ყავის აპარატი - დღის ენერგიულად დასაწყებად
თუ მაიკლ ვეისმანის <ღმერთი ფინჯან ყავაში> არ წაგიკითხავთ, მაგრამ ამ სათაურში ჭეშმარიტებას ხედავთ, მაშინ სწორედ ის ადამიანი ხართ, ვისთვისაც ეს ბლოგპოსტი იწერება და მიხარია, რომ თქვენთვის მომიწევს მუშაობა.
ზუსტად ვიცი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ დავიწყებ: ძვირფასო ყავისმოყვარულო, ძვირფასო კოფეჰოლიკო, თუ ძვირფასო მკითხველო, მთავარი ის არის, რომ ეს იქნება ინფრომაცია, რომლის წყალობითაც ყველაზე გემრიელ ყავას, ყველაზე იაფად და ყველაზე კომფორტულად მიირთმევთ.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა საუკეთესო ყავის აპარატების სამეული, რომელთა ღირებულება არც მეტი, არც ნაკლები მხოლოდ 50 დოლარამდეა:
ყველაზე იაფი და კარგი ყავის აპარატების TOP სამეული
კარგი ჭიქა ყავით დღის დაწყება, საუკეთესო გზაა რომ დღე ნაყოფიერი იყოს. ამიტომ ყავის აპარატი აუცილებელად კარგად უნდა შევარჩიოთ!
რა უნდა ვქნათ, თუ გემოვნება გვაქვს ხოლო ბიუჯეტი ხელს არ გვიწყობს?! საბედნიეროდ, არსებობენ მწარმოებლები, რომლებიც 50 დოლარამდე ღირებულების ყავის აპარატებს სწორედ ჩვენთვის ამზადებენ . ასე რომ შესანიშნავი ყავის მირთმევა უკვე მცირე ბიუჯეტის ფარგლებშიც შესაძლებელია.
ბაზარზე იაფი ყავის აპარატების უამრავი არჩევანია, თუმცა კარგისა და ცუდის გარჩევა, არც ისე მარტივია. ვინაიდან, შევთანხმდით, რომ კარგ ყავას ყველა ვიმსახურებთ, სქელჯიბიანებიცა და თხელჯიბიანებიც, შევთანხმდით, რომ ჩვენი მოლოდინიც ზუსტად იგივეა როგორც იმ მომხმარებლების, რომლებიც მინიმუმ 5ჯერ უფრო ძვირს იხდიან, ახლა იმ აპარატებს გაგაცნობთ, რომლებიც ბიუჯეტურებში უდავოდ საუკეთესოა !
იაფი, გამძლე, გარანტირებული არომატისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ელეგანტური დიზაინის ყავის აპარატების TOP სამეული ასე გამოიყურება:
- Hamilton Beach 46310 Programmable Coffee Maker Black
რატომ მოგვწონს ეს მოდელი?- ის ერთ-ერთია ყავის აპარატების იმ მცირე რაოდენობის მოდელებს შორის, რომელსაც შესასვლელი წყლის რეზერვუარი აქვს, რაც საკმაოდ ამარტივებს მის მოხმარებას. აგრეთვე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მოდელი თავისი პრაქტიკულობით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებლებზე.
სხვათაშორის, საკმაოდ ჭკვიანია, მხოლოდ რამდენიმე ღილაკი აქვს და მათი წყალობითაც მარტივად შეგიძლიათ სასურველი რეჟიმის შერჩევა. გარდა იმისა, რომ შესაძლებელია რეჟიმის ავტომატურად დაპროპგრამება, ეკრანი თვალყურის დევნების საშუალებასაც იძლევა და საჭიროების შემთხვევაში პატრონს აუცილებელი წმენდის შესახებაც აფრთხილებს !
2. Chulux Single Serve Coffee Maker Brewer for Single Cup Capsule
რატომ მოხვდა ეს მოდელი ჩვენს რეიტინგში?- პირველ რიგში, მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, რადგან თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ოფისში, ასევე კვების ობიექტსა ან სახლში. როგორც კაფსულიანი აპარატი, ის ერთ-ერთ, ყველაზე თანამედროვე მოწყობილობად ითვლება.
იყენებს სპეციალურად პატარა პაკეტებში (კაფსულებში) მოთავსებულ ყავას, რომლის მომზადება მარტივია: კაფსულას ათავსებთ მისთვის განკუთვნილ ადგილას და ღილაკზე თითის დაჭერით რამდენიმე წამში იღებთ ფინჯან ყავას.
გადახედეთ პოსტს, რატომ არის ყავის აპარატი პოპულარული?
ამ მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ განსხვავებით სხვა კასფულიანი აპარატებისგან, ადაპტირებულია სხვდასხვა ტიპის ყავასთან და ამ მხრივ პატრონს ნამდვილად არ ზღუდავს.
3. Mr. Coffee 12-Cup Coffee Maker
ეს მოდელი ჩვენი რეიტინგის მესამე საპატიო ადგილს თავისი სიმარტივის გამო იკავებს, ასევე უნდა აღინიშნოს, მისი სანდოობა ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში. ერთი ღილაკის გამოყენება და აპარატი არომატულ შავ ენერგიას თქვენთვის რამდენიმე წამში მოამზდებს.
სხვათაშორის, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ესპრესოს აპარატი განვადებით შესყიდვად ნივთებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
მოდელი საკმაოდ პრაქტიკულია ასაკოვანი ხალხისთვის, ვიანიდან Mr. Coffee 12-Cup Coffee Maker ცხელი ყავით მათ რთული რეჟიმებისა და პარამეტრების გარეშეც ანებივრებს . TOP ყველაზე იაფი და ამავე დროს კარგი ყავის აპარატების სამეული Mr. Coffee 12-Cup Coffee Maker -ით დავასრულეთ. არჩევანი თქვენზეა. წარმატებულ შენაძენს გისურვებთ.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას