გაზქურების მწარმოებელი საუკეთესო ბრენდები

 გაზქურების  შეძენისას, პირველ რიგში, რაც ჩვენს ყურადღებას იქცევს - დიზაინია. დაინტერესების შემდეგ, ვიწყებთ მათი მახასიათებლების, ფუნქციების, შესაძლებლობების განხილვას და სწორედ ამის შემდეგ ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას თუ რამდენად ოპტიმალურია ესა თუ ის მოდელი ჩვენი საჭიროებებისთვის.

თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი მწარმოებლის გაზქურას ვყიდულობთ.  ბრენდი, თავისთავად, გავლენას ახდენს პროდუქტის ღირებულებაზე, რაც ხარისხისა და საიმედოობის გარანტიას ზრდის.

გაზქურების მწარმოებელი საუკეთესო ბრენდები

ქვემოთ წარმოგიდგენთ  გაზქურების მწარმოებელ რამოდენიმე ცნობილ ბრენდს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს:

Bosch - ყველაზე ცნობილი და აღიარებული ბრენდი. ეს არის უზარმაზარი გერმანული კორპორაცია, რომელიც თავის საყოფაცხოვრებო ტექნიკას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის;

Gorenje - ბოშთან შედარებით, ნაკლებად ცნობალი, მაგრამ მაინც „წონიანი“ ბრენდია, რომელიც კმაყოფილ მომხმარებელთა რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის. Gorenje გაზქურები  სლოვენიის  ქარხნებში იწარმოება;

BEKO - თურქული ბრენდია, რომელიც  საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსხვილ მწარმოებელს Arcelik-ს ეკუთვნის. კომპანია ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხუთ უმსხვილეს მწარმოებელთა შორის ერთ-ერთია. პროდუქციის წარმოება ხდება თურქეთში და ნაწილობრივ რუსეთში;

GEFEST -  იაფიანი, მაგრამ  ხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბელარუსში მდებარეობს. ტექნიკის წარმოება ხდება ამავე ქვეყანაში JV  „Brestgazoapparat“-ის ქარხანაში;

გაზქურების მწარმოებელი საუკეთესო ბრენდები

Hansa - რუსული სავაჭრო ნიშანია,  რომლის გაზქურები იწყობა პოლონეთის ქარხნებში, რომლებიც ჰოლდინგ  Amica Group-ის  დაქვემდებარებაშია.

Kaiser -  მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სავაჭრო ნიშანია, რომელიც რეგისტრირებულია გერმანიაში. ბრენდს, ისევე როგორც Hansa-ს  რუსული ფესვები აქვს და გაზქურები მზადდება Amica Group-ის იმავე პოლონურ ქარხნებში. იშვიათ შემთხვევაში, გაზქურების წარმოება  ხდება გერმანიაშიც.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე გაზქურების მრავალფეროვანი არჩევანია, ფასთა შორის განსხვავებაც თვალშისაცემია.გაზქურები იაფადაც შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელთა მახასიათებლები დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • ღუმელი გაზის კონტროლით;
  • 4 ქურა, მათ შორის 1 შესაძლოა ელექტრო იყოს;
  • ღუმელის წმენდის ტრადიციული გზა;
  • ემალირებული სამუშაო ზედაპირი;
  • კარზე ორმაგი მინა;
  • ქვაბებისა და ტაფების შესანახი უჯრა.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია შერჩევისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი კრიტერიუმები: მბრუნავი კონცენტრატორების მექანიკური კონტროლი, კონვექცია, ელექტრო ანთება,  გაზის ქურების კონტროლი, უსაფრთხოების ზომები,  პანელის საკეტი (ბავშვთა დაცვა) და საათი.

Hansa FCGW51001

გაზქურის ზომებია 50x60x85 სმ, ხოლო სიღრმე 60 სმ-ია. იწონის 35 კგ-ს და წარმოდგენილია თეთრ ფერში, რომელსაც ღუმელის კარი შავი აქვს. დიზაინი საკმაოდ სადაა, რომელიც ნებისმიერი სამზარეულოს ინტერიერში მოთავსდება.

გაზქურების მწარმოებელი საუკეთესო ბრენდები

ტექნიკის  მოცულობა  58 ლიტრია, რომელიც იდეაში საკმაოდ დიდია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის სამწუხარო  ფაქტი, რომ ღუმელი არ არის აღჭურვილი არც განათებით და არც ტემპერატურის მაჩვენებლით,  რაც ძალიან ბევრი მომხმარებლის გაღიზიანებას იწვევს.

უპირატესობები:

მინუსები:

  • არ არის გათვალისწინებული თერმომეტრი და ღუმელის უკანა განათება;
  • გარკვეული დროის შემდეგ, გაზქურის მასალები იწყებენ  დაჟანგვას.

პოპულარული მოდელები

გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
Regular price 1,299.00 ლარი 1,119 ლარი / თვეში 60 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
გაზქურა Oz OM 6040 IX
გაზქურა Oz OM 6040 IX
Regular price 799.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OG 5040 W
გაზქურა Oz OG 5040 W
Regular price 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OE-5040 BL
გაზქურა Oz OE-5040 BL
Regular price 529 ლარი / თვეში 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი