სარეცხი მანქანა - დიასახლისების თანაშემწე

სარეცხი მანქანის წინაპარი ინგლისელი იყო და 1691 წელს დაიბადა. უზარმაზარ ხის გობს წინიდან რკინის ხელის სატრიალებელი ჰქონდა...ალბათ მის პატრონს ხელით რეცხვა ერჩია, სარეცხის იქ ჩაყრას.

არ მგონია, მარტივი საქმე ყოფილიყო იმხელა სახელურზე დაჯაჯგურება და თანაც ტრიალი.

თანამედროვე სარეცხის მანქანები კი უკვე ნამდვილი საოცრებაა. ალბათ ოდესმე ის ფუნქციაც დაემატება, როცა თავისით შეიყრება სარეცხი და რაც მთავარია, თოკზე თავისით გაიფინება გასაშრობად. რამხელა ნეტარება იქნებოდა!

სარეცხი მანქანა - დიასახლისების თანაშემწე

ოცნებები იქით იყოს და დღევანდელ დროში წარმოუდგენელია სახლში ამ ნივთის გარეშე ნორმალურად ცხოვრება. იმდენად ამსუბუქებს სახლის საქმეებს მისი გაფუჭება ნამდვილი ტრაგედია ხდება არამხოლოდ დიასახლისისათვის.

ბავშვობაში ხელის მანქანები იყო, აი ისეთი დიდ და მაღალ ქვაბს რომ ჰგავდა, უზარმაზარი შნურით. შიგ სარეცხს ჩაყრიდი და მერე ხის დიდი ნაჭრით უნდა გერია რომ ნორმალურად გამოხარშულიყო.

აი წყლის გამოცვლა კი ცალკე ხელოვნება იყო. იმ უზარმაზარი შნურიდან უნდა ჩამოგეცალა ჭუჭყიანი წყალი და ჩაგესხა ახალი. რამხელა დრო მიჰქონდა ამდენ ლეველებს ფინალში გასასვლელად!

2019 წელს კი არსებობს ჩუმი, წყნარი სარეცხის მანქანები. ისე დაირეცხება 10-15 წუთში, რომ ვერც გაიგებ. ყველანაირ ტანსაცმელს თავისუფლად შეუხამებ რეცხვის რეჟიმს, რომ ძვირფასი ტანსაცმელი არ გაფუჭდეს. კარგია არა?

ყველაზე ხშირად ბარაბანი ფუჭდება და თუ ამ საოცარ ნივთს სათანადოდ არ მოუვლი  შეიძლება ლაქები და სოკოც კი გაუჩნდეს. საზიზღრობაა, მაგრამ რეალობა.

ადრე ფუფუნება იყო სარეცხი მანქანის ქონა, ახლა კი იმდენად ჩვეულებრივი რამაა, როგორც ჭურჭლის სარეცხი სითხე სახლში, მითუმეტეს, რომ ყველა ბრენდის სარეცხი მანქანები იაფად თქვენს ზემოთ, ისურვეს მენიუშივე შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

არ გამოგრჩეთ: 5 საინტერესო ფაქტი სარეცხის მანქანებზე.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას