თურქული მატრასები
მატრასები ჩვენი ძილისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კარგი ძილი ხომ წარმატების წინაპირობაა. კარგი ძილის პირობებში:
- თქვენ ხართ უკეთესად გამოძინებული.
- თქვენი ნერვული სისტემა დაწყნარებულია.
- არ ხართ ადვილად გაღიზიანებადი და ადვილად აკონტროლებთ თავს.
- უფრო ნათლად აზროვნებთ.
- უფრო მეტ ინფორმაციას იაზრებთ.
- უფრო ჯანმრთელი ხართ, შესაბამისი წნევისა და ტოქსინების გამოყოფის საფუძველზე.
შესაბამისად, კარგი ძილი ნამდვილად წარმატებისკენ მიმავალი გზაა. და ამ ფაქტს ვფიქრობ ბევრი არავინ გახდის სადავოდ.
მაშინ, კითხვა ჩნდება - კარგი ძილის წინაპირობა რა არის?
წინაპირობა ბერვი და ყველა მნიშვნელოვანია, ჩვენ სათითაოდ ჩამოგითვლით მათ და შემდგომ ყველაზე იაფადაც შემოავაზებთ!
- ბალიში ნამდვილად მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სხეულის ნაწილი - თავი ხომ მასზე ისვენებს.
- საბანი და გადასაფარებელი - ისინი ხომ სითბოს გვინარჩუნებენ რომ არ გავცივდეთ.
- ზეწარი - ჰიგიენის გარდა სასიამოვნო გრძნობით გვავსებს ზედაპირთან შეხებისას
- მატრასი - რომელზედაც მთელი ჩვენი სხეული არის განთავსებული.
კვლევების მიხედვით, ზემოხსენებული ფაქტორებიდან მატრასები უალტერნატივოა. თუ ამ ფრაზას მატრასების მაღაზიაში მოისმენთ, არ ჩათვალოთ რომ ტიპიური მარკეტინგული ხრიკია - ეს ნამდვილად ჭეშმარიტებაა.
თუნდაც ისტორიული ასპექტი რად ღირს, მართალია ძველ დროში არათუ ლატექსის ან ორთოპედიული მატრასის, არამედ ხშირად უბრალო სირბილის ალტერნატივაც არ იყო
, როდესაც ადამიანები დასაძინებელ ადგილს ეძებდნენ ყოველთვის მატრასის მაშინდელ ალტერნატივაზე (თივას, ტყავს) იყვნენ ორიენტირებულნი. ვინ გაიხსენებს აბა დაღლილი რობინ ჰუდის ბალიშზე წუწუნს? ვერავინ!
რატომ არის თურქული მატრასები პოპულარული საქართველოში?
თურქულ მატრასებს რაც შეეხება - ეს უკვე აღნიშნული პროდუქტის დამატებითი კონკრეტიზაციაა.
ვერ ვიტყვით, რომ ეს ქვეყანა ისტორიულად ძლიერი იყო მატრასის წარმოებით (რადგან ეს პროდუქტიც ჯამში ახალი გამოჩენილია, ყოველ შემთხვევაში ბოლო მოდერნიზაციით), მაგრამ მეოცე საუკუნეში თურქეთში ერთის მხრივ რკინის და მეორეს მხრივ ტექსტილის და მესამეს მხრივ სასტუმროების ინდუსტრიების აღმავლობამ ფაქტიურად ლოგიკურად გამოიწვია მატრასების სექტორის წარმატება. ლატექსის მატრასის წარმოების კუთხით კი ქვეყანა მსოფლიოს ლიდერია .
მიუხედავად იმისა რომ თურქული ნაწარმი, მათ შორის მატრასები იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ, ეს ქვეყანა ერთპიროვნული ლიდერია მსგავსი ტიპის პროდუქციაში.
იმდენად რომ თურქეთიდან ექსპორტირებული მეორადი მატრასები ონლაინაც კი იყიდება.
საქართველოს ამ კუთხით გაუმართლა. ისევე როგორც კორეას, ვიეტნამსა და ტაივანს გაუმართლათ ჩინეთთან სიახლოვეში და ჩინური ეკონომიკისა და წარმოების აღმავლობა ამ ქვეყნებსაც დაეტყო, იგივე ხდება მატრასების კუთხითაც.
გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე ქართველებს საშუალება გვაქვს ადვილად შევწვდეთ იმ მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომელსაც ამ ფასებში და ამ ხარისხით ჯერ კიდევ არ შეუღწევია ბევრ, ჩვენზე ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში.
თურქული მატრასები - გამორჩეული სტილი და ფასი ისურვეში
ისურვე გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის ნაწარმს თქვენთვისა და თქვენი ოჯახის კომფორტისათვის. გარდა მატრასებისა, ისურვეში შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო მსხვილი და წვრილი ტექნიკა და წვრილმანი ნივთები.
ათასობით ერთგული და ახალბედა მომხმარებლისათვის ისურვე მუდმივად ცდილობს ასორტიმენტის ზრდასა და ხარისხიანი პროდუქციის შემოთავაზებას.
უფასო საკურიერო მომსახურება, გარანტია და თქვენზე მორგებული განვასების სისტემა საშუალებას მოგცემთ მარტივად შეარჩიოთ, შეიძინოთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნივთები მოკლე დროში.