რომელი ტელევიზორი შევარჩიოთ PlayStation 4-ისთვის?

PlayStation 4 ეს არის სათამაშო კონსოლი, რომელსაც საუკეთესო ეკრანის მქონე ტელევიზორი სჭირდება, მაგრამ რა მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს  ასეთი ტელევიზორები და რომელია PS4-ისთვის საუკეთესო მოდელი, ამას ბლოგის საშუალებით მოგიყვებით.

PS4-ისთვის განკუთნილი ტელევიზორების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:

იმისათვის, რათა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ  თამაშებისგან,  უნდა გესმოდეთ,  თუ როგორ აკმაყოფილებს ტელევიზორის მოდელი Sony-ს მოთხოვნებს - როგორი რეზოლუცია აქვს,  გათვალისწინებულია თუ არა HDR,  რომელი მატრიცა აქვს და ა.შ. ქვემოთ განვიხილავთ იმ პარამეტრებს, რომლებიც გავლენას ახდენს  საბოლოო არჩევანზე.

დიაგონალი

ზოგიერთი ფიქრობს,  რომ დიდი ეკრანი სრულ ეფექტურობას ნიშნავს,  მაგრამ დიდმა მონიტორმა შეიძლება ზიანიც კი მიაყენოს თქვენს მხედველობას.

თქვენ უნდა შეაირჩიოთ  ისეთი ეკრანი,  რომლის ყურების დროს არ მოწევთ თავის დახრა. ტექნიკა მოთავსებული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილზე,  წინააღმდეგ შემთხვევაში თვალების  დაღლილობას ძალიან მალევე იგრძნობთ.

რეკომენდებული დიაგონალი:

  • 32-42 ინჩი -  განკუთვნილია მცირე და საშუალო ოთახებისთვის (25 მეტრამდე);
  • 50+ ინჩი - განკუთვნილია დიდი ოთახებისთვის.

რომელი ტელევიზორი შევარჩიოთ PlayStation 4-ისთვის?

კრანის გარჩევადობა

ვინაიდან, უმეტეს თამაშებში ვიდეოს ფორმატი 1920x1080 და უფრო მაღალია,  მონიტორებმა უნდა უზრუნველყონ მინიმუმ Full HD ჩვენება.

და რომელი ტელევიზორი უნდა შეარჩიოთ PS4 Pro და PS VR-სთვის? ამ შემთხვევაში, მონიტორს უნდა ჰქონდეს Ultra HD რეზოლუცია. ამასთან, თუ ფინანსები ხელს გიწყობთ,  შეგიძლიათ შეიძინოთ  6K და 8K ტელევიზორები.

ედვის კუთხე

178 გრადუსი ოპტიმალურია, რადგან სურათის შინაარსი თანაბრად გასაგები ხდება ნებისმიერი კუთხიდან ყურებისას და მოთამაშეებს არ მოუწევთ თავის არასასიამოვნო მდგომარეობაში გადახრა ან ტრიალი.

ხმა

იმის გასაგებად,  თუ რომელი ტელევიზორი გჭირდებათ PS4 აუდიოფილებისთვის,  აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ხმის ხარისხი.  იდეაში, ეს სულაც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი,  მაგრამ კარგი აუდიო  ხმა გააუმჯობესებს თამაშის სიამოვნებას.

და ბოლოს, აუცილებლად წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ მოდელებს, რომლებიც მახასიათებლების გათვალისწინებით, თამაშის პროცესს კიდევ უფრო სახალისოსა და აზარტულს გახდიან.

საუკეთესო ტელევიზორები PS4-სთვის

LG 43UM7450

LG-ის ეს 4K UltraHD LED ტელევიზორი  საკმაოდ ბიუჯეტური მოდელია, რომლის ეკრანის დიაგონალი 43 ინჩია. ტელევიზორი მხარს უჭერს AI ტექნოლოგიებს, რომელსაც ასევე აქვს რამდენიმე HDMI და USB პორტი, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თითქმის ყველაფერს. უფრო მდიდარი ფერების მისაღებად კი გამოყენებულია HDR ტექნოლოგია.

დინამიკები, რომლებიც LG ტელევიზორშია  ჩამონტაჟებული 20 W-ია, რომელიც სრულიად საკმარისია  უმეტესობა თამაშებისთვის.

რომელი ტელევიზორი შევარჩიოთ PlayStation 4-ისთვის?

SAMSUNG UE50RU7400U

50 ინჩიანი დიაგონალის მქონე SAMSUNG ტელევიზორი მუშაობს 4K და HDR ფორმატებში, ხოლო ეს მოდელი ნამდვილად ოქროს შუალედია ფასსა და ხარისხს შორის. ერთადერთი ნაკლი (მონიტორის პრიალა ზედაპირის გამო) დღის სინათლეზე  მბზინვარებაა.

SONY KD-55XF9005

 ეს არის ტელევიზორი, რომლის  მოთავსება შესაძლებელია დიდ ოთახში. SONY KD მოდელს აქვს LED განათება, რომელიც მისი ფუნქციების გათვალისწინებით, სრულიად თავსებადია PS4-თან და PS4 Pro-თან.  ClearAudio ტექნოლოგიის ხმა  უფრო მეტ აზარტსა და საყვარელი თამაშების ატმოსფეროს შეგიქმნით.

რომელი ტელევიზორი შევარჩიოთ PlayStation 4-ისთვის?

SONY 65AF8

სონის ტელევიზორების ეს წარმომადგენელი შესაფერისია მათთვის, ვინც პრემიუმ სეგმენტის მოწყობილობას ეძებს. მოწყობილობა აღჭურვილია უახლესი OLED მატრიცით, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ დეტალიზაციას. ჩამონტაჟებული 4K HDR X1 Extreme პროცესორი უმალ ამუშავებს სურათს, ასე რომ ნუ იდარდებთ - თამაშის დროს პერსონჟზე კონტროლს არ დაკარგავთ.

 თუ ტელევიზორს დაბალ ფასში ეძებთ, მაშინ გაეცანით ჩვენს ბლოგს:             საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ტელევიზორები.

პოპულარული მოდელები

4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
Regular price 1,000.00 ლარი 969 ლარი / თვეში 52 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
SMART ტელევიზორი VOX 32GOH300B 32 inch (81სმ)
SMART ტელევიზორი VOX 32GOH300B 32 inch (81სმ)
Regular price 419 ლარი / თვეში 23 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50ADWD1B 50 inch (127სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50ADWD1B 50 inch (127სმ)
Regular price 1,129 ლარი / თვეში 61 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50A11U314B 50 inch (127სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი VOX 50A11U314B 50 inch (127სმ)
Regular price 1,349.00 ლარი 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი