მატრასი განვადებით
როგორ შევარჩიოთ მატრასი? სად ვიყიდოთ ის? როგორია განვადების პირობები და რას ნიშნავს ხარისხობრივი სხვაობა?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ქვემოთ გაგცემთ, თუმცა იქამდე ალბათ გაგიგიათ რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მეტი დრო ძილს მიაქვს.
8 საათი ძილის შემთხვევაში (რაც რეკომენდებულია) საშუალო ადამიანი ძილში 229,961 საათს ატარებს, რაც ზუსტად 1/3 შეადგენს.
ანუ 90 წლის როდესაც იქნებით, 30 წელი (30!) გექნებათ გატარებული ძილში. ინფორმაციისთვის - ამ პერიოდში შეგეძლოთ ფილმი კერკეტი კაკალი (Die Hard) 105,325-ჯერ გეყურებინათ.
რატომ ვატარებთ ამდენ დროს ძილში - იმიტომ რომ ბუნებამ ასე განსაზღვრა. არ შევასრულებთ ამ პირობას და მივიღებთ წნევას, თავის ტკივილს, და ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიის უამრავ პრობლემას.
და მაშინ კი კითხვა ჩნდება - თუ ძილი ასეთი მნიშვნელოვანია, მისი კომფორტულად და სწორად გატარება არ არის მთავარი პრივილეგია? აი ზუსტად აქ შემოდის მატრასები თამაშში.
მატრასები განვადებით ისურვეში შეგიძლიათ შეიძინოთ
დღეისათვის შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის მარტივად - განვადებით ყიდვა. მატრასები განვადებით კი ნამდვილად ხელსაყრელი შემოთავაზებაა, რომელსაც ონლაინ მაღაზია „ისურვე“ გთავაზობთ.
კომფორტული და მშვიდი ძილის მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი აგიხსნით, თუ რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში ხარისხიანი მატრასი.
გვერწმუნეთ რომ კარგი მატრასი თქვენი წარმატებული დღის საწინდარია, ჩვენ ვეცდებით აგიხსნათ ძილისთვის საჭირო ყველა ნივთის მნიშვნელობა, და შემდგომ ეს ნივთები ყველაზე იაფად შემოგთავაზოთ.
კი - ბალიში მნიშვნელოვანია, საბანიც, გადასაფარებელი და ზეწარიც, მაგრამ საწოლის მატრასი!
თქვენი მთელი სხეული ხომ ყოველდღე 8 საათის განმავლობაში მასზე უნდა იყოს მოთავსებული, და მატრასმა უნდა შეუწყოს ხელი თქვენს დასვენებასა და ჯანმრთელობას.
უმარტივესი რჩევაა - სანამ კომპიუტერის, გაზქურის ან მაცივრის განახლებას გადაწყვეტთ - გაეცანით მატრასების ფასებს და ესტუმრეთ ჩვენს მატრასების მაღაზიას.
ორთოპედიული მატრასის ფასები, ლატექსის მატრასები, თურქული მატრასები - ჩაეძიეთ დეტალებს, და რაც მთავარია აარჩიეთ ისეთ რომელიც თქვენ სრულ კომფორტს მოგგვრით.
მატრასის ყიდვა იაფად ონლაინ და ფასები - ჩვენი რჩევები
შეიძლება სჯობდეს მეორადი მატრასი იყიდოთ (თუ თქვენთვის ეს მისაღებია, და იცით ადგილი სადაც იყიდება მატრასი მეორად მდგომარეობაში) და კომფორტულად იგრძნოთ მასზე თავი, ვიდრე დაბალი მატრასის ფასის ძებნაში უსარგებლო მოდელი აირჩიოთ.
განვადება? კი მაგრამ განვადება რა შუაშია? - იყიდება მატრასი განვადებით? კი - ნამდვილად, თუ თქვენ თქვენთვის მისაღები მატრასები იაფად ვერ ნახეთ, მაშინ ნამდვილად ჯობია განვადებით ისარგებლოთ. ძილი - ეს ხომ წმინდაა. მიზეზი კი მარტივია:
მატრასის ფასები ძირითადად ხარისხის პირდაპირპროპორციულია.
ცალკე საკითხია დათმობილი დრო, გირჩევთ ჩვენს ბლოგპოსტებსაც გადახედოთ უშუალოდ მატრასის შერჩევის შესახებ.
რთული გასარკვევი არ არის - უნდა აირჩიოთ თუ რა სიმყარის რომელსაც უშუალოდ მასში არსებული ზამბარების ტიპი და კონსტრუქცია განაპირობებს (ან შეგიძლიათ სრულად უზამბარო მოდელიც აიღოთ, რომელსაც თავისი პლუს მინუსები გააჩნია), და უნდა აირჩიოთ ამ კონსტრუქციაზე შემდგომ მორგებული ზედაპირის სტრუქტურა:
- მრავალშრიანი და სქელი მატრასი - ფუმფულა შეხებისთვის
- ხოლო თხელი მატრასი შედარებით იაფი და მყარი ზედაპირისთვის
თუმცა, გაითვალისწინეთ რომ ფუმფულა აუცილებლად საუკეთესოს არ ნიშნავს.
მყარ ზედაპირს თავისი უპირატესობები აქვს, და შეიძლება თავიდან არაკომფორტულად გეჩვენოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს ჯანრმთელობასა და ძილის ხარისხზე დადებითი გავლენა იქონიოს.
თუ ამ გვერდზე, მატრასების სხვა კატეგორიებში ან ბლოგზე განთავსებული რჩევები საკმარისი არ არის, გირჩევთ ჩვენს ბლოგში ნახოთ ვრცელი ინგლისურენოვანი ვიდეოც, რომლებშიც დეტალურადაა განხილული ის, თუ როგორ შევარჩიოთ მატრასი.