საუკეთესო პლაზმური ტელევიზორები
სატელევიზიო შოუებისა და ფილმების ყურება სიამოვნებაა მხოლოდ ნათელი, კონტრასტული და დეტალური გამოსახულებებით, რომელსაც შესანიშნავად უზრუნველყოფს პლაზმური ტელევიზორი. თუმცა, კონკურენტები - OLED და LED ტელევიზორები, პრაქტიკულად აძევებენ ბაზრიდან პლაზმურ მოდელებს.
კონკურენტების მიუხედავად, ჩვენ მაინც აღმოვაჩინეთ რამდენიმე საუკეთესო პლაზმური ტელევიზორები, რომლებიც კვლავ პოპულარულია.
მახასიათებლები:
„პლაზმის“ მაღალხარისხიანი გამოსახულების საიდუმლო მის დიზაინში მდგომარეობს. პანელის ეკრანი შედგება მინის ფირფიტებისგან, რომელთა შორისაც მოთავსებულია ინერტული გაზები.
თავდაპირველად, როდესაც პლაზმური ტელევიზორების წარმოება დაიწყო, ბევრად ძვირი უჯდებოდათ მწარმოებლებს ამიტომ, 2013-2014 წლებში ამ მოწყობილობების წარმოება 1% -მდე შემცირდა. თუმცა, ამის მიუხედავად, უახლესი მოდელების გაყიდვა კვლავ ხდება და თუმცა ასეთი ტელევიზორის ფასები OLED და LED ტელევიზორებთან შედარებით გაცილებით მაღალია.
პლაზმის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არის დიდი და საკმაოდ მძიმე ელექტრო ტექნიკა, რომლის ეკრანის სტანდარტული ზომა 42 ინჩიდან იწყება. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტელევიზორის ზოგიერთ მოდელს ესაჭიროება გარე დინამიკები, რაც ნიშნავს, რომ აღჭურვილობის საბოლოოდ მოსაწყობად კიდევ უფრო მეტი ადგილი იქნება საჭირო.
პლაზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება, მაღალი ენერგიის მოხმარებაა. ამ ტიპის ტელევიზორების ნორმალური მაჩვენებელი 250-500 ვატამდე მერყეობს.
ბოლო წლებში პლაზმური ტელევიზორები იწარმოება ენერგიის დამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებით. ამიტომ, თუ ტელევიზორს მაღალი ენერგიის მოხმარება აქვს, ჩათვალეთ, რომ აღჭურვილია მოძველებული აპარატურით.
პლაზმის არჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს პორტებისა და ტიუნერების რაოდენობას. ასევე აუდიო სისტემების ტიპებისა და Smart ფუნქციების არსებობას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეიტინგი კი დაგეხმარებათ ამ ყველა ნიუანსის უკეთ გარკვევაში.
საუკეთესო ბიუჯეტური პლაზმური ტელევიზორები
ამ კატეგორიაში შედის ისეთი მოდელები, რომელთა ეკრანის დიაგონალი 42-დან 55 ინჩამდეა. უახლესი მოდელები აღჭურვილია Smart ფუნქციებით. ეკრანები შეესაბამება HDTV სტანდარტს, რომელსაც შეუძლია ციფრული არხების ჩვენება 720x1080 პიქსელის რეზოლუციით.
LG 50PB6600
უმეტესობა პლაზმებისაგან განსხვავებით, LG-ის ამ მოდელის სიკაშკაშემ LCD ტელევიზორების სიკაშკაშესაც კი აჯობა. ოთახის ნორმალური განათების პირობებში, ეკრანი გამოიმუშავებს მაღალი დონის სიკაშკაშეს, რომლის ფერის ხარისხი არც იმ შემთხვევაში უარესდება თუ ხედვის კუთხე 160 °-ია.
სმარტ ტელევიზორის ფუნქციები უზრუნველყოფს შემდეგ სერვისებზე წვდომას: Netflix, Hulu, Youtube.
უპირატესობები:
- მაღალი სიკაშკაშე;
- ჩვენების სხვადასხვა პარამეტრი;
- ლამაზი დიზაინი
ნაკლოვანებები:
- ვიდეო თამაშების შეფერხება;
აღნიშნული LG ტელევიზორის მოთავსდება თავისუფლად შეგიძლიათ როგორც მისაღებ ოთახში, ისე - საძინებელში.
საშუალო ფასის საუკეთესო პლაზმური ტელევიზორები
ეკრანის დიაგონალი ამ ჯგუფის ტელევიზორებში 60-65 ინჩია. გაუმჯობესებული ჩვენების გარდა, მოწყობილობები გამორჩეულია Smart-TV ფუნქციითა და კინოთეატრის აუდიო სისტემების არსებობით.
Panasonic TC-P65ZT60
გაყიდვების მაჩვენებლით, ერთ-ერთი ლიდერია პლაზმურ ტელევიზორებს შორის. ეკრანი დამზადებულია მხოლოდ ერთი მინის ფირფიტით, რაც მაქსიმალურად ზრდის ჩვენების ხარისხს.
Smart-TV ფუნქციები უზრუნველყოფს ინტერნეტ კონტენტებზე წვდომას. ფაილების გადატანა კი შეგიძლიათ სხვა გაჯეტიდან USB პორტის ან Bluetooth-ის საშუალებით.
უპირატესობები:
- ხმის კონტროლი;
- ეკრანის მბზინვარების ნაკლებობა;
- Smart-TV ფუნქციები.
ნაკლოვანებები:
- კორპუსის ძლიერად თბება;
- მძიმე წონა - 62 კგ.
Samsung PN64E8500
Samsung ტელევიზორი ნამდვილად გაგაოცებთ თავისი მრავალხრივი შესაძლებლობით. მოწყობილობაში გათვალისწინებულია დისტანციური მართვა, ასევე ჟესტებისა და ხმოვანი ბრძანებების ფუნქცია.
უპირატესობები:
- ჩვენების სრულყოფილი ხარისხი;
- სენსორული მართვის პანელი;
- Blu-Ray კონტენტის ნახვის შესაძლებლობა.
პოპულარული მოდელები