მინი (პატარა) სარეცხის მანქანა
საუკეთესო ადგილი მათთვის, ვისაც მინი სარეცხის მანქანა სურს შეიძინოს. წამყვანი ევროპული ბრენდები, ოფიციალური გარანტია, ონლაინ საბანკო განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
პატარა სარეცხი მანქანები ადგილისა და ფინანსების ეკონომიის იდეალური საშუალებაა
ყველა ჩვენგან ცდილობს შეიძინოს სახლისთვის ისეთ საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა რომელიც მაქსიმალურად მიესადაგება ჩვენს დიზაინს. ამ დროს აქცენტური არის ხოლმე დიზაინი, და ფერი, თუმცა ხშირად ბოლოს ვხვდებით ხოლმე რომ მინი ან პატარა სარეცხის მანქანა იყო ჩვენთვის საჭირო.
რას ნიშნავს ეს? მარტივი საკითხია - ყოველთვის, ნებისმიერ შენაძენამდე კარგად გათვალეთ თქვენი ფართი და უშუალოდ შესაძენი მოწყობილობების გაბარიტები. იმიტომ რომ შემდგომ შეიძლება იდეალურად დახატულ, დარენდერებულ და უკვე აწყობილ ავეჯშიც კი ვერცერთი სარეცხი მანქანა ან თუნდაც ჭურჭლის სარეცხი მანქანა ვერ ჩატიოთ.
სწორედ ამ საჭიროების დროს შემოდის თამაშში მინი სარეცხის მანქანა. რეალურად თუ თქვენ სარეცხი მანქანის შეძენა გსურთ, სამწუხაროდ კარგი ხარისხის სრული ფუნქციური სარეცხის მანქანის შესაძლებლობების ჩატევა მცირე ზომის დანადგარში ვერ თავსდება. თუ თქვენ რეალურად უკიდურესად პატარა სარეცხი მანქანების საჭიროება ან სურვილი გაქვთ, მაშინ სხვა კატეგორიაში მოგიწევთ ძებნა, რადგან ჩვენთვის ცნობილი ვიზუალის მქონე მოწყობილობები უკიდურესად მცირე გაბარიტებში არ არსებობს.
პატარა სარეცხი მანქანა მცირე ზომის ფართისათვის
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადი გაბარიტების კუთხით სარეცხი მანქანის სიღრმეშია. გარეგნულ ზომებში, სიმაღლე და სიგანის კუთხით დიდი არჩევანი არ არის. აი სირღმის კუთხით კი მწარმოებლები ორ ალტერნატივას გვთავაზობენ.
თანაც ისიც გასათვალისინებელია, რომ მთელს მსოფლიოში საცხოვრებელი ფართები მცირდება და პატარა დანადგარები უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ.
სტანდარტული სარეცხის მანქანის სიღრმე საშუალოდ 60 სანტიმეტრია. წესით ნებისმიერი ავეჯის ხელოსანი ან დიზაინერი ითვალისწინებს ამ ფაქტორს და ამიტომ წესით! თქვენი სამზარეულოსა და აბაზანის ინტერიერი სწორედ ამაზე უნდა იყოს გათვლილი.
თუმცა, თუ მოხდა ისეთ შემთხვევა რომ ფართის რაიმე მიზეზით დაზოგვა გსურთ, ან ხელოსნის შეცდომის ანაზღაურება გიწევთ, მაშინ არსებობს მეორე ალტერნატივა - მცირე სიღრმის, პატარა სარეცხის მანქანა.
ასეთ სარეცხი მანქანების ზომები ძირითადად 47 სმ-ს ფარგლებში მერყეობს. ეს კი ნამდვილად დიდი შეღავათია ფართის დანახარჯის მოსურნე პირებისთვის.
47 სანტიმეტრიანი სარეცხის მანქანები იმდენად მნიშვნელოვანი და პოპულარული გახდა, რომ ფაქტიურად ყველა მწარმოებელს, იქნება ეს ბეკო, ბოში, ინდეზიტი, ელექტროლუქსი თუ სამსუნგი (და კიდევ სხვა მრავალი), ყველა გვთავაზობს ამ შემცირებული ზომის ვერსიებს.
მინი სარეცხი მანქანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის რომ ზომაში შემცირება არანაირად არ აისახება მოწყობილობის არც ერთ პარამეტრზე, არც სარეცხ წონაზე და არც გამძლეობაზე. ძირითადად ერთადერთი სხვაობა მხოლოდ ფასია ხოლმე, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეს სხვაობაც უფრო და უფრო მცირდება.