მიკროტალღური ღუმელების შესახებ

 მიკროტალღური ღუმელები ნელ-ნელა ყველა ოჯახში ისეთივე პოპულარული საყოფაცხოვრებო ტექნიკა  ხდება, როგორც, მაგალითად, მაცივარი ან სარეცხი მანქანაა. ეს გასაკვერი სულაც არ არის, რადგან, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ამ მოწყობილობასთან შეხება, კარგად იცის, რომ დროის ეკონომიის თვალსაზრისით, სამზარეულოში მართლაც შესანიშნავი დამხმარეა.

დიახ, მიკროტალღური ღუმელები ის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომელიც თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. რაც მთავარია, საკვების გასაცხელებლად აღარ მოგიწევთ ცალკე ჭურჭლის მოძიება, გაზქურის გაცხელება, დიდი ხანი ლოდინი და ა.შ. საკმარისია ნებისმიერი კერძის მიკროტალღურში მოთავსება, სასურველი დროის შერჩევა და სულ ესაა - თქვენი კერძი მზადაა!

იმისათვის, რათა უკეთ გავერკვეთ მათ მახასიათებლებსა და ფუნქციებში, წარმოგიდგენთ ცნობილი მწარმოებლების  პროდუქციას. დავიწყოთ მიმოხილვები:

LG MS-2042DB

შავი დიზაინის მქონე LG მიკროტალღურ ღუმელს, სპეციალური  EasyClean საფარი აქვს,  რომელიც ნესტიანი ღრუბლით ადვილად იწმინდება. I-Wave ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს ჰაერის  ერთგვაროვან განაწილებას კამერის შიგნით.

მიკროტალღურის მართვა შესაძლებელია სენსორული ღილაკებით,  რომელიც მოცემულია ეკრანზე. ინტელექტუალური შესაძლებლობები კი მოიცავს კერძის მომზადების 32  პროგრამას, რომელშიც გაერთიანებულია ფრანგული, იტალიური და აღმოსავლეთის ტრადიციული კერძები.

მიკროტალღური ღუმელების შესახებ

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა, ღუმელს აქვს ჩქარი  გალღობის ფუნქცია, რისთვისაც საკმარისია მიუთითოთ პროდუქტის ტიპი და სავარაუდო წონა.

მოწყობილობის სხვა ფუნქციებთან ერთად, მწარმოებელმა უზრუნველყო საათი, განათება, ბავშვისგან დაბლოკვა,  ეკონომიური რეჟიმი და ხმოვანი შეტყობინება.

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

  • მიკროტალღური სიმძლავრე - 700 ვტ;
  • პალატის მოცულობა - 20 ლ;
  • ზომები - 45.5x31.2x28.4 სმ

დადებითი მახასიათებლები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • გაწმენდა ძალიან მარტივია;
  • წინასწარ დაინსტალირებული პროგრამების დიდი არჩევანი;
  • მართვის სიმარტივე;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება

უარყოფითი მახასიათებლები:

  • მოკლე კაბელი

LG მიკროტალღური ღუმელი  კარგი ფასისა და ხარისხის თანაფარდობით, შესაფერისია ნებისმიერი ოჯახისთვის. არ დაგჭირდებათ პროგრამების წინასწარ დაინსტალირება, რადგან ტექნიკა ამის საშუალებას ავტომატურად გაძლევთ.

Candy CMW 2070

ლაკონური დიზაინის მქონე მოდელს მეტალის კორპუსი აქვს,  რომელიც ყველა მხრიდან დაფარულია თეთრი მინანქრით და გამჭვირვალე კარით.  აქვს სიმძლავრის 6 დონე და 30 წუთიანი ტაიმერი.

მართვისთვის გამოიყენება ორი მბრუნავი ღილაკი, ხოლო მბრუნავი ჭურჭლის თარო დამონტაჟებულია პალატის შიგნით.  ღუმელი აღჭურვილია განათებითა და ხმოვანი სიგნალით, რომელიც სამუშაოს დასრულების შესახებ გამცნობთ.

მიკროტალღური ღუმელების შესახებ

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

  • მიკროტალღური სიმძლავრე - 700 ვტ;
  • პალატის მოცულობა - 20 ლ;
  • ზომები - 46.1x36.7x28 სმ.

დადებითი მახასიათებლები:

  • ხარისხიანი მასალები;
  • სანდო კონსტრუქცია;
  • მარტივი მართვა;
  • გასაწმენდად ძალიან მოსახერხებელია;
  • დაბალი ფასი.

უარყოფითი მახასიათებლები:

  • უბრალო დიზაინი;
  • მუშაობს ხმაურით

Midea MM720CKE

ეს მკაფიო თეთრი ფერის მიკროტალღური ღუმელი , რომელსაც მუქი მინის კარები აქვს,  შესანიშნავად თავსდება ნებისმიერი სამზარეულოს დიზაინში. სამუშაო პალატას აქვს განათება და მბრუნავი მაგიდა, ხოლო გლუვი კედლები დაფარულია მინანქრის საფარით.

მიკროტალღური ღუმელების შესახებ

მოწყობილობის მექანიკური მართვა ხდება მბრუნავი სახელურის გამოყენებით. გარდა ამისა,  ტაიმერი გათვლილია 35 წუთიან მუშაობაზე, ხოლო მითითებული დროის გასვლის შემდეგ,  ხმოვანი სიგნალი გატყობინებთ ოპერაციის დასრულების შესახებ.

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 1050 ვტ;
  • პალატის მოცულობა - 20 ლ;
  • ზომები - 39.5x33x25.8 სმ

დადებითი მახასიათებლები:

  • დახვეწილი დიზაინი;
  • საკმარისად დიდი მოცულობა;
  • სანდო კონსტრუქცია;
  • მარტივი კონტროლი;
  • გაწმენდის სიმარტივე;
  • კარგი ფასი.

Samsung MC28H5013AW

Samsung მიკროტალღური ღუმელი აღჭურვილია  გრილისა და კონვექციის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მომზადებული კერძების რაოდენობას. მოწყობილობის მეხსიერება შეიცავს უგემრიელესი და ჯანსაღი საკვები პროდუქტების რეცეპტებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია არასასიამოვნო სუნისგან გასუფთავების ფუნქცია.

მიკროტალღურის მართვისა და კონტროლისთვის გამოიყენება სენსორული ღილაკები და ციფრული ეკრანი. აგრეთვე გათვალისიწინებულია შიდა განათება,  ტაიმერი, ხმის შეტყობინება, ბავშვისგან დაბლოკვა, ენერგიის დაზოგვა და ლოდინის რეჟიმი.

სამუშაო პალატის ზედაპირები დაფარულია გამძლე ბიოკერამიკითა და  ანტიბაქტერიული საფარით.

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 1400 ვტ;
  • პალატის მოცულობა - 28 ლ;
  • ზომები - 51.7x31x47.5 სმ

დადებითი მახასიათებლები:

  • მოცულობითი კამერა;
  • ფართო ფუნქციონირება;
  • დახვეწილი დიზაინი;
  • ხარისხიანი მასალები;
  • მოვლის სიმარტივე;
  • სანდო კონსტრუქცია.

უარყოფითი მახასიათებლები:

  • მაღალი ფასი.

  მოგეხსენებათ არსებობს სხვადასხვა ტიპის მიკროტალღურები, იქნება ეს ჩასაშენებელი მიკროტალღური, ცალკე მდგომი, კონვექციისა თუ გრილის ფუნქციით. ყველა ამ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს.

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
მიკროტალღური ღუმელი TOSHIBA MW3-EM20PE(BM)
Regular price 279.00 ლარი 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
Regular price 529.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი