სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


რკალისებრი ტელევიზორი

ყველა ბრენდის რკალისებრი ტელევიზორი ერთ სივრცეში! ყველაზე დიდი არჩევანი, საუკეთესო ფასები, ონლაინ განვადება, ქარხნული გარანტია და უფასო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რკალისებრი ტელევიზორი ჩვენების განსაკუთრებული ხარისხისა და მოხერხებულობის გამო ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია.

ისინი ძალზედ სწარაფად ანაცვლებენ კლასიკურ მოდელებს და ამ ფაქტს რამდენიმე ობიექტური ახნა მოეპოვება.

ბრენდების რიცხვი, რომლებიც ამ ტიპის მოდელებს გვთავაზობენ ყოველწლიურად იზრდება. 

ჩვენი ინტერნეტ მაღაზია ამ ეტაპზე Skytech-ის, Samsung-ის და TCL-ის რკალისებური ტელევიზორებს გთავაზობთ და მათზე საუკეთესო ფასს ინარჩუნებს, განვადების სუპერ ხელმისაწვდომ პირობებთან ერთად.

რკალისებრი ტელევიზორი

რკალისებრი ტელევიზორი - ყველა მწარმოებელი და არჩევანი მათ შორის

რკალისებრი ტელევიზორების მწარმოებლებს შორის როგორც აღვნიშნეთ, უკვე საკმაოდ ბევრი ბრენდია მსოფლიოს მასშტაბით.

თუმცა ხარისხის, ფასის და საქართველოში მათი წარმომადგენლობების გათვალისწინებით, ისურვე 3 მათგანს გთავაზობთ:

  • Skytech - თურქული რკალისებრი ტელევიზორები, 40 და 43 ინჩიანი მოდელებით, გამორჩეულად იაფ ფასად.
  • Samsung - ალბათ კომენტარის გარეშე, განსაკუთრებით ხარისხის და ჩვენებით მიღებული სიამოვნების კუთხით :)
  • TCL - თანამედროვე მოდელები, ახალი ბრენდი ძალიან მიმზიდველი ფასებით.

როგორ გავაკეთოთ არჩევანი?

პირველი რიგში, უნდა გადახედოთ თქვენს ბიუჯეტს.

ფასების მიხედვით (ქვევიდან ზევით) ეს ბრენდები შემდეგნაირად ნაწილდება: სკაიტექი, ტისიელი და სამსუნგი.

ამის შემდეგ, გადავიდეთ ზომებზე. რა ზომის ტელევიზორის საკმარისი ადგილი გაქვთ ოთახში? (ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ძალიან საინტერესო პოსტს ჩვენს ბლოგზე).

ამ კუთხით, ბრენდების მიხედვით ზუსტად იგივე განაწილებაა. შედარებით მცირე დიაგონალის მოდელები (40 და 43 ინჩი) სკაიტექის ასორტიმენტშია, მაშინ როცა ყველაზე დიდ ვარიანტებს სამსუნგი გვთავაზობს.

მნიშვნელოვანია ფუნქციებიც:

სტანდარტულად, რკალისებური ტელევიზორები ან Smart TV ან 4K ფუნქციონალითაა აღჭურვილი.

აქვე გეტყვით, რომ ანდროიდ ტვ მოდელები ჯერჯერობით ასორტიმენტში არ გვაქვს, თუმცა სულ მალე სონისგან სიახლეები გველოდება.

თუ მხოლოდ სმარტ ტელევიზორითაც გაკმაყოფილებთ, მაშინ სკაიტეკი ან ტისიელი შეგიძლიათ იყიდოთ, ხოლო თუ გეიმინგი ან უბრალოდ უკეთესი გამოსახულებაა თქვენი ინტერესის სფერო - Samsung ან TCL-ის დიდი, 55 ინჩიანი მოდელი.

როგორც წესი სადგამისა და საკიდის ჩანაცვლება პრობლემა არ არის, თუმცა ვიზუალური კუთხით მაინც მნიშვნელოვანია იყოთ ჩამოყალიბებული, თქვენი ინტერესის სფეროს კედლის ტელევიზორები წარმოადგენს თუ დასაკიდი?

განვადების პირობები სტანდარტულია და ბაზარზე გამორჩეული. რაც შეეხება გარანტიას, Skytech-ის სერვისი 3 წლიანი გახლავთ, დანარჩენი ბრენდები კი სრულ, თუმცა 1 წლიან საგარანტიო მომსახურებას გვთავაზობენ.