მიკროტალღური ღუმელების საუკეთესო მწარმოებლები
ტექნიკის ბაზარზე მიკროტალღურების რამდენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც ფუნქციონალური შესაძლებლობებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
მიკროტალღურები იყოფა სამ ჯგუფად:
- სოლო - ასეთი მიკროტალღური ღუმელები განკუთვნილია მხოლოდ მზა კერძების გაცხელება-გათბობისთვის ან პროდუქტების გასალღობად;
- გრილი - ამ ნაწილის დახმარებით შეგიძლიათ არა მხოლოდ გაათბოთ საკვები, არამედ მოამზადოთ კიდეც ზოგიერთი კერძები, მაგალითად, შეწვათ ქათამი ან ხორცი.
- კონვექცია - კონვექციის წყალობით, რაც გულისხმობს ცხელი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას, თითქმის სრულადაა შესაძლებელი ღუმელის ჩანაცვლება.
სამსუნგი
სამხრეთ კორეული კომპანიის Samsung- ის მიკროტალღური ღუმელები აღჭურვილია დიდი რაოდენობით ჩამონტაჟებული რეცეპტების პროგრამით. თქვენ მხოლოდ უნდა მოამზადოთ საჭირო პროდუქტები და დააჭიროთ ღილაკს. მიკროტალღური ღუმელი ავტომატურად აირჩევს კერძის მომზადების რეჟიმს და დააყენებს ტაიმერს ზუსტად იმ განსაზღვრული დროით, რომელიც საჭიროა კერძის სრულად მომზადებისთვის.
სამსუნგის უპირატესობები:
- ფართო არჩევანი - 50-ზე მეტი სხვადასხვა მოდელი;
- შიდა საფარის 10 წლიანი გარანტია;
- საკვების ერთგვაროვანი გათბობა TDS ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც გულისხმობს პალატაში ტალღების სამგანზომილებიან განაწილებას;
- ლოდინის რეჟიმი, რომელიც 40% -მდე დაზოგავს ელ. ენერგიას;
- მოდელების დიდი არჩევანი ბიუჯეტურ სეგმენტში.
სამსუნგის მიკროტალღური ღუმელების მახასიათებელია უნიკალური მინანქარი, რომელიც გამოიყენება ღუმელის შიდა კედლების დასაფარად. ასეთი ზედაპირის მქონე კამერა არ ზიანდება კოროზიისგან, იწმინდება ადვილად, არ ყვითლდება და არ იწოვს საკვების სუნს. მინანქარი ასევე ხელს უშლის მავნე ბაქტერიების წარმოქმნასა და გავრცელებას.
Samsung აგრძელებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებს შორის ლიდერად ყოფნას, რაც გამოწვეულია მომხმარებლის სიყვარულითა და ნდობით.
ბეკო
Beko თურქული კომპანიაა, რომელიც პროდუქტის ხარისხს დიდი სერიოზულად ეკიდება. ის ფაქტი, რომ კომპანია დასავლეთ ევროპაში მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ კორპორაციებს შორის მეორე ადგილზეა, ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. სერიოზული მიდგომა, რა თქმა უნდა, ვრცელდება ამ ბრენდის მიკროტალღურ ღუმელებზეც.
დადებითი მახასიათებლები:
- გონივრული ფასი;
- მარტივი მართვა;
- საიმედო კონსტრუქცია, შეკრება;
- დახვეწილი, თანამედროვე გარეგნობა.
ბოში
გერმანული გიგანტი Bosch გთავაზობთ მაღალი ხარისხის მიკროტალღურ ღუმელებს, რომელთა ნაწილი დამზადებულია ჩინეთში, ხოლო ზოგიერთი - ევროპაში.
დადებითი მახასიათებლები:
- მიმზიდველი დიზაინი;
- ავტომატური რეჟიმების დიდი რაოდენობა;
- მკაფიო და მოსახერხებელი მართვა;
- ბიუჯეტური მოდელები და მისაღები ღირებულება.
Bosch ბრენდი წარმოადგენს საიმედოობისა და გამძლეობის გარანტიას. ეს რეპუტაცია კი მოპოვებული იქნა მომხმარებელთან მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად.
ელჯი
გაყიდვების საერთო რაოდენობის მხრივ, კორეული კორპორაცია LG შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებულად ლიდერობს. ასეთი დიდი სიყვარული გასაკვირი არ არის და დამსახურებულიც კია, რადგან ბრენდი ცნობილია მუდმივად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, რომელსაც პროდუქტები ხარისხის ახალ დონეზე აჰყავს.
დადებითი მახასიათებლები:
- მისაღები ღირებულება;
- ინოვაციური ტექნოლოგიები;
- შიდა პალატის მარტივი და სწრაფი წმენდა;
- გრილის არსებობა.
კორეული კომპანიის LG მიკროტალღური ღუმელები აღჭურვილია სპეციალური გლუვი EasyClean საფარით, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და დასუფთავების პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის.
LG მიკროტალღურებიც ნამდვილად იმსახურებენ ყურადღებას, რადგან ტექნიკა დაცულია ქარხნული 10 წლიანი გარანტიით, რაც მოწობილობის მაღალ ხარისხსა და საიმედოობაზე პირდაპირ მიუთითებს.
ისურვეს ონლაინ მაღაზიაში თქვენ შეგხვდებათ საუკეთესო მწარმოებლების თანამედროვე მოდელები, როგორც ჩასაშენებელი მიკროტალღურები, ასევე ცალკე მდგომი, რომლებზეც ბარათით ყიდვის შემთხვევაში მიიღებთ ფასდაკლებებს, ხოლო შეძენილ ნივთს, ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგართმევთ.
პოპულარული მოდელები