რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ შევიძენთ საბავშვო აუზს?
ზაფხული ბავშვებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადის დროა. პირველ რიგში იმიტომ, რომ დაკავშირებულია არდადეგებთან და სხვა მრავალ გასართობ აქტივობასთან.
ისე როგორც არაფერს, ყველაზე მეტად ალბათ ზაფხულს „უხდება“ სიტყვა - აუზი, რომელიც კარგი საშუალებაა მხიარულებისთვის და რაც მთავარია, ცხელი დღეების დასამარცხებლად.
როდესაც გადავწყვეტთ აუზის ყიდვას, აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი, რაც აუცილებელია უსაფრთხოებისთვის. მითუმეტეს მაშინ თუ საქმე ბავშვებს ეხებათ. დღეს, მინდა ცოტაოდენი რჩევა მოგცეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ავარჩიოთ სწორად საბავშვო აუზი:
- ავარჩიოთ გამძლე აუზი.
საბავშვო აუზები არსებობს გასაბერი, რბილი და მყარი მეტალისგან დამზადებული. მართალია, თქვენი გადასაწყვეტია რომელს აირჩევთ, მაგრამ მყარი პლასტიკური აუზები უფრო მეტხანს ძლებს და იწარმოება მე-2 ან მე-4 ტიპის პლასტმასისაგან.
არსებობს 7 ტიპის პლასტმასი, აქედან მეორე და მეოთხე ითვლება ერთ-ერთ უსაფრთხო სახეობად, რადგან შეიცავს ნაკლები რაოდენობის პოლიეთილენს და გამოიყენება საკვებისა და სასმლისთვის განკუთვნილი ჭურჭლის დასამზადებლად. თუ აუზის ქვედა მხარეს გამოსახულია ისარი, შეგიძლიათ დაუფიქრებლად შეიძინოთ ის.
- განვსაზღვროთ სიღრმე.
არასოდეს შეარჩიოთ ღრმა აუზი, მითუმეტეს მაშინ თუ ბავშვი ახალშობილია. არ აქვს მნიშვნელობა ეცმევა თუ არა საცურაო ჟილეტი, ზედმეტად ღრმა აუზი ბავშვებისთვის მაინც სახიფათოა.
- შევარჩიოთ საუკეთესო ზომა.
საბავშვო აუზის სიღრმე უნდა იყოს არაუმეტეს 90 სანტიმეტრისა, ხოლო სიგრძე არანაკლებ 450 სანტიმეტრის. მოცემული მაქსიმალური მონაცემები შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ მოზარდი ბავშვებისთვის. გააჩნია ასაკსა და სიმაღლეს.
- დარწმუნდით, რომ აუზს არ აქვს ფილტრაციის სისტემა დამონტაჟებული.
არ არის სასურველი საბავშვო აუზს ჰქონდეს ფილტრაციის სისტემა, რადგან დაზიანებისა და საფრთხის რისკი მისი არსებობის შემთხვევაში მართლაც დიდია. ეს იმიტომ, რომ შესაძლოა გადინების სისტემამ ბავშვი წყლის ქვეშ ჩაითრიოს. თუ ფილტრიაციის სისტემა აუზს არ ექნება, ამაზე ნერვიულობა აღარც მოგიწევთ.
- გაითვალისწინეთ დიზაინი.
მართალია, ხშირად სადა ფერები ბევრად უფრო ლამაზად გვეჩვენება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუზს ვყიდულობთ ბავშვისთვის და არა ჩვენთვის. ამიტომ აუცილებელია შევიძინოთ საბავშვო ილუსტრაციებითა და გაფორმებებით მორთული აუზი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, რადგან ზუსტად ამაზეა დამოკდებული თუ როგორი ფორმისა და ზომის აუზს შეარჩევთ.
იმედია, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ საბავშვო აუზის სწორად შერჩევაში. ვფიქრობ, თქვენი არჩევანი საუკეთესო იქნება!
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...