სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ასაწყობი აუზები

ასაწყობი ანუ კარკასული აუზები ყველაზე იაფად, განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით მთელ საქართველოში.

"ასაწყობით" აუზების კარკასულ კატეგორიას მოიხსენიებენ, ვინაიდან ეს ერთადერთი მოდელებია, რომლებიც არა გაბერვას, არამედ აწყობას საჭიროებენ.

ასაწყობი აუზები განვადებით ერთ-ერთი მთავარი თრენდია ზაფხულობით და მათი პოპულარობა ბაზარზე ონლაინ მაღაზიებმა განაპირობეს.

წარსულს ჩაბარდა ის დრო როდესაც აუზები ფუფუნების საგანი იყო, რომელიც მხოლოდ ყველაზე მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ ჰქონოდათ, ისურვეს დახმარებით, აუზის ქონა უკვე ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელები ზოგადად გასაბერ ალტერნატივებთან შედარებით უფრო ძვირია, მისი, როგორც კლასიკურ ჩასაშენებელ აუზთან მაქსიმალური მსგავსების გამო მათზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია, მითუმეტეს, რომ წარმოდგენილი დიდი ასორტიმენტიდან (10-ზე მეტი ვარიანტი) თითქმის ყველა ზომის, ტევადობისა და საფასო სეგმენტში მოხვედრადი მოდელი შეგიძლიათ შეარჩიოთ.

ვინაიდან კარკასული აუზები ცალკე კატეგორიაშიც გვაქვს წარმოდგენილი, ზოგადი მახასიათებლებითა და ატრიბუტების მაქსიმალურად დეტალური აღწერით, აქ შემოგთავაზებთ 5 ყველაზე პოპულარული ასაწყობი მოდელის მიმოხილვას (აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული რიგითობა პირობითია):

ასაწყობი აუზი Bestway 56456 - მართკუთხედი

ასაწყობი აუზები
  • ასაწყობი აუზის ზომა (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე): 4,12მ x 2,01მ x 1,22მ 
  • ტევადობა (90%-იანი გავსების პირობებში): 8124 ლიტრი
  • აუზის ფორმა: მართკუთხედი, კიბით და სადგამებით
  • მოდელის ფერი: ღია ნაცრისფერი
  • წყლის დამცლელი სპეციალური სარქველი: კომპლექტაციაშია
  • ამ მოდელის კარკასის მასალა: სპეციალური უჟანგავი ლითონი
  • თავად აუზის მასალა: პოლივინილქლორიდი - ყველაზე გამოყენებადი მასალა ამ ტიპის პროდუქციაში

დამატებითი კომპლექტაცია:

  • სპეციალური კარტრიჯული ფილტრი-ნასოსი, რომლის გამტარობაც საათში 2006 ლიტრ წყალს შეადგენს
  • კარტრიჯი
  • შესაკეთი მასალა, დაზიანების შემთხვევაში მარტივად შესაკეთებლად
  • ოთხ საფეხურიანი კიბე 
  • აწყობისა და ექსლუატაციის ინსტრუქცია

პოპულარობის ძირითადი მიზეზები:

  • უახლესი ფილტრაციის საშუალებები;
  • დიდი მოცულობა (დიდად კარკასულ აუზებში 6 ტონაზე დიდი ტევადობა ითვლება);
  • დაყენების სიმარტივე - საჭიროა მხოლოდ 30 წუთი;
  • მისაღები ფასი ასაწყობი აუზებისთვის - 1500 ლარამდე;
  • მომხმარებელთა შეფასებები - როგორც Facebook-ზე, ისე Google-სა და ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში.

მრგვალი ასაწყობი აუზი Bestway 56408 - სუპერ ფასით

ასაწყობი აუზები
  • ზომები: დიამეტრი - 3.05 მ,  სიმაღლე - 0.76 მ
  • ტევადობა: 4678 ლიტრი
  • ლურჯი ფერის მრგვალი ასაწყობი აუზი
  • აღჭურვილია წყლის დამცლელი სარქველით
  • კარკასი უჟანგავი ფოლადის მასალით
  • სამფენიანი პოლივინილქლორიდის მასალა აუზის ზედაპირისთვის
  • შეფუთვის ზომა: 37,5 სმ х 27სმ х 85სმ
  • შეფუთვის წონა: 20,5კგ 

აღნიშნული მოდელის კომპლექტი შედგება შემდეგი აქსესუარებისგან:

  • კარტრიჯული ნასოსი-ფილტრი კარტრიჯთან ერთად
  • შესაკეთი მასალა დაზიანების თავიდან ასაცილებლად და ინსტრუქცია

დიდი მოთხოვნა გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებიდან:

  1. დაბალი ფასი - 500 ლარამდე;
  2. საკმაოდ დიდი მოცულობა მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად აუზი "პატარების" კატეგორიაში ხვდება;
  3. სიღრმის გამო იდეალურია როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის;
  4. ფილტრაციის შესაძლებლობა

10 ტონიანი მრგვალი ასაწყობი Bestway 14471

ასაწყობი აუზები

  • ზომა: 366 სმ x 122 სმ 
  • სრული ტევადობა: 10250 ლიტრი
  • ლურჯი მრგვალი ასაწყობი აუზი წყლის დამცლელი სპეციალური სარქველით
  • უჟანგავი ლითონის კარკასითა და სამფენიანი PVC მასალით

ყველაზე გაყიდვადების სიაში მოხვედრის მთავარი ფაქტორი:

  1. 10 ტონიანი აუზისთვის 700-750 ლარი იდეალურ ფასად ითვლება;
  2. პროდუქტი 2017 წლის საუკეთესო აუზად დასახელდა ევროკავშირის რამდენიმე ონლაინ მაღაზიის მიერ და განსაკუთრებით რეკლამდება, რაც მის ცნობადობას ამაღლებს;
  3. საკმაო სიღრმე მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად.

ერთ-ერთი ყველაზე პატარა - საბავშვო ასაწყობი აუზი Bestway 56283

ასაწყობი აუზები
  • აუზის ზომა სმ: 152 x 38
  • ტევადობა: 580ლ
  • მრგვალი ლურჯი საბავშვო ასაწყობი მოდელი
  • წყლის დამცლელი სარქველით და უჟანგავი ფოლადის კარკასით
  • არმირებული პოლივინილქლორიდის მასალით

მასზე დიდი მოთხოვნის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ეს ერთადერთი კარკასული საბავშვო მოდელია და ზოგადად, საბავშვო გასაბერი აუზებს შორის ყველაზე უფრო ტევადია, მინიმალური ფასით.

კომპლექტში შედის ინსტრუქცია და შესაკეთი მასალა - მექანიკური დაზიანების შემთხვევაში გადასაკრავი პლასტირი, რაც თავის მხრივ უმარტივესი პროცედურაა და თქვენ თვითონვე, ნებისმიერი საგარანტიოს ან ხელოსნის ჩარევის გარეშეც შეგიძლიათ გააკეთოთ.

11 ტონიანი სრული კომპლექტაციის ასაწყობი მოდელი Bestway 56670

ასაწყობი აუზები
  • ზომები: 488სმ x 244სმ x 122 სმ 
  • 11532 ლიტრიანი ტევადობა
  • მართკუთხა ფორმისა და ღია ნაცრისფერი შეფერილობის
  • კარკასის სპეციალური მასალა: უჟანგავი ლითონი
  • უშუალოდ აუზის მასალა: PVC

კომპლექტაციის სრული აღწერა:

  • კარტრიჯული ფილტრი-ნასოსი 3028 ლიტრი საათში გამტარობით შესაბამის კარტრიჯთან ერთად;
  • აუზის ქვეშ დასაფენი და გადასაფარებელი ტენტები
  • 4 საფეხურიანი კიბე და მასალა, დაზიანების შემთხვევაში შესაკეთებლად

სპეციალური შენიშვნები:

  1. გასული წლის ყველაზე გაყიდვადი მოდელი ისურვეზე;
  2. ყველაზე გაყიდვადი მოდელი განვადების შემთხვევაში;
  3. საუკეთესო შეფასებები ჩვენს სარეკლამო კამპანიებში სწორედ ამ აუზმა დაიმსახურა;
  4. გამოირჩევა სპეციალური ფასით ექსკლუზიურად isurve.ge-ზე, რაც სხვა მაღაზიებთან შედარებით  აუზების რამდენიმე ათეული ლარით უფრო იაფად ყიდვის საშუალებას მოგცემთ

რატომ ჯობს კარკასული აუზების განვადებით ყიდვა?

აუზების გამოწერით და ონლაინ  განვადებით ყიდვას რამდენიმე კონკრეტული უპირატესობა გააჩნია, მათ შორის:

  1. თანხის არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად გადახდა, რაც ძალიან სასურველია შედარებით ძვირადღირებული მოდელების შემთხვევაში;
  2. ჯამური გაძვირება (ბანკის საკომისიო) წარმატებული მაღაზიების, მათ შორის isurve.ge-ს შემთხვევაში მინიმალური და სრულიად მისაღებია;
  3. როგორც წესი, თუ აუზს განვადებით ყიდულობთ, ე.ი მაღაზია საკმარისად მაღალი დონისაა, თანამშრომლობს რა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან და ნაკლებია დაბალი ხარისხის პროდუქციის შეძენის რისკი;
  4. განვადების განაცხადის შესავსებად, პირობების გასაცნობად და ა.შ. სახლიდან გასვლა არ არის აუცილებელი, რაც ხშირ შემთხვევაში დროის უქონლობის და ასევე რეგიონების, სოფლების შემთხვევაში ძალიან კომფორტულია, ვინაიდან ბანკში განვადების შევავსებად უახლოეს ქალაქში ჩასვლა დაგჭირდებათ.

უფასო საკურიერო სერვისი

უფასო მიტანა საქართველოს ნებისმიერ წერტილში ისურვე.ჯი-ს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია, დაბალ ფასებთან და მომსახურების მაღალ სტანდარტებთან ერთად, თუმცა ის განსაკუთრებით აქტუალურია აუზების შემთხვევაში.

ზოგიერთი მოდელის შეფუთვის წონა და მოცულობა იმდენად დიდია, რომ თვალსაჩინოებისთვის 2 სტანდარტული, ორკამერიანი მაცივარი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

დაგვეთანხმებით მსგავს შემთხვევაში, მითუმეტეს თუ რეგიონში იმყოფებით, აუზის წაღება განსაკუთრებული პრობლემაა, ამიტომაც უფასო მიტანა ის სერვისია, რომლითაც არჩევნის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოთ.

საკურიერო მომსახურება ჩვენს შემთხვევაში თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში იმავე ან მაქსიმუმ მეორე დღეს ხორციელდება, ხოლო რეგიონებში მეორე ან მაქსიმუმ მესამე სამუშაო დღეს.

ზოგადად, ვზრუნავთ რა მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე, ხშირად ვუშვებთ გამონაკლისებს და თხოვნის შემთხვევაში მზად ვართ დავკეტოთ საწყობი გვიან ან მოგაწოდოთ აუზები ჩვენთვის არასამუშაო საათებშიც, ვთვლით, რომ ეს საუკეთესო პრაქტიკაა, რომელიც შეიძლება ინტერნეტ შოპინგისას მიიღოთ.

ნივთის ჩაბარება შეგიძლიათ მისამართის ცვლილების შემთხვევაშიც, ვინაიდან კურიერი წინასწარ, 1 საათით ადრე გიკავშირდებათ.

ზოგადად, გამართული, სწრაფი, ორგანიზებული და მეგობრული უფასო საკურიერო სერვისი ის ფაქტორია, რომელიც ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მთელი გუნდისთვის განსაკუთრებული ფასეულობაა და მოხარულნი ვიქნებით, თუ მას მალე საკუთარ მაგალითზეც გამოცდით.

ასაწყობი აუზები ყველაზე იაფად

მიუხედავად იმისა, რომ აუზების ინტერნეტ ბაზარზე ძალიან ბევრი მოთამაშეა, ისურვე მაინც ახერხებს მომხმარებელს განსაკუთრებული ფასები შესთავაზოს და ეს მისი რამდენიმე წლიანი ფუნქციონირების, მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობებისა და ზოგადად, საფასო პოლიტიკის დამსახურებაა.

განსაკუთრებული მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ არასდროს ვსარგებლობთ ბოროტად თქვენი სურვილებით და გთავაზობთ გამორჩეულად დაბალ ფასებს, უფასო მიტანის ჩათვლით, ვთვლით რა, რომ ჩვენი მომხმარებელი მხოლოდ ერთხელ არ ხვდება ჩვენს მაღაზიაში და მისი შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია.

ამიტომაც, სანამ გაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად შეამოწმეთ ფასები ისურვეზე.

ფასდაკლებები

მიუხედავად იმისა, რომ აუზები ძალიან სეზონური პროდუქტებია და მათზე მოთხოვნა მხოლოდ ზაფხულში არსებობს, ჩვენთან ფასდაკლებები მხოლოდ სეზონის მიწურულს, ანუ აგვისტოს ბოლოს არ გხვდებათ.

პირიქით, მუდმივად ვცდილობთ, რომ გარდა საუკეთესო ფასისა, მომხმარებლები სპეციალური აქციებითაც გავანებივროთ, ვთავაზობთ ხოლმე რა ფასდაკლებებს აუზების კონკრეტულ მოდელებზე რამდენიმე დღით, რაც რეკლამდება ყველა ჩვენი არხის მეშვეობით და ცხადია, საიტზეც ხდება ამ ინფორმაციის განთავსება.

გარდა ფასდაკლებებისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად შეგიძლიათ აუზი საჩუქრებთან ერთად შეიძინოთ და ეს საჩუქრები თემატურია - წყლის ლეიბები, ბალიშები, ჩაძირვისგან თავის დასაცავი სპეციალური გასაბერი ატრიბუტიკა ბავშვებისთვის და ა.შ.

ასაწყობი აუზები საზაფულო შვებულების გრილად გასატარებლად

როგორც ვთქვით, აუზი ფუფუნების საგანს აღარ წარმოაგდენს და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

აუზში გაგრილება ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ და მათ გასახარებლად მშობლები საზაფხულოდ სწორედ აუზებს არჩევენ.

ასაწყობი აუზები კი ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობენ მათი ხარისხსა და გამძლე კონსტრუქციის წყალობით.

ბაზარზე აუზების იმდენად დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი, რომ სულ მცირე ფართობის ეზოსა და აივანზეც კი არის შესაძლებელი ზოგიერთი კომპაქტური ზომის ერთეულის ინსტალირება.

ასაწყობი აუზი ძალიან მარტივად იწყობა და უძლებს დატვირთვას

მომხმარებლებისგან ხშირად ვისმენთ კითხვას - არის თუ არა რთული კარკასული აუზის აწყობა. პასუხი კი არის, რა თქმა უნდა, არა!

კარკასული ასაწყობი აუზები ნებისმიერ ზრდასრულს შეუძლია ააწყოს, რადგან მას მოყვება დეტალური ინსტრუქცია, რომელიც ფეხდაფეხ ხსნის თითოეულ მოქმედებას მარტივი სიტყვებითა და ილუსტრირებული აღწერით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე და ჩვენი გამოცდილი ოპერატორები დაგეხმარებიან.