სმარტ ტელევიზორები როგორც თარგეთირებული რეკლამის ახალი საშუალება?

Vizio, აშშ-ს მეორე ყველაზე დიდი ტელევიზორების მწარმოებელი ახალ ინდუსტრიას ავითარებს, რომელიც სმარტ მოდელებს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს თარგეთირებული (მათზე მორგებული) რეკლამა შესთავაზოს, ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

კომპანიამ უკვე დაიწყო პარტნიორობა 9 წამყვან სარეკლამო კომპანიასთან პროექტის გარშემო, სახელწოდებით ოარი, რომელიც ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გადადგამს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზიო ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში ჯერჯერობით არ იყიდება, ის ერთ-ერთი ლიდერია ზოგადად ამ მიმართულებით და მომხმარებელს სხვადასხვა, უახლესი ტიპის მოდელებს სთავაზობს.

სმარტ ტელევიზორები როგორც თარგეთირებული რეკლამის ახალი საშუალება?

არსებული მდგომარეობით, ტელევიზორებში ე.წ <ქუქიების> არარსებობა რეკლამის განმთავსებლებს არ აძლებს საშუალებას მათ მფლობელებს კონკრეტულად მათზე მორგებული განცხადებები შესთავაზოს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური სტანდარტის შექმნა, რომელსაც ყველა მწარმოებელი უფასო ლიცენზიის მეშვეობით გამოიყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ Smart ტელევიზორები ერთი შეხედვით ძალიან მომგებიან ინდუსტრიად ჩანს, სინამდვილეში მარჟები საკმაოდ მცირეა და აღნიშნული ინოვაცია როგორც მსხვილი, ისე პატარა გამყიდველებისთვის ნამდვილ ბუმად შეიძლება იქცეს.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა ვიზიო საკუთარი მომხმარებლების კონტროლს გეგმავს. უკანასკნელად, როცა მან ეს სცადა, ფედერალური სავაჭრო კომისიისგან 2.2 მილიონიანი ჯარიმით <დასაჩუქრდა>, 11 მილიონზე მეტ ტელევიზორზე კონტროლის უნებართვოდ ჩართვის გამო. ამიტომ, ამჯერად აღნიშნული შეთავაზება საჯარო იქნება და ტელევიზორის მფლობელს მასზე დათანხმება სპეციალური ღილაკის მეშვეობით შეეძლება.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა ტიპის რეკლამები შეიძლება შემოგვთავაზოს ახალმა პროექტმა. იგივე როიტერის მიხედვით, ვიზიო გეგმავს, რომ ფართო მასშტაბის თანამშრომლობა დეველოპერებთანაც დაიწყოს, სპეციალური ფორმატების შესაქმნელად.

აღსანიშნავია, რომ სამსუნგმა დაახლოებით მსგავსი მცდელობა რამდენიმე წლის წინ განახორციელა, განათავსა რა რეკლამები TV-ს ინტერფეისში, რამაც მომხმარებელთა საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია.

პოპულარული მოდელები

Smart Android ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32SH1400
Smart Android ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32SH1400
369.00 ლარი / თვეში 20 ლარი 500.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android ტელევიზორი Franko 43 inch (109 სმ) FTV-43WHF1300
Smart Android ტელევიზორი Franko 43 inch (109 სმ) FTV-43WHF1300
619.00 ლარი / თვეში 34 ლარი 800.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart ტელევიზორი BLAUPUNKT 32QBG6000 32 inch (81 სმ)
Smart ტელევიზორი BLAUPUNKT 32QBG6000 32 inch (81 სმ)
419.00 ლარი / თვეში 23 ლარი 649.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart 4K Android ტელევიზორი Franko 65 inch (165 სმ) FTV-65WHU1400
Smart 4K Android ტელევიზორი Franko 65 inch (165 სმ) FTV-65WHU1400
1,539.00 ლარი / თვეში 83 ლარი 1,800.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი