რა უნდა გავითვალისწინოთ სარეცხი მანქანის შეძენისას?
სახლში სარეცხი მანქანა რომ არ იყოს, საქმე ერთი-ორად გართულდებოდა. აბა წარმოიდგინეთ ყოველდღე, ტანსაცმლის ხელით რეცხვაში რამდენი დრო წავიდოდა. მარტო დროზეც, რომ არ იყოს, იმდენი ენერგია იხარჯება ამ საქმეში, რომ სხვა საქმის გაკეთებას ვეღარც შევძლებდით.
სარეცხი მანქანების ორი ტიპი არსებობს - ფრონტალური და ვერტიკალური. ადამიანების უმეტესობა ფრონტალური ტიპის სარეცხ მანქანას ანიჭებენ უპირატესობას.
სანამ იყიდით გადაწყვიტეთ სად აპირებთ მის განათავსოთ და იმის მიხედვით აირჩევთ თუ რომელი ტიპის სარეცხი მანქანა გჭირდებათ.
ტევადობა
ასევე, გასათვალისწინებელია სარეცხი მანქანის ტევადობა. ტევადობა შეიძლება იყოს 3, 4 და 10 კილოგრამიანიც კი. ტევადობა შეარჩიეთ სახლში ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით.
თუ ოჯახში მხოლოდ ცოლ-ქმარი ცხოვრობს, მინი სარეცხი მანქანაც საკმარისი იქნება, ხოლო დამატებით სხვა ოჯახის წევრების შემთხვევაში, შესაბამისად, უფრო დიდი ტევადობის სარეცხი მანქანა დაგჭირდებათ.
სარეცხი მანქანის ეფექტურობა
სარეცხი მანქანის ეფექტურობისთვის დადგენილია კლასიფიკაცია. ელექტრო ენერგიის მოხმარება, რეცხვისა და გაწურვის ხარისხი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც დგინდება ეფექტურობა.
დაგაინტერესებთ: სარეცხი მანქანა როგორც დიასახლისის თანაშემწე.
ეფექტურობის კლასები ფასდება A-დან G-მდე. მაღალი ხარისხი არის A. იზრდება A+ და ზემოთ.
პროგრამები და ფუნქციები
ყველა მწარმოებელს აქვს თავისი პროგრამებისა და ფუნქციების ტიპები. სარეცხი მანქანის პროგრამებში არსებობს ოთხი ისეთი რეცხვის რეჟიმი, რომელიც თითქმის ყველას აქვს - შალის, დელიკატური, ბამბისა და სელის და ასევე, სინთეტიკურ ნაწარმის რეცხვა.
isurve.ge გთავაზობთ სარეცხი მანქანების ბრენდებისა და მოდელების მრავალ სახეობას. შემოდით ჩვენს საიტზე, აარჩიეთ, გააკეთეთ განვადება თქვენთვის სასურველ მოდელზე და უფასოდ მოგიტანთ ჩვენი კურიერი სასურველ მისამართზე.
გისურვებთ კარგ შენაძენს!
პოპულარული მოდელები