სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


გაზქურა Bosch

გერმანული Bosch-ის გაზქურები, ყველა მოდელი ყველაზე იაფად და ოფიციალური გარანტიით. ონლაინ საბანკო განვადება უფასო საკურიერო სერვისთან ერთად, მთელ საქართველოში.

გაზქურა Bosch ეს ხარისხის ნამდვილი გარანტია!

ჯერ კომპანიის შესახებ რომ მოგიყვეთ, წარმოიდგინეთ ეს არის გიგანტი კონგლომერატი, რომელშიც 400,000 (კი ოთხასი ათასი) ადამიანი მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ კომპანიის 92% ეკუთვნის საქველმოქმედო ორგანიზაციას.

ბოშის გაზქურების მაღალი ხარისხი შეიძლება მარტივად იმით აიხსნას რომ კომპანია გერმანულია, და ყველგან იცავენ გერმანულ სიზუსტეს. არასდროს, არასდროს არავითარი გადახრის უფლებას არ აძლევენ საკუთარ თავს და სულ უმცირეს დეფექტზეც კი ხარისხის კონტროლო აჩერებს წარმოებას.

ცოტა უფრო ხატოვნად გაზქურა Bosch-ის ხარისხი მაჩვენებელი შეგვიძლია მათი მფლობელებით ავხსნათ.

კი ორგანიზაცია ვალდებულია 400,000 თანამშრომელს ხელფასი უხადოს (თან გერმანული მოცულობით, და გერმანული სიზუსტით), მაგრამ კომპანიის მფლობელი მაინც საქველმოქმედო ორგანიზაციაა, და ეს კი ნიშნავს რომ როდესაც კომერციული ინტერესი მომხმარებელთა კეთილდღეობის (და არა მარტო მომხმარებელთა, გარემოს დაცვის ან სხვა პირების) საწინააღმდეგოდ დგება, ორგანიზაციის მესვეურები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ბოშის გაზქურა, ისევე როგორც ამ გერმანული ბრენდის ნებისმიერი პროდუქტი ხარისხის მაჩვენებელია

სხვათა შორის ზემოთ მოყვანილი პუნქტის ერთ-ერთ დამადასტურებლად შეგვიძლია ის გამოგვადგეს რომ ბოში ერთადერთ კომპანიაა რომელიც არასდროს, არასდროს გახვეულა სკანდალში და არ გაუწვევია უკან პროდუქტები.

როგორი ხარისხის მაჩვენებელი არა?

მესამე და ყველაზე უფრო ახლოს რეალობასთან არის კომპანიის მენეჯერების განსაზღვრული სტრატეგია - ყველა სეგმენტში რაშიც მოღვაწეობენ (გაზქურა, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი, ავტონაწილები და სხვა მრავალი) იყვნენ ბრენდების ტოპ სამეულში.

თუმცა მოდით ისიც ვთქვათ რომ ზემოხსენებული მიზეზებიდან ერთი მეორეს არ გამორიცხავს, და სავარაუდოდ სამივეს ეფექტით არის გამოწვეული გაზქურა Bosch-ის პრემიუმ ხარისხი.

უშუალოდ ქურებს რაც შეეხება, აქ ყველაფერი კლასიკურად არის. ბოში, ისევე როგორც გაზქურა ბეკო და გაზქურა გორენიე - იგივე ასორტიმენტის პროდუქციას გვთავაზობს, იქნება ეს კლასიკური თუ ჩასაშენებელი გაზქურები.

არ ჩათვალოთ რომ ერთმანეთისგან აკოპირებენ პროდუქტებს, უბრალოდ გაზქურების ბაზრის უახლესი ტექნოლოგია - ინდუქციური ქურის ზედაპირები ყველა მათგანს აქვს დანერგილი.

ბოშის შემოთავაზებულ პროდუქციაში შეხვდებით როგორც ცალკე ღუმელებს და ქურის ზედაპირებს, ასევე ამ ორი პროდუქტის ერთობლიობასაც, რომელიც მარტივად - გაზქურის სახელით არის ჩვენთვის ცნობილი.

გაზზე მომუშავე ქურების გარდა, ორგანიზაცია უფრო ეკოლოგიურ და თანამედროვე ელექტრო გაზქურასაც გვთავაზობს.

სწორედ ელექტრო გაზქურებში არის წარმოდგენილი ტექნოლოგიური პროგრესი - ნაცვლად კლასიკური გამოყვანილი კომფორების ფორმის მქონე ქურისა თქვენ შეგიძლიათ ბოშის გაზქურების კერამიკული ან ინდუქციური ზედაპირის მქონე მოდელები იყიდოთ.

ისურვეზე კი ბოშის გაზქურა ყველაზე იაფად შეგიძლიათ იყიდოთ, ან ნახოთ აქცია გაზქურებზე, გისურვებთ წარმატებას!