საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ტელევიზორები

 ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანებს სიტყვა „დაბალბიუჯეტიანი“ ესმით, რატომღაც ნაკლებხარისხიან პროდუქციასთან აკავშირებენ, რაც სიმართლეს სულაც არ შეესაბამება.

დაბალფასიანი დაბალხარისხიანს რომ არ ნიშნავს, ხოლო კარგი მონაცემების და დიზაინის ტელევიზორის იაფად ყიდვა შესაძლებელია, ამას ჩვენი დღევანდელი ბლოგი დაგიდასტურებთ, რომელშიც ხელმისაწვდომი ღირებულების რამდენიმე ტელევიზორს წარმოგიდგენთ.

როგორც წესი, ბიუჯეტურ მოდელებს მცირე - 32 დიუმიანი დიაგონალები  და სასარგებლო ფუნქციების მთელი ნაკრები აქვს, მაგრამ ტექნიკური მახასიათებლების უკეთ გასაცნობად წარმოგიდგენთ რამდენიმე კონკრეტულ ტელევიზორს.

Xiaomi Mi TV 4A 32 T2

ტელევიზორი Xiaomi  აღჭურვილია DVTB-2 ტიუნერით და მხარს უჭერს Smart-TV ფუნქციას, რომელიც  ქსელს Wi-Fi-ს საშუალებით უკავშირდება. ტექნიკის მონტაჟი ძალიან მარტივია, რომელიც მხოლოდ 4 კგ-ს იწონის.

ამასთან, პროგრამულად აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით და შეუძლია მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად,  გარკვეულ პროგრამების შემოთავაზება.

საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ტელევიზორები

უპირატესობები:

  • ბავშვთა რეჟიმი  უსაფრთხო გამოსახულებით;
  • სმარტფონსა და კომპიუტერთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • ძლიერი აკუსტიკა;
  • Smart-TV ფუნქციები და ხელოვნური ინტელექტი

ნაკლოვანებები:

  • წინასწარ დაინსტალირებული ბევრი  პროგრამა, ანელებს ჩატვირთვის პროცესს

საუკეთესო Full HD ტელევიზორები

პიქსელების რაოდენობიდან გამომდინარე, ტელევიზორების რეზოლუცია იყოფა რამდენიმე ტიპად. შედარებისთვის: HD-ის გაფართოებაა 1920 x 720 პიქსელი, ხოლო Full HD გთავაზობთ 1920x1080 პიქსელს.

Samsung QE55Q70RAU

55 ინჩიანი დიაგონალის მქონე Samsung ტელევიზორი მხარს უჭერს SmartTV ფუნქციას, რომელსაც მაღალხარისხიანი სტერეო ხმა აქვს. ჩამონტაჟებული დინამიკების საერთო სიმძლავრეა 40 ვატი.

საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ტელევიზორები

Wi-Fi ფუნქცია საშუალებას გაძლევთ,  ტელევიზორი სწრაფად დაუკავშიროთ  ინტერნეტს. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ნებისმიერი ინფორმაცია ბრაუზერში, უყუროთ ფილმებს საიტებზე და ვიდეოებს YouTube-ში.

სამსუნგის ტელევიზორების უპირატესობები:

  • ელეგანტური  დიზაინი;
  • მრავალფეროვანი, ხარისხიანი ჩვენება;
  • ინტერნეტ კავშირი;
  • Dolby Digital სტერეო ხმა.

TCL L49S6FS

TCL ეს არის დაბალფასიანი ტელევიზორი, რომელიც ფასის მიუხედავად, ძალიან  კარგი შესრულებით გამოირჩევა. 124 სმ ეკრანს, Direct LED განათების წყალობით, სამკაოდ ნათელი ჩვენება აქვს.

TCL ტელევიზორი მხარს უჭერს Smart-TV ტექნოლოგიას, რომელიც Wi-Fi-ს საშუალებით ინტერნეტს უკავშირდება.

უკანა პანელზე განთავსებულია ყველა საჭირო პორტი: HDMI, USB 2.0, ოპტიკური გამომავალი,  ანძის ორი პორტი და 3.5 მმ შეყვანი ყურსასმენების ან აუდიო დინამიკების დასაკავშირებლად.

უპირატესობები:

  • მაღალხარისხიანი ხმა;
  • ინტერნეტთან კავშირი;
  • მცირე წონა;
  • NICAM სტერეო ხმა;
  • პროგრამის სახელმძღვანელო და მშობელთა კონტროლი;
  • ძილის ტაიმერი, ჩართვა/გამორთვა, ჩაწერა.

ნაკლოვანებები:

  • Linux ოპერაციული სისტემა

Philips 43PFS4012

Philips  LED ტელევიზორის  ნავიგაცია და მართვა მარტივია, რომლის ეკრანის დიაგონალი 43 ინჩია.

ციფრული Crystal Clear ფუნქციის წყალობით, შეგიძლიათ ნებისმიერი წყაროდან მიიღოთ მაღალხარისხიანი გამოსახულება, უყუროთ სატელევიზიო შოუებს,  სერიალებს, ვიდეობს და ა.შ.

ტელევიზორის სუფთა ხმა უზრუნველყოფილია ორი დინამიკით, რომელთა საერთო სიმძლავრეა 16 ვატი. შესაძლებელია გარე დინამიკების სისტემასთან დაკავშირებაც.

უპირატესობები:

  • მაღალხარისხიანი გამოსახულება;
  • ერთი პულტის საშუალებით შესაძლებელია რამდენიმე მოწყობილობის მართვა;
  • სუფთა ხმა;
  • ვიდეოების ჩაწერა შეგიძლიათ USB მოწყობილობით

საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ტელევიზორები

ტელევიზორს შეგიძლიათ დაუკავშიროთ სახლის კინოთეატრი,  ბოქსები,  DVD და ა.შ. Philips Easy Link-ის წყალობით, გჭირდებათ მხოლოდ ერთი  პულტი, რათა  სრულად აკონტროლოთ თქვენი ტელევიზორი.

Skyline 43LT5900

Skyline  ტელევიზორის  ეკრანის დიაგონალი 43 ინჩია, რომელსაც Direct LED განათების წყალობით,  საკმაოდ  ნათელი და კონტრასტული ფერები აქვს.

უზრუნველყოფილია ყველაზე პოპულარული მულტიმედიური ფაილებით, მათ შორის MP3, MPEG4, MKV, JPEG და ა.შ. Skyline-ს აქვს ორი ჩაშენებული 10W-იანი დინამიკი, რომელსაც სუფთა ხმა აქვს.

მეხსიერების ბარათის პორტი საშუალებას გაძლევთ ჩაწეროთ თქვენი საყვარელი ფილმები, ხოლო Time Shift ფუნქციის დახმარებით შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მიმდინარე სატელევიზიო პროგრამების ჩაწერა.

ჩამონტაჟებულ ტაიმერს  შეუძლია გარკვეული პერიოდის შემდეგ გათიშოს ტელევიზორი.

უპირატესობები:

  • ჩვენების მაღალი ხარისხი;
  • თანამედროვე დიზაინი

ნაკლოვანებები:

  • დაბალი სიხშირის სუსტი ხმა.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს საუკეთესო პლაზმურ ტელევიზორებზე.

პოპულარული მოდელები

4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
Regular price 1,000.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ტელევიზორი ColorView 32GF 32 inch (81 სმ)
ტელევიზორი ColorView 32GF 32 inch (81 სმ)
Regular price 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ტელევიზორი VOX 32DSA311B 32 inch (81სმ)
ტელევიზორი VOX 32DSA311B 32 inch (81სმ)
Regular price 399.00 ლარი 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი VOX 32DSQGB 32 inch (81სმ)
ტელევიზორი VOX 32DSQGB 32 inch (81სმ)
Regular price 399.00 ლარი 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი