Samsung საუკეთესო მიკროტალღურები
დღეს თითქმის ყველა ოჯახი იყენებს მიკროტალღურ ღუმელს, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ არა მხოლოდ გაათბოთ კერძები, არამედ სრულად ჩაანაცვლოთ სხვა სამზარეულოს მოწყობილობები.
დღეს ბაზარზე დიდი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი სხვადასხვა მახასიათებლის მქონე მიკროტალღური ღუმელები, რაც ნაწილობრივ ართულებს კიდეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. Samsung საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ლიდერია ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთ სამსუნგის მიკროტალღური ღუმელების საუკეთესო მოდელები.
Samsung MG23F302TAK
მოდელი გამოირჩევა კომპაქტური ზომებით, რომელიც დამზადებულია შავ ფერში. მოწყობილობა იმართება ელექტრონულად და აქვს 6 სამუშაო რეჟიმი. მათ შორის გალღობა და მზა რეცეპტები კერძის ავტომატური მომზადებისთვის. შესაძლებელია ტაიმერის დაყენება 99 წუთის განმავლობაში. ასევე წარმოდგენილია გრილის ფუნქცია და აღჭურვილია უსაფრთხოების ბლოკირებით. მიკროტალღურის სიმძლავრე 800 ვატია.
უპირატესობები:
- ლამაზი დიზაინი;
- ელექტრომაგნიტური ნაკადების კარგი განაწილება, საკვები თანაბრად თბება;
- კორპუსის გარეთ მოწყობილობა არ თბება;
- გრილის ფუნქცია;
- კომფორტული სახელური.
ნაკლოვანებები:
- არასაკმარისი განათება;
- პროგრამების გაუგებარი ჩვენება ეკრანზე.
Samsung ME83XR
ვერცხლისფერი მიკროტალღური ღუმელი ორიგინალური დიზაინით (48.9 x 27.5 x 38 სმ), რომელიც უმალ იზიდავს მომხმარებლების ყურადღებას. ტექნიკის მოცულობა 23 ლიტრია, რომელიც იმართება სენსორული ღილაკების საშუალებით და აქვს ინფორმაციული პანელი.
850 ვ სიმძლავრის მქონე მოწყობილობა აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციით, მათ შორის გალღობის, უსიამოვნო სუნის მოშორებისა და ავტო რეცეპტებით. შეგიძლიათ დააყენოთ ტაიმერი (99 წუთი).
უპირატესობები:
- არაჩვეულებრივი სარკისებური კარი;
- მრავალი მოსახერხებელი ფუნქცია;
- ენერგიის დაზოგვის რეჟიმი;
- მაღალხარისხიანი შიდა საფარი;
- არ გამოსცემს ზედმეტ შემაწუხებელ ხმაურს;
- საკმარისად ფართო მოცულობა;
- ნებისმიერ საკვებს სწრაფად აცხელებს;
- აქვს კარგი გალღობის შესაძლებლობა.
ნაკლოვანებები:
- ღუმელის ფეხები არ არის ძალიან სტაბილური;
- ნათითურები რჩება ზედაპირზე;
- მართვის პანელი არ არის ძალიან მოსახერხებელი;
- ცუდი განათება;
- კორპუსის მეტალი თხელია;
- უსიამოვნო ხმოვანი შეტყობინება;
- სწრაფი დაწყების ფუნქცია არ აქვს;
- მოკლე კაბელი.
Samsung GE83XR
სარკისებული კარის მქონე, ვერცხლისფერი მიკროტალღური ღუმელის (48.9 x 27.5 x 36.9 სმ) მოცულობა 15 კგ-ია. ტექნიკა წინა მოდელის მსგავსია, მაგრამ მასში 4 ავტომატური მომზადების რეცეპტია წარმოდგენელი და პლიუს - გრილის ფუნქცია. მოწყობილობის სიმძლავრეა 850 ვ.
უპირატესობები:
- ელეგანტური დიზაინი;
- აქვს საათი;
- თბება ძალიან კარგად;
- ხარჯავს მცირე ენერგიას;
- შიგნიდან ადვილად იწმინდება.
ნაკლოვანებები:
- ზედაპირი ადვილად ბინძურდება;
- დაბალი და მუქი ინტერიერი, რის გამოც რთულია იმის დანახვა თუ რა არის შიგნით;
- დენის მოკლე კაბელი.
Samsung MG23H3115QK
შავი ღუმელი (48.9 x 27.2 x 39.2 სმ) 23 ლიტრი მოცულობით, რომელიც აღჭურვილია უამრავი დამატებითი ფუნქციებით. მათ შორის, გალღობის, მზა რეცეპტებისა და გრილის. მოწყობილობის სიმძლავრე 800 ვატია.
უპირატესობები:
- ელეგანტური დიზაინი;
- კომფორტული სახელური;
- არსებობს სითბოს შენარჩუნების ფუნქცია;
- დროის ჩვენება ლოდინის რეჟიმში;
- ბაქტერიებისგან დაცვა.
ნაკლოვანებები:
- გრილის გამო კორპუსი საგრძნობლად თბება;
- ზედაპირი ადვილად ბინძურდება;
- დენის მოკლე კაბელი.
ისურვეს ინტერნეტ მაღაზიაში თვენ შეგხვდებათ მიკროტალღური ღუმელების ფართო არჩევანი, აქ არის წარმოდგენლი ჩასაშენებელი მიკროტალღურები, ცალკე მდგომი მოდელები და ა.შ.
პოპულარული მოდელები