საუკეთესო გაზქურების რეიტინგი

უკვე მრავალი წელია, რაც გაზქურები სამზარეულო ინტერიერის განუყოფელი ნაწილი გახდა და განვითარების ამ შორეულ გზაზე, მწარმოებლებმა შესძლეს დაეხვეწათ არა მხოლოდ დიზაინი, არამედ  მათი შესაძლებლობები და მახასიათებლები.

თუკი ისურვეს საიტზე გაზქურების კატალოგს თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ რამდენად მრავალფეროვანია ტექნიკის ბაზარი ამ მხრივ. ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ განსხვავებული ფასების პროდუქციას, არამედ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გაზქურებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამდენად, თუკი გაზქურის ყიდვა გსურთ, აუცილებლად ესტუმრეთ  isurve.ge საიტს, სადაც ძალიან ხელმისაწვდომ ფასად სხვადასხვა საოჯახო ტექნიკასაც ნახავთ.

საუკეთესო გაზქურების რეიტინგი

გაზქურის ყიდვისას, მომხმარებლები ძირითადად ხელმძღვანელობენ ქურების რაოდენობით,  გამოსაცხობი ღუმელის არსებობითა და ტიპით, ზომებით, წარმოების მასალითა და რიგი დამატებითი ფუნქციებით.

როგორც წესი, საყოფაცხოვრებო ტიპის გაზქურებს 4 ქურა აქვთ, მაგრამ არსებობს მოდელები,  რომლებსაც შესაძლოა მეტი ან ნაკლები რაოდენობაც კი ჰქონდეს. ორქურიანი გაზქურები  უფრო ხშირად აგარაკებისთვის და პატარა სამზარეულოს მქონე ბინებისთვის გამოიყენება, ხოლოდ 5 ან მეტი სანთურის მქონე მოდელები - მრავალშვილიან ოჯახებისთვის.

Gorenje GI 6322 XA - გაზქურებს შორის  ყველაზე მოწინავე ტექნიკა

კონვექცია  ერთადერთია,  რასაც ამ მოწყობილობებში ვერ ნახავთ, მაგრამ ყველა დანარჩენი ფუნქცია, რომელიც კი შესაძლოა გაზქურებს ჰქონდეს ადგილზეა.

4 ქურიანი გაზქურის მოცულობა 64 ლიტრია, რომელსაც დამატებით გრილის ფუნქციაც აქვს. ღუმელში მოთავსებულია 2 მინანქარის  და 1 სითბოს მდგრადი მინის საცხობი დაფა.

Gorenje გაზქურების  შესაძლებლობები ამით არ მთავრდება, რადგან მწარმოებელმა თავისი ღუმელი იმ დამატებითი შესაძლებლობებითაც აღჭურვა, რომელიც მოიცავს AquaClean - ორთქლის საწმენდ სისტემასა და კარის დამცავ თერმულ ფენას.

საუკეთესო გაზქურების რეიტინგი

უპირატესობები:

  • ელექტრო პროგრამების არსებობა;
  • ელექტრო სანათები და გაზის კონტროლის შესაძლებლობა;
  • თერმოსტატი, მათ შორის გრილის სანთურებზე;
  • ღუმელის ორთქლით წმენდის ფუნქცია;
  • კარის გლუვი დახურვა;
  • მაქსიმალურად სრული კომპლექტი.

Bosch Serie 4 HXA090I50R - ძალიან ძლიერი გაზქურა

კომბინირებული Bosch გაზქურა  წარმოდგენილია 4 ქურის კომბინაციით,  რომლებიც გამოიმუშავებენ მაღალ სითბოს. აქვს ორი ქურა, რომლებიც აწარმოებენ 1,75 კვტ სიმძლავრეს და არსებობს ასევე შედარებით მცირე კილოვატიანი ქურებიც. ყველაზე დიდი, რომლებიც განკუთვნილია ტაფებისა და ქვაბებისთვის 3,5 კვტ-ი სიმძლავრისაა.

საუკეთესო გაზქურების რეიტინგი

66 ლიტრი მოცულობის მქონე გაზქურა,  რომელსაც ელექტრო ღუმელი  აქვს დაფარულია ადვილად გასუფთავებული მინანქრით. პროგრამას აქვს მუშაობის 8 რეჟიმი, მათ შორის გრილისა და კონვექციის.

„3D ცხელი ჰაერის“ ტექნოლოგიის დამსახურებით, ღუმელში  შეგიძლიათ ერთდროულად,   3 კერძი მოამზადოთ, რომლებიც ზუსტად, თანაბრად გამოცხვება. კამერა ათბობს +275 ° C-მდე, ხოლო ამის ფონზე  ხარჯავს 3.3 კვტ ელექტრო ენერგიას.

უპირატესობები:

  • დიდი ქურები სპეციალურად ტაფებისა და ქვაბებისათვის;
  • ღუმელის კარი  იხურება ძალიან რბილად;
  • კონვექცია;
  • ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადების შესაძლებლობა;
  • გაზის კონტროლი და საცხობის ავტომატური ანთება;
  • გაზის ცილინდრთან დაკავშირების შესაძლებლობა.

გაზქურა Bosch 4 Series არის ძლიერი და პრაქტიკული მოდელ განსაკუთრებით მოსახერხებელია ის, რომ დიდი  და მცირე ზომის ქურები  გვერდიგვერდაა განთავსებული.

 

პოპულარული მოდელები

გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
Regular price 1,299.00 ლარი 1,119 ლარი / თვეში 60 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
გაზქურა Oz OM 6040 IX
გაზქურა Oz OM 6040 IX
Regular price 799.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OG 5040 W
გაზქურა Oz OG 5040 W
Regular price 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OE-5040 IX
გაზქურა Oz OE-5040 IX
Regular price 599.00 ლარი 559 ლარი / თვეში 30 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი