რა უნდა ვიცოდეთ ყავის აპარატის შეძენისას?

საზოგადოების უმეტესი ნაწილი, რომელიც კოფეინზეა დამოკიდებული, საუზმეს ყავით იწყებს. და ყავის მადუღარაც მისი შეუცვლელ მეგობრად იქცა. ის გვეხმარება რომ დავძლიოთ დილის გაბრუება და მთელი დღის განმავლობაში ვიყოთ ნაყოფიერები.

ასევე ყავის მადუღარის ქონა გვეხმარება, რომ დავზოგოთ დრო, გაზი და გააკეთოთ ნებისმიერი სახის ყავა. არსებობს ყავის მადუღარის 4 სახეობა.

დღეს უამრავი ფუნქციის მქონე აპარატია ხელმისაწვდომი, ერთხმად არ არსებობს აზრი იმაზე თუ რომელი სახის მადუღარაა უკეთესი. ეს ყველაფერი გემოვნების, სიტუაციის და ბიუჯეტის საკითხია. მოდით უფრო დეტალურად გავარჩიოთ თიოთოეული სახის მადუღარა.

რა უნდა ვიცოდეთ ყავის აპარატის შეძენისას?

წვეთოვანი მადუღარა

    ყავის აპარატები, რომელთაც მეორენაირად ყავის წვეთოვან მადუღარას ეძახიან, ყველაზე გავრცელებული სახეობაა მსოფლიოში. ამ სახეობის მადუღარა შესაძლებელია შეგხვდეთ სხვადასხვა ზომის და ფორმის. ამ სახეობის მადუღარებში რამოდენიმე ჭიქის მომზადებაა შესაძლებელი.

    მათი გამოყენება ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა შეარჩიოთ ყავა, მოათავსოთ მადუღარის ფილტრი მისთვის განკუთვნილ ადგილას, დაუმატოთ წყალი და ჩართოთ ყავის აპარატი.

    ასევე შეგიძლიათ თქვენვე განსაზღვროთ ყავის სიძლიერე.

    უპირატესობები:

    • ძალიან მარტივია გამოსაყენებლად
    • ხელმისაწვდომია შესაძენად
    • მოსახერხებელია, რადგან მას შეუძლია ერთდრულად მოამზადოს რამოდენიმე ჭიქა ყავა
    • არის უამრავი სახეობის, ზომის, ფორმის და ბრენდის
    • ის გთავაზობთ მარტივად მოამზადოთ თქვენი გემოვნების ყავა

    გაითვალისწინეთ - ის ამზადებს მხოლოდ ჩვეულებრივ ყავას, ეს აპარატი არაა მათთვის, ვინც ესპრესოს ანიჭებს უპირატესობას.

    ერთჯერადი ყავის მადუღარა / კაფსულიანი ყავის მადუღარა

      ერთჯერადი ყავის მადუღარა ერთ-ერთი ახალი სახეობაა, ხშირად მას კაპსულიან მადუღარასაც ეძახიან. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ კაფსულები სხვადასხვა არომატით, მოათავსოთ აპარატში და დაუმატოთ წყალი.

      ავტომატური წვეთოვანი მადუღარები ძალიან მარტივი და მოსახერხებელი იყო, თუმცა კაფსულიან აპარატებზეც შეიძლება ითქვას იგივე.

      თქვენ აღარ გიწევთ ნერვიულობა დაბინძურებულ ფილტრებზე, რადგან ამ აპარატის ფილტრები ერთჯერადია. ასევე ამ აპარატის მეშვეობით ვტოვებთ რამოდენიმე ეტაპს, რომელსაც ჩვეულებრივ წვეთოვან მადუღარაში ვხვდებოდით.

      მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენა ხელმისაწვდომია, დროთა განმავლობაში ის ძალიან ძვირ სიამოვნებად იქცევა, რადგან კაფსულების შეძენა ძალიან ძვირი ჯდება.

      უპირატესობები:

      • ძალიან მარტივია როგორც მოსახმარად ასევე გასაწმენდად
      • ამ ტიპის ყავის მადუღარები ძალიან ხელმისაწვდომია
      • კაფსულების შეძენა შესაძლებელია სხვადასსხვა არომატით
      • ძალიან კარგია ოფისებისთვის, რადგან თანამშრომლებს შეუძლიათ მოამზადონ თავიანთი გემოვნებით ყავა.
      • თუ თქვენ სწორად შეარჩევთ კაფსულას, შეძლებთ ჩაის მომზადებასაც.

      გაითვალისწინეთ - ინდივიდუალური კაფსულების შეძენა დროთა განმავლობაში ძვირია.

      ფრანგული პრესი

        ყავის დამზადების ერთ-ერთი ტრადიციული მეთოდია. ფრანგული პრესი არის დაბალტექნოლოგიური, თუმცა ძალიან მარტივი გამოსაყენებელი. თქვენ უბრალოდ ჩაყრით სასურველ ყავას, დაასხავთ ადუღებულ  წყალს, დააფარებთ თავსახურს და დააწვებით დგუშს, რათა ყავა ჩაიტანოს ფსკერზე.

        ფრანგული პრესი არის ყავის მადუღარის ერთ-ერთი იაფი ვარიანტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გააკეთოთ ყავა სახლში ფილტრების და ელექტრო ენერგიის გამოყენების გარეშე.

        უპირატესობები:

        • ამ ტიპის ყავის მადუღარა ყველაზე ხელმისაწვდომია.
        • ძალიან მარტივია გამოსაყენებლად
        • ფილტრები და ელექტროენერგია არ არის საჭირო

        გაითვალისწინეთ - იმისათვის რომ თქვენ მიირთვავ ყავა სასურველი გემოთი, ამისათვის საჭიროა დრო ზუსტად აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა არასასურველი შედეგი მიიღოთ

        ესპრესოს აპარატი

          ესპრესოს აპარატი ყავის სამყაროში ისევეა, როგორც სპორტული მანქანა. თუ თქვენ  ყავის ფანატიკოსი ხართ, მაშინ ესპრესო თქვენი საყვარელი ყავაა.

          ესპრესოს აპარატი, როგორც წესი, ასხავს ძალიან მცირე ოდენობით ყავას. რადგან ის ძალიან ძლიერი და არომატულია.

          ასევე ესპრესოს აპარატი საშუალებას მოგცემთ მოამზადოთ ნებისმიერი სახეობის ყავა, მაგალითად, კაპუჩინო, ლატე, მაკჩიატო.

          უპირატესობები:

          • ესპრესოს ყავის მადუღარები ყველაზე მაღალი ხარისხით ამზადებენ ყავას.
          • გაძლევთ შესაძლებლობას, რომ დალიოთ სხვადასხვა სახის ყავა.
          • ძალიან მარტივია მისი გამოყენება

          გაითვალისწინეთ - ის ყველაზე ძვირი აპარატია დღეს ბაზარზე.

          ყავის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები

          იმის გარკვევა თუ რომელი ყავის აპარატის შეძენა გსურთ ძალიან მარტივია. თუ თქვენ იცით რა დოზით გნებავთ ყავის მიღება ან რომელი სახეობის  ყავის, მაშინ ქვევით ჩამონათვალი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ.

          1. რაოდენობა
          2. რომელი ყავის სახეობა მოგწონთ
          3. ღირებულება
          4. პრაქტიკულობა
          5. ფუნქციები

          ** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

          პოპულარული მოდელები

          ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
          ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
          Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
          უფასო მიწოდება
          warranty კომერციული გარანტია 1 წელი
          ყავის აპარატი PHILIPS EP2030/10
          ყავის აპარატი PHILIPS EP2030/10
          Regular price 3,199.00 ლარი 2,199 ლარი / თვეში 118 ლარი
          უფასო მიწოდება
          warranty გარანტია 2 წელი
          ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
          ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
          Regular price 1,949.00 ლარი 1,599 ლარი / თვეში 86 ლარი
          უფასო მიწოდება
          warranty გარანტია 2 წელი
          ყავის აპარატი DELONGHI Dedica Manual Espresso Coffee Maker (EC685.W)
          ყავის აპარატი DELONGHI Dedica Manual Espresso Coffee Maker (EC685.W)
          Regular price 839.00 ლარი 699 ლარი / თვეში 38 ლარი
          უფასო მიწოდება
          warranty კომერციული გარანტია 2 წელი