რკალისებური ტელევიზორის უპირატესობა
დღესდღეისობით რკალისებური ტელევიზორების პოპულარობა მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი ტემპებით იზრდება, და მითუმეტეს სმარტ და 4k მახასიათებლებითაც არის შემკობილი.
ასეთი ტელევიზორების იაფად ყიდვა ფაქტიურად შეუძლებელია, თუმცა განვადებით შეძენის შემთხვევაში თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. თუმცა ღირს კი ისინი გადახდილი ფასი? მოდით სათითაოდ შევხედოთ მათ დადებით მხარეებს
იქამდე, თუ თქვენთვის ცალკე საინტერესოა ინფორმაცია სმარტ ტელევიზორების შესახებ, ის შეგიძლიათ ჩვენს ბლოგპოსტზე იხილოთ.
- რკალისებრი ტელევიზორი აუმჯობესებს ხედვის კუთხეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ასეთი მოწყობილობის ყიდვის სასარგებლოდ არის მათი დადებითი გავლენა ხედვის კუთხეზე. ეკრანის მოხრილობიდან გამომდინარე მაყურებელს შეგრძნება უჩნდება რომ თითქოს სატელევიზიო სამყარო მათ გარშემოა შემორტყმული. გამოსახულების პერიფერულ მხედველობაში ცოტათი უფრო მეტი შემოჭრა ამ ეფექტს აძლიერებს და თითქოს უფრო სიღრმეში ითრევს ტელეეკრანის შემხედვარე ადამიანს.
- გაძლიერებული სიღრმის შეგრძნება
მაყურებლების ერთ-ერთი პირველი რეაქცია რკალისებური ტელევიზორის ყურებისას არის შეგრძნება თითქოს 3D გამოსახულებას უყურებ, მიუხედავად იმისა რომ რეალური ჩვენება შეიძლება მხოლოდ 2d იყოს. ამის მიზეზია ეკრანის მოხრილობა, რომელიც ადამიანის ვიზუალურ აღქმაში აძლიერებს სიღრმის ეფექტს. ტელევიზორების ცნობილი ბრენდები, მათ შორის Nikai, Toshiba, TCL, Samsung, სონი, LG, ფილიპსი და Hisense ხშირად ამახვილებენ ამ აღქმადობაზე ყურადღებას, და აძლიერებენ ამ ეფექტს სხდადასხვა დეტალების კონტრასტის გაძიერებით, სიღრმის ვიზუალის გასაძლიერებლად.
- თქვენ იღებთ ფართო ხედვის არეალს
ვიზუალური გამოსახულების თქვენი მიმართულებით მოხრა გიღვივებთ განწყობას რომ ხედავთ უფრო ფართო სივრცეს, ვიდრე ბრტყელი ეკრანის შემთხვევაში. გაავლეთ ხაზები თქვენი თვალების პოზიციიდან რკალისებრი ტელევიზორის კიდეებამდე, შემდეგ კი გააგრძელეთ ეს ხაზი კედლამდე - ხედვის არეალი უფრო დიდი გამოვა ვიდრე სტანდარტული ტელევიზორის შემთხვევაში.
- ბრტყელ ეკრანთან შედარებით უკეთესი კონტრასტი
ეს ყველაზე საინტერესო არგუმენტია, და ემყარება იმ მოსაზრებას რომ რკალისებრი გამოსახულებიდან მომავალი განათება უფრო ფოკუსირებულია მაყურებლის თვალში. მარტივ ანალოგიად სატელიტური ანტენა (ე.წ. თეფში) შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მათი რკალისებრი მოხრა ხომ ერთ წერტილში აფოკუსირებს სიგნალს.
ეს არგუმენტი ერთ-ერთი რთულად შესაფასებელია მათემატიკურად, თუმცა ფაქტია რომ ტელევიზორების მაღაზიაში თუნდაც ანალოგიური სპეციფიკაციების მქონე ორი ტელევიზორიდან რკალისებრის კონტრაქტი ბევრად უფრო კარგად აღიქმება.
ინფორმაციისთვის მადლობა ჩვენს ძვირფას Trusted Reviews.
აქვე შეგახსენებთ, რომ თუ ტელევიზორები განვადებით გსურთ შეიძინოთ, მაშინ ისურვეს ონლაინ მაღაზია საუკეთესო არჩევანია.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...