საუკეთესო გასაბერი აუზები და რჩევები
გასაბერი აუზები - ასაწყობი და კარკასული ბასეინების შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც ძალიან ეკონომიური და კომპაქტურია. ამასთან, სხვა მოდელებისგან განსხვავებით, მარტივია მათი ინსტალაციაც.
იმისათვის, რათა სწორი არჩევანი გააკეთოთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ რა ტიპები და როგორი ზომებია ბაზარზე წარმოდგენილი. ამასთან, სასურველია გაეცნოთ ცნობილი მწარმოებლების საუკეთესო გასაბერ აუზებს.
ძირითადად, მრავალ მწარმოებელს შორის, რომლებიც სეზონურ გასაბერ აუზებს აწარმოებენ, ბაზარზე 2 კომპანია ლიდერობს - INTEX და BestWay. ამ ბრენდების პროდუქტებს ხარისხის სერთიფიკატიც მოყვება, ხოლო მყიდველები იღებენ 6 თვიდან 1 წლამდე საგარანტიო ბარათს.
როგორ განვსაზღვროთ გასაბერი აუზის ტიპი და ზომა
გასაბერი აუზის არჩევამდე, უნდა განსაზღვროთ იმ ადამიანების რაოდენობა და ასაკი, ვისთვისაც ფიქრობთ მათ შეძენას. მნიშვნელოვანია ასევე გახსოვდეთ, რომ აუზების ფასები პირდაპირაა დამოკიდებული ზომასა და დამატებით აქსესუარებზე, რომლებიც შედის კომპლექტში. ბავშვებისა და ოჯახებისთვის განკუთვნილი გასაბერი აუზები ერთმანეთისგან ტიპისა და მოცულობის მიხედვით განსხვავდება.
ბავშვებისთვის აუცილებელია კონკრეტულად მათთვის განკუთვნილი აუზების შერჩევა, რომელთა ფორმა და სიღრმე სიცოცხლისთვის სრულიად უსაფრთხო უნდა იყოს!!!
ექსპერტებმა ზუსტად გამოიანგარიშეს საჭირო მოცულობა თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის და გთავაზობთ ამ მონაცემებს:
4 წლამდე:
1-2 ბავშვისთვის საცურაოდ დასაშვები სიღრმეა 25-41 სმ (წყლის მოცულობა იქნება 300-500 ლიტრი). ამ ასაკისთვის საუკეთესო ვარიანტია რბილი ფსკერისა და ქოლგის მოდელები, რომლებიც დაიცავებ ბავშვებს მზის სხივებისგან.
4-7 წლის
ამ ასაკობრივი კატეგორიის აუზს უნდა ჰქონდეს 600 ლიტრამდე მოცულობა, ხოლო რბილი გვერდები უნდა იყოს არაუმეტეს 60 სმ. 2-3 ბავშვის საცურაოდ დასაშვებია 600-1200 ლიტრი წყლის ტევადობა იგივე კედლის სიმაღლით.
7-დან 10 წლამდე
აუზების გვერდების სიმაღლე ამ შემთხვევაში 80 სმ-ია. 2-4 ბავშვისთვის 2-4 ათასი ლიტრი წყლის მოცულობა სრულიად საკმარისია.
10-დან 14 წლამდე
ამ ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისია ისეთი აუზები, რომელთა სიღრმე არაუმეტეს 1 მეტრია.
საუკეთესო გასაბერი აუზები ბავშვებისთვის
Play Center Intex Rainbow Ring Play Center 57453
საბავშვო გასაბერი ცენტრი, რომელიც ციფრ 8 ჰგავს, შედგება 2 მრგვალი ფორმის აუზისგან და სხვადასხვა სიმაღლის რბილი კედლებისგან. დამზადებულია რამდენიმე ნათელი ფერის კომბინაციით - ლურჯი, წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი.
მოდელის მახასიათებლები:
- ცენტრის სიგრძე - 297 სმ;
- სიგანე - 193 სმ;
- პაკეტის წონა - 7.4 კგ;
- 2 აუზის მოცულობაა 200 ლ და 227 ლ;
- გასაბერი ცენტრის საერთო სიმაღლეა 135 სმ
დადებითი მხარეებია:
- ნათელი, ფერადი დიზაინი;
- კომპაქტურობა - აწყობილი აუზი ტრანსპორტირებითაც მარტივია;
- პრაქტიკულობა - შესაფერისია 0-დან 6-7 წლამდე ბავშვებისთვის;
- მოყვება სხვადასხვა გასართობი აქსესუარები;
- მასალა - მაღალი ხარისხის PVC;
- არ აქვს უსიამოვნო სუნი;
- 1 წლიანი გარანტია
უარყოფითი მხარეები:
- მყარი ფსკერი - მფლობელების რეკომენდაციით, სასურველია რბილი ბალიშის განთავსება სტრუქტურის ქვეშ.
საბავშვო გასაბერი ცენტრს აქვს შესანიშნავი დიზაინი, რომელიც აღაფრთოვანებს 0-დან 7 წლამდე ნებისმიერ პატარას. იდეალურია უსაფრთხო ბანაობისა და 2-3 რაოდენობის ბავშვისთვის.
საუკეთესო გასაბერი აუზები მთელი ოჯახისთვის
Intex Easy Set 28144/56930
მრგვალი ფორმის, გასაბერი საცურაო აუზი, რომელიც განკუთვილია მთელი ოჯახისთვის და კომფორტულია 2-3 ადამიანისთვის.
მახასიათებლები:
- გვერდის სიმაღლე - 91 სმ;
- დიამეტრი - 366 სმ;
- ქვედა ფენა - გასაბერი, რბილი;
- დაკეცილის წონა - 12.9 კგ;
- მოდელის წყლის მოცულობაა არა უმეტეს 6734 ლიტრი
დადებითი:
- დაბალი ფასი;
- რბილი ქვედა ფენა;
- 1 წლიანი გარანტია
მინუსები:
- ზამთარში რეკომენდირებულია მისი შენახვა;
- კომპლექტს არ მოყვება წყლის ფილტრი.
პოპულარული მოდელები