LG საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები
LG სამხრეთ კორეული კომპანიაა, რომელსაც წლებია ტექნიკის ბაზარზე საკუთარი ღირსეული ადგილი უჭირავს. ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანი, რომელიც განკუთვნილია სამზარეულოსთვისაც. ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი, რომლის შესახებაც დღეს ვაპირებთ საუბარს, ეს არის მიკროტალღური ღუმელები.
LG მიკროტალღური ღუმელები კონკურენტებისაგან განსხვავდება მაღალი ფუნქციონირებით, საიმედოობითა და ხანგრძლივი მუშაობით. კომპანია მუდმივად ცდილობს, რომ თავის პროდუქტებში შეიმუშაოს და დანერგოს ახალი ტექნოლოგიები. აწარმოებს როგორც ჩასაშენებელ მიკროტალღურებს, ასევე ცალკე მდგომ მოდელებს.
LG MW-23R35GIH
ეს არის პატარა მიკროტალღური ღუმელი, რომლის შიდა მოცულობაა 23 ლიტრი და დაფარულია სპეციალური მინანქრით. მოწყობილობის სიმძლავრეა 1000 ვტ, ხოლო მართვის სისტემა ელექტრონულია, რომელიც ეკრანზე არსებული სენსორის საშუალებით იმართება.
ტექნიკის პროგრამა მოიცავს გალღობის რეჟიმს და ავტომატურ რეცეპტებსა. გარდა ამისა, ღუმელის შიდა სივრცე სრულად განათებულია, ხოლო პროგრამის დასასრულს გამოსცემს ხმოვალ სიგნალს. არსებობს დაბლოკვის სისტემა, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად ბავშვებისთვის.
უპირატესობები:
- ბავშვთა დაცვა;
- პროგრამების დიდი რაოდენობა;
- დიდი, მარტივი ღილაკები;
- კარგი სიმძლავრე.
ნაკლოვანებები:
- სამწუხაროდ, არ აქვს გრილის ფუნქცია.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუკი მიკროტალღურის ყიდვა გსურთ, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს, სადაც წარმოდგენილი გვაქვს არა მხოლოდ LG-ის, არამედ Bosch, Toshiba, Arshia, Samsung მიკროტალღური ღუმელები, რომელთა შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში შეგიძლით.
LG MS-2595CIS
LG-ის კიდევ ერთი, ელეგანტური დიზაინის მიკროტალღური, რომელიც შავი ფერისაა. ტექნიკის შიდა მოცულობა 25 ლიტრია, რომელიც შიგნიდან მინანქრითაა დაფარული. მოწყობილობის სიმძლავრეა 1000 ვტ და აქვს ელექტრონული მართვის შესაძლებლობა, რომელიც ხორციელდება სენსორების საშუალებით.
პროგრამა მოიცავს გალღობის რეჟიმს, კერძის ავტომატურად მომზადების ფუნქციასა და გათბობის 8 რეჟიმს. ავტომატური გალღობისთვის გამოყოფილია 4 რეჟიმი. მიკროტალღური ღუმელის სითბო თანაბრად ნაწილდება მთელს ინტერიერში. პატარებისთვის კი გათვალისწინებულია მართვის პანელის დაბლოკვის სისტემა.
უპირატესობები:
- მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად, აქვს მარტივი და მოსახერხებელი კონტროლის სისტემა;
- გარე პანელის გასუფთავება მარტივია;
- ელეგანტური დიზაინი;
- ბავშვის საკეტი;
- ფუნქციონალური;
- დიდი შიდა სივრცე.
ნაკლოვანებები:
- გრილის ფუნქცია არ აქვს.
LG MJ-3965AIS
ეს არის საკმაოდ მოცულობითი მიკროტალღური ღუმელი, რომლის შიდა მოცულობა 39 ლიტრია. აქვს განათება, ხოლო ინტერიერი დაფარულია მინანქრის საფარით. დიზაინი შავი ფერისაა, რომელსაც ვერცხლისფერი ჩანართები ალამაზებს. თავად მოწყობილობის სიმძლავრეა 1100 W, რომელსაც აქვს კონვექციის ფუნქცია, რომელიც მუშაობს 1850 W სიმძლავრით.
მიკროტალღურის მართვა ხდება ელექტრონულად, სენსორებისა და ინფორმაციული ეკრანის დახმარებით. პროგრამა მოიცავს გალღობის და ავტომატური მომზადების რეჟიმს. დამატებით აქვს ავტომატური გალღობის 4 რეჟიმი და სულ წარმოდგენილია 32 რეცეპტი სხვადასხვა საკვების მოსამზადებლად.
უპირატესობები:
- მრავალფუნქციურობა;
- ინვერტორული;
- ავტომატური პროგრამების დიდი რაოდენობა;
- ძლიერი გრილი;
- დაცვა ბავშვებისგან;
- კონვექცია;
- ელეგანტური დიზაინი;
- მარტივი მართვა.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
თუ სამსუნგის ბრენდის მიკროტალღურის შეძენით ხართ დაინტერესებული, მაშინ გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენი ბლოგი აუცილებლად დაგეხმარებათ: Samsung საუკეთესო მიკროტალღურები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...