სხვადასხვა ტიპის საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები

  თუ მიკროტალღური ღუმელის ყიდვას აპირებთ,  ბლოგში მოცემული ძირითადი ტიპების მიმოხილვა მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ არჩევანის პროცესს. ჩვენი რეკომენდაციების  საფუძველზე კი დაზოგავთ შერჩევის დროს და თავიდან აიცილებთ  იმ ფატალურ შედეგებს, რომელიც არასწორმა შერჩეულმა ტექნიკამ შეიძლება მოგიტანოთ.

რომელი მიკროტალღური ყიდვა ჯობს?

მიკროტალღური ღუმელის არჩევისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ  დიზაინი, ზომები, სამუშაო პალატის მოცულობა-აღჭურვილობა, ენერგიის მოხმარება და ღირებულება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მწარმოებლის რეპუტაციასაც.

 აღნიშნული მახასიათებლები დიახაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შევეცდებით უფრო ახლოს გაგაცნოთ მახასიათებლები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური შესაძლებლობები.

სხვადასხვა ტიპის საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები

როგორ გავარჩიოთ მიკროტალღური ღუმელის ტიპები

საყოფაცხოვრებო მიკროტალღური ღუმელების ძირითადი ნაწილი, შიდა მოწყობილობიდან გამომდინარე, იყოფა მხოლოდ სამ ჯგუფად.

მიკროტალღური ღუმელი სოლო

ამ კატეგორიის მიკროტალღური ღუმელები აღჭურვილია მხოლოდ მაგნიტური ტალღებით, რომლებიც  კერძებს შიგნიდან, თანაბრად ათბობენ. მაგნიტური ტალღები იძლევა იმის საშუალებას, რომ გაალღოს, გაათბოს ან  სულაც მოამზადოს მარტივი კერძები.

გარდა ამისა, რაც აღსანიშნავია არის ის, რომ მიკროტალღური ყველა კერძს სრულად  უნარჩუნებს მის ჯანსაღ თვისებებს, რაც დადებად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

მიკროტალღური ღუმელები კონვექციითა და ცხაურით

დიდი რაოდენობით კერძების მომზადებისას,  მნიშვნელოვანია ტემპერატურა თანაბრად გადანაწილდეს მთელს კამერაში. ეს პრობლემა კი მოგვარებულია ჩამონტაჟებული ვენტილატორის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს თანაბარ გაცემას. ასეთი ფუნქციის არსებობა მნიშვნელოვნად აჩქარებს კერძის მომზადების პროცესს და ხელს უშლის საკვების დაწვას.

სხვადასხვა ტიპის საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის მიკროტალღურები  ცოტა მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, სამაგიეროდ აუმჯობესებენ საკვების ხარისხს. გრილის არსებობა კი კერძების ასორტიმენტს მეტ მრავალფეროვნებას მატებს.

გათბობის ორი მეთოდის კომბინაცია აჩქარებს კერძის მომზადების პროცესს და გაძლევთ ფართო არჩევანის შესაძლებლობას.

და ბოლოს, როგორც შეგპირდით, გარკვეული რეკომენდაციების შემდეგ, წარმოგიდგენთ ცნობილი ბრენდების მოდელების დეტალურ განხილვას.

 Bosch BFL634GS1

 შავი-ვერცხლისფერში შეფერილობის მქონე ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი თანამედროვე დიზაინით, ამას დამატებული კორპუსი და შიდა კედლები, რომლებიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

ღუმელს აქვს სიმძლავრის 5 დონე, რომელიც საკვების წონისა და შერჩეული პროგრამის მიხედვით ავტომატურად ირთვება.  გარდა ამისა, შემოთავაზებულია წინასწარ  გამზადებული 7 რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ საკვების მარტივად მომზადებაში. სხვა მოდელებისგან განსხვავებით, აღნიშნულ ღუმელში არ არის გათვალისწინებული მბრუნავი დაფა.

კონტროლისთვის გამოიყენება სენსორული ღილაკები და მბრუნავი ბორბალი. გათვალისწინებულია ელექტრო საათი, განათება, ბავშვებისთვის განკუთვნილი დაბლოკვის ფუნქცია, გადატვირთვისგან დაცვა და ხმის სიგნალი. ტაიმერი დაყენებულია 60 წუთამდე.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 1220 ვტ;
  • პალატის მოცულობა - 21 ლ;
  • ზომები - 38.2x59.4x31.8 სმ

დადებითი:

  • თანამედროვე დიზაინი;
  • ხარისხიანი მასალები;
  • ინარჩუნებს სისუფთავეს

მინუსები:

  • მაღალი ფასი

Samsung ME88SUG

Samsung მიკრო ტალღური ღუმელის საფარი გამძლეა აბრაზიის  მიმართ და განკუთვნილია 10 წლიანი მუშაობისთვის. ფართო მოცულობის პალატას აქვს მბრუნავი პლატფორმა და ჩამონტაჟებული ნათურა. გათვალისწინებულია ბავშვებისთვის განკუთვნილი დაბლოკვის ფუნქცია და ხმის სიგნალი, რომელიც საკვების გათბობის შესახებ გაუწყებთ.

სხვადასხვა ტიპის საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 1150 ვტ;
  • პალატის მოცულობა - 23 ლ;
  • ზომები - 48.9x27.5x34.4 სმ.

დადებითი მახასიათებლები:

  • მოსახერხებელი  და დახვეწილი დიზაინი;
  • მარტივი კონტროლი;
  • დიდი, მოცულობითი კამერა;
  • მისაღები ფასი;
  • გათვალისწნებულია ეკონომიური რეჟიმის არსებობა

უარყოფითი მახასიათებლები:

  • კედლები დამზადებულია თხელი მეტალისგან.

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი Toshiba MM-EM23P (BK)
მიკროტალღური ღუმელი Toshiba MM-EM23P (BK)
Regular price 339.00 ლარი 289 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
Regular price 529.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი