Smart 4K Android ტელევიზორი Sony KD-55X75WL 55 inch (140 სმ)
Smart 4K Android ტელევიზორი Sony KD-55X75WL 55 inch (140 სმ)
Regular price 2,699.00 ლარი 2,449 ლარი / თვეში 131 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart 4K Android ტელევიზორი Sony KD-65X75WL 65 inch (165 სმ)
Smart 4K Android ტელევიზორი Sony KD-65X75WL 65 inch (165 სმ)
Regular price 2,999.00 ლარი 2,799 ლარი / თვეში 150 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
Smart Android 4K ტელევიზორი Sony KD50X75WL 50 inch (127 სმ)
Smart Android 4K ტელევიზორი Sony KD50X75WL 50 inch (127 სმ)
Regular price 2,349 ლარი / თვეში 126 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი

სონის ტელევიზორები

სონის ტელევიზორები ჩვენების საუკეთესო ხარისხით, ულტრა-თანამედროვე დიზაინით და ფუნქციონალით ხასიათდებიან.

სონის ტელევიზორები

მის როგორც უახლეს, ისე შედარებით ძველ მოდელებში აუცილებლად შეხვდებით ფუნქციებს, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ საქმე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მწარმოებელთან გაქვთ.

როგორც Smart, ისე 4K ტელევიზორები ფაქტობრივად ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და მიუხედავად შედარებით პრემიუმ ფასისა, ბაზრის ლიდერად გვევლინება.

სონი ნახევარ საუკუნეზე მეტია ქმნის პლანეტის წამყვან ტექნიკას, მათ შორის ტელევიზორებსაც, რომლებიც თავისი ხარისხითა და გამძლეობით ცნობილები არიან.

რითი გამოირჩევა სონის ტელევიზორები სხვა ბრენდებისგან?

მოძრავი მართვის (Motion) საუკეთესო გამოცდილება - Sony, როგორც წამყვანი TV კომპანია ამ სფეროში ლიდერია და ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც მომხმარებელს ეს ფუნქცია შესთავაზა.

დაბალი ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა - სონის ტელევიზორები, მათ შორის ძველი მოდელებიც კი დაბალი ხარისხის გამოსახულებას საუკეთესოდ წარმოაჩენენ.

ფასი - როგორც იტყვიან, ვისთვის როგორ, მაგრამ ზოგადად, სონი პრემიუმ ბრენდად ითვლება და ანალოგიური მონაცემების მქონე კონკრეტული ტელევიზორი სხვა კომპანიის ასორტიმენტიდან უფრო იაფადაც შეგიძლიათ იყიდოთ.

სონის ტელევიზორები

სონის ტელევიზორები - შედარება სამსუნგთან

შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი მწარმოებელი ერთმანეთის მთავარი კონკურენტია. სონის ტელევიზორები ჩვენების ხარისხით მხოლოდ სამსუნგს შეგვიძლია შევადაროთ. 

შეგიძლიათ შებრძანდეთ ჩვენი მაღაზიის შესაბამის კატეგორიაში isurve.ge - televizorebi და გადაავლოთ თვალი ორივე ბრენდის მოდელებს.

ძირითადი განსხვავება ოპერაციულ სისტემებშია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სონი ანდროიდს იყენებს, ხოლო სამსუნგი - არა.

თუ უფრო სწრაფი ტელევიზორი გსურთ - Samsung უნდა იყიდოთ, თუ აქცენტს ხარისხსა და ჩვენების ხარისხზე აკეთებთ - Sony.

და ასევე, თუ რკალისებრი თანამედროვე ტელევიზორი გაინტერესებთ, მაშინ არჩევანი ალბათ სონიზეა.

Sony Bravia და სონის ტელევიზორების ძირითადი ფუნქციების შეფასება

თუ ანდროიდ პლატფორმაზე მომუშავე ტელეფონს იყენებთ, სონის ტელევიზორი თქვენთვის ძალიან ნაცნობი იქნება. 

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაზე სწრაფი ნამდვილად არ გახლავთ (თუმცა 2019 წლის მოდელებში ეს თითქმის აღარაა საგრძნობი), ანდროიდის წყალობით სონი ძალიან მრავალფუნქციურია.

ასევე, ძალიან მოსახერხებელია მობილურ დივაისებთან ერთად გამოსაყენებლად - დასაკავშირებლად და ა.შ.

Sony Bravia მოდელების ზოგადი შეფასება საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით:

  • ინტერფეისი - 7.0
  • რეკლამების გარეშე - 10.0
  • აპლიკაციები - 9.0
  • მართვა - 8.0
  • ჩვენების ხარისხი - 10.0

Sony TV ინტერფეისის თავისებურებები

სონის ტელევიზორების ინტერფეისი ძალიან მარტივი და ნავიგაციის მოხერხებულობაზე ორიენტირებულია. როგორც წესი, ზედა მხარე დათმობილი აქვს Youtube და Play Store-ს.

ქვემოთ მოთავსებულია Sony TV-ის ყველაზე საჭირო აპლიკაციები, რომლებიც მორგებულია იმაზე, თუ რას იყენებთ ხშირად, ან რა არის თრენდული.

ხოლო ე.წ "ინფუთ" კატეგორია სხვადასხვა მოწყობილობის შესაერთებლად და მათ საკონტროლებლადაა განკუთვნილი.

აქვეა მოთავსებული ხმოვანი ძებნა, რომელიც ძალიან ამარტივებს ნავიგაციას და უახლეს მოდელებზე ის საკმაოდ დახვეწილია და გუგლ ასისთანსთან ერთად თანამედროვე ფუნქციების ძალიან მოსახერხებელ კომბინაციას ქმნის.

ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ Skytech tv-ის საუკეთესო მოდელები ყველაზე დიდი ფასდაკლებით, გისურვებთ წარმატებას!

სონის ტელევიზორები - ბრენდი, რომელიც აჭარბებს მოლოდინს

სონის, ტოშიბას, სამსუნგისა და სხვა საუკეთესო ხარისხის ტელევიზორები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ისურვეზე საუკეთესო ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ბრენდული ნაწარმი, ზოგადად, თავისთავად იწვევს მომხმარებლებში ნდობას. ეს, რა თქმა უნდა, ტექნიკას პირველ რიგში შეეხება.

იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკის წარმოების მრავალწლიანმა გამოცდილებამ სონი ასეთ წარმატებამდე მიიყვანა, მომხმარებლებისათვის უზარმაზარი ასორტიმენტით ახერხებს ტექნიკის შეთავაზებას.

წარმატების საიდუმლო სწორედ ხარისხსა და საიმედოობაზე დგას. ამიტომ, ისურვე უკვე წლებია ქართველი მომხმარებლებისათვის საყვარელ ონლაინ მაღაზიას წარმოადგენს. ისურვეს მომხმარებლებზე მორგებული მომსახურება და მაღალხარისხიანი პროდუქცია ყველასათვის ხელმისაწვდომია. გისურვებთ წარმატებას!