საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები

ამ მიმოხილვაში ჩვენ შევაგროვეთ საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები, რომლებიც სხვადასხვა დიზაინისა და შესაძლებლობებისაა.

ის, თუ რა განსხვავებაა მათ შორის, უმჯობესია კონკრეტული მოდელების საფუძველზე განვიხილოთ და ვნახოთ, რა მახასითებლები უნდა ჰქონდეთ საუკეთესო მოდელის მიკროტალღურ ღუმელებს.

Bosch BFL524MS0

ეს არის ელეგანტური მიკროტალღური ღუმელი  Bosch-სგან, რომელსაც შიდა კამერა უჟანგავი ფოლადის აქვს და ელექტრონულად მართვადი კარების ფონზე, ძალიან თანამედროვედ გამოიყურება.

მიკროტალღური ღუმელის მუშაობის გასაკონტროლებლად, წარმოდგენილია მარტივი სენსორული პანელი და მბრუნავი ღილაკი. უფრო მეტიც,  თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ სასურველი რეჟიმის შერჩევა, არამედ მათი შეცვლა პროდუქციის წონის შესაბამისად.

საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ეს არის ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი, რომელიც შეგიძლიათ მოათავსოთ სამზარეულოს უჯრაში 60 სმ სიგანეზე. სამწუხაროდ, მოწყობილობას შიდა მოცულობა მცირე  ზომის აქვს, რომელიც  20 ლიტრს არ აღემატება.

უპირატესობები:

  • ავტომატური მომზადების 7  პროგრამა, პლუს 4 გალღობისთვის;
  • ღუმელს შეუძლია გაალღოს და მოამზადოს კიდეც დიეტური კერძები;
  • კარის გახსნა ხდება სენსორზე ერთი შეხებით;
  • მოსავლელად ძალიან ადვილია;
  • მუშაობს მშვიდად.

ნაკლოვანებები:

  • ხმამაღალი სიგნალი კერძის გათბობის დასრულების შესახებ;
  • არ აქვს გრილის ფუნქცია.

Bosch მიკროტალღური ღუმელი შესანიშნავად ჯდება ნებისმიერი სტანდარტული სამზარეულოს ინტერიერში,  სადაც კარადების სიგანე 60 სმ-ია.

Siemens BF634LGS1 - ჩასაშენებელი მოდელი ინვერტორთან ერთად

გამომდინარე იქიდან, რომ Siemens მიკროტაღური ჩასაშენებელი ტიპისაა,  მწარმოებელმა გაზარდა კედლების თერმული დაცვა, რათა ღუმელი უსაფრთხოდ დამონტაჟდეს მაცივრისა და სხვა ჩამონტაჟებული ტექნიკის გვერდით.

უპირატესობები:

  • კომპაქტური ზომები;
  • ენერგიის დაბალი მოხმარება;
  • გალღების ავტომატური რეჟიმი;
  • ძალიან მარტივი მართვა;
  • გათვალისწინებულია ბავშვთა დაცვა;
  • კარგი თბოიზოლაცია.

ნაკლოვანებები:

  • არ არის გათვალისწინებული გრილი და კონვექცია.

Hotpoint-Ariston MWHAF 203B - ყველაზე ფუნქციონალური მიკროტალღური ღუმელი

სტანდარტული სამუშაო რეჟიმების (გათბობა, გალღობა და მომზადება) გარდა, ამ მიკროტალღურში ბევრი საინტერესო და საკმაოდ იშვიათი პროგრამაა წარმოდგენილი. მაგალითად, აქვს ორთქლით გაწმენდის რეჟიმი, მზა სადილის ტემპერატურის შენარჩუნება და გაგიკვირდებათ დააა... იოგურტის მომზადების ავტომატური რეცეპტიც კი.

საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები

ღუმელს სენსორული მართვის ფუქნცია აქვს,  რომელსაც ავსებს მბრუნავი ჩამრთველი და ციფრული ეკრანი. მოწყობილობაში გათვალისწინებულია გათბობის ელემენტის - გრილის ადგილი.

უპირატესობები:

  • ავტომატური მომზადების 16  პროგრამა;
  • გალღობის 6 რეჟიმი;
  • თვითწმენდის სისტემა ორთქლის გამოყენებით;
  • ბავშვებისგან დაცვის ფუნქცია;
  • მუშაობს  სხვა მოდელებზე მშვიდად.

Caso IMCG 25  

ეს ძალიან მიმზიდველი მიკროტალღური ღუმელი სენსორული მართვის საშუალებით იმართება, რომლის პანელი დამალულია სქელი შუშის მიღმა და მასზე წვდომა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი,  როდესაც კარი ღიაა.

მიკროტალღური ღუმელი Caso-ს ენერგია 900 ვტ-ია. გარდა ამისა, მოდელი აღჭურვილია გრილითა და კონვექციური ვენტილიატორით, რომელსაც შიდა ტემპერატურა +240 ° C- მდე აჰყავს.

საუკეთესო მიკროტალღური ღუმელები

მოწყობილობის მეხსიერებაში ჩამონტაჟებულია ავტომატური მომზადების 14  პროგრამა. აი, პალატის შიგნითა ფენა კი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ძალიან უპრობლემოდ მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • მიკროტალღური ტალღების ერთგვაროვანი განაწილება;
  • მაღალი სიმძლავრის გრილი (2.05 კვტ);
  • მიკროტალღურში ისევე შესაძლებელია კერძების გამოცხობა, როგორც ჩვეულებრივ ღუმელში;
  • გათვალისწინებულია ბავშვებისგან დაცვის რეჟიმი.

ნაკლოვანებები:

  • შეუძლებელია უშუალო წვდომა პირდაპირ პანელზე.

პოპულარული მოდელები

მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
მიკროტალღური ღუმელი MV145-2574 ARSHIA 26130
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
Regular price 529.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი Samsung MG23DG4524ATBW
მიკროტალღური ღუმელი Samsung MG23DG4524ATBW
Regular price 489.00 ლარი 469 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი