდე. კარტრიჯი  ჩასმულია 74.5x26.7 სმ ცილინდრში.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიმძლავრე, კვტ - 3.4;
  • პროდუქტიულობა, კვ.მ/სთ - 11.3;
  • შემავსებელი - კარტრიჯი.

დადებითი:

  • ასუფთავებს დიდ აუზებს (45,000 ლ);
  • ინსტალაცია შესაძლებელია  როგორც აუზის წყლის ქვემოთ და მაღლა.

 საოჯახო და პროფესიული ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ისურვეზე, ფასდაკლებებით, განვადებით და მთელი საქართველოს მაშტაბით შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისით.