როგორ შევარჩიოთ საბავშვო აუზები?
როდესაც ოჯახს ახალი წევრი ემატება, პრიორიტეტები დაუყოვნებლივ მასზე გადადის და უფროსების ცხოვრებაც მკვეთრად იცვლება. სახლში ბევრი განსხვავებული საბავშვო აქსესუარი ჩნდება, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუკი კერძო სახლი ან კოტეჯი გაქვთ, აუცილებლად დაგჭირდებათ საბავშვო, გასაბერი აუზის ყიდვა.
ეს განსაკუთრებით აუცილებელია იმ ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც ასაკის გამო, ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ღია აუზებში ბანაობას.
ბავშვთა გასაბერი აუზების შეძენისას, შესაძლოა ისინი სხვადასხვა ვარიანტით შეგხვდეთ: ბავშვთა, მოზრდილთა, ღია, დახურული ტიპითა და ა.შ.
დღეს ბლოგში მოგიყვებით რამოდენიმე მათგანის შესახებ და არჩევანი თავად გააკეთეთ.
საბავშვო გასაბერი აუზების დადებითი და უარყოფითი მხარეები:
ნებისმიერი სხვა ნივთის მსგავსად, გასაბერ აუზებსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დავიწყოთ დადებითის მიმოხილვით:
რადგან აუზის წყლით მომარაგებას თავად უზრუნველყოფთ, ყოველთვის გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ აკონტროლოთ წყლის ხარისხი.
საბავშვო აუზებს შედარებით დაბალი ფასი აქვს, ამდენად, მასზე ხელმისაწვდომობა თითქმის ყველას აქვს.
მათი უმრავლესობა საკმაოდ კომპაქტურია და შესაძლებელია დაკეცვა, ტრანსპორტირება, შენახვა. არ იკავებს დიდ ადგილს როგორც ავტომობილში, ასევე - საკუჭნაო ოთახში. შესაბამისად, არ შეგიქმნით არანაირ დისკომფორტს.
მარტივია მათი აწყობა, გაბერვა და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
უარყოფითი მხარეები მნიშვნელოვნად ნაკლებია უპირატესობებთან შედარებით, თუმცა მაინც უნდა აღვნიშნოთ ეს ნაკლოვანებები:
საბავშო გასაბერი აუზები მუდვივად საჭიროებენ წყლის შეცვლას.
რეკომენდირებულია ყოველი დაბანის შემდეგ, ახალი წყლით მოამარაგოთ იგი. იმ შემთხვევაში, როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წყალი უმოქმედოდაა ბასეინში, ბაქტერიების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, გამოიწვიოს კანის სხვადასხვა დაავადება.
საბავშვო აუზების შერჩევის ინსტრუქცია
ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ყიდვისას ჩნდება ეს არის: რა პარამეტრებს უნდა შეიცავდეს აუზი? გახსოვდეთ, რომ პარამეტრები არსებით როლს ასრულებს ყიდვისას და თუ რატომ, ამას ქვემოთ აგიხსნით:
პირველ რიგში, ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ სიღრმეს, რადგან გათვალოთ რამდენად შესძლებს ბავშვი მასში ბანაობას. თუ ბავშვი ძალიან პატარაა, მაშინ წყლის დონე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის უსაფრთხოებაში.
დამატებითი რჩევები საბავშვო აუზის ყიდვისას.
იმისთვის, რომ უზრუნველყოთ თქვენი ბავშვის უსაფრთოება, აქ კიდევ ერთი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ: იმისათვის, რათა ბავშვმა დაზიანებების გარეშე შესძლოს აუზში ცუდვა, სასურველია შეიძინოთ ისეთი ბასეინები, რომლებსაც ქვემოდან გაბერვის ფუნქცია აქვს. მსგავსი ტიპის აუზები უფრო საიმედო, მტკიცეა და ამასთან, ბავშვს იცავს ცივ მიწაზე ჯდომისგან.
კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ეს არის, მზისგან დამცავი ქოლგების მსგავსი სპეციალური გადასაფარებლები, რომლებიც განსაკუთრებით ცხელ ამინდში დაიცავს პატარებს მზის სხივებისგან. არსებობს ისეთი ტიპის აუზები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი გადასახური მოწყობილობით, ამდენად, ცალკე ქოლგების ყიდვა არ დაგჭირდებათ.
უსაფრთხოების ზომები აუზში ცურვის დროს:
აუცილებელია წყლის ტემპერატურის კონტროლი, რომელიც შეგიძლიათ სპეციალური თერმომეტრით შეამოწმოთ, რომელიც პირდაპირ აუზში ჯდება. მათი მოხერხებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქვს მკვრივი ფორმა და არ უშვებს არანაირ სითხეს.
დარწმუნდით, რომ აკონტროლებთ წყლის დონეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა. უსაფრთხოების მიზნით, შეგიძლიათ მოარგოთ გასაბერი ჟილეტებიც.
აკონტროლეთ ბავშვის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა, რადგან გარკვეული დროის შემდეგ, წყალი თანდათანობით იწყებს გაციებას.
თუ გასაბერ აუზს მზისგან დამცავი გადასაფარებელი არ აქვს, აუცილებლად შეიძინეთ მზის ქოლგა, რათა დაიცვათ პატარები საშიშროებისგან.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა მოდელს კომპლექტში შეიძლება მოჰყვებოდეს ისეთი ნივთები, როგორიცაა კიბე, ტუმბო, საწოლები და ა.შ. ამდენად, ფულს ნუ დაინანებთ და აუცილებლად შეიძინეთ საბავშვო გასაბერი აუზები ყველა საჭირო ნივთთან ერთად.
მოკლედ, ყველა სიკეთესთან ერთად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გასაბერი აუზები ნამდვილად კარგი გასართობია პატარებისთვის. თუ არჩევანს პასუხისმგებლობით მიუდგებით, მაშინ აუცილებლად შეიძენთ სრულყოფილ ვარიანტს, როგორც ხარისხის, ასევე ღირებულების თვალსაზრისით.
თუკი გადაწყვიტავთ, რომ საუკეთესო საზაფხულო საჩუქარი გაუკეთოთ თქვენს პატარებს, მაშინ ისურვეს მთელი გუნდი თქვენთან ერთად ვიზრუნებთ საუკეთესო ვარიანტების შემოთავაზებაში. არჩევანის გაკეთების შემთხვევაში კი, ნებისმიერ მოდელს, ერთ დღეში სრულიად უფასოდ მოგიტანთ სახლში.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები