ორთოპედიული მატრასები Sleepy
ორთოპედიული მატრასები Sleepy
494 ლარი / თვეში 27 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

ორთოპედიული მატრასი

ორთოპედიული მატრასი ამ კატეგორიის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაირსახეობაა. უშუალოდ მაღალი ხარისხის მატრასები კარგი ძილის წინაპირობაა, და კარგი ძილი კი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანრთელობისთვის.

ორთოპედიული მატრასები ონლაინ

მატრასის შეძენა შესაძლებელია უკვე ონლაინ. საიტიდან მარტივია სასურველი ზომის მატრასის შერჩევა და მარტივი გადახდა. ხოლო საკურიერო მომსახურება სრულიად უფასოა.

ორთოპედიული მატრასები არის საძინებლის ის მთავარი ატრიბუტი, რომელიც მშვიდად ძილსა და კომფორტულ მოსვენებაზეა პასუხისმგებელი.

ორთოპედიული მატრასით კი ნამდვილად შეძლებთ კარგად გამოძინებას, რაც თქვენი წარმატებული დღის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

ორთოპედიული მატრასი

ორთოპედიული მატრასები ხერხემლისა და ზურგის სიჯანსაღისთვის

ვიდრე სხვა სახის მატრასებს აღვწერდეთ, მოკლედ აღგიწერთ ორთოპედიული მატრასის მთავარ უპირატესობას.

ორთოპედული მატრასები ხერხემლისა და ზურგის პრობლემების მქონე მომხმარებლების ხშირი არჩევანია, მისი სასარგებლო თვისებების გამო.

მას გააჩნია ხერხემლის დამჭერი ფუნქცია, რომელიც ძილში ხერხემლის გამრუდებისგანა და იმ სხვადასხვა ტრავმისგან გვიცავს, რომლებიც დროთა განმავლობაში იჩენენ თავს და საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს იწვევენ.

ორთოპედიული მატრასი ყველაზე იაფად ისურვეზე

ისურვე გთავაზობთ მატრასების სხვადასხვა სახეობას, რომელთაგან ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ორთოპედიულია.

ორთოპედიული მატრასი ისურვეზე ყველაზე იაფია, რადგან ისურვე პროდუქციას ყოველთვის ყველაზე შეღავათიანი ფასით გთავაზობთ, ასევე მოქმედებს ონლაინ განვადება.

განვადების პროცედურა ძალიან მარტივია, საკმარისია შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ზომის მატრასი და ჩვენი ოპერატორები რამდენიმე წუთში შეგავსებინებენ განვადებას სახლიდან გაუსვლელად.

ორთოპედიული ლეიბი როგორც მატრასს ხშირად უწოდებენ, მზადდება ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მასალით, რათა დიდი ხნის განმავლობაში არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები.

დღეს მატრასების უამრავი სახეობა არსებობს

  • ერთმაგი - რომელზედაც დასაწოლად მხოლოდ ცალი მხარეა დამუშავებული, მეორე კი უკან დასადებად გამოიყენება.
  • ორმაგი - რომელიც ექვემდებარება გადაბრუნებას და ორმხრივ გამოყენებას.
  • ლატექსის მატრასები - მსუბუქი მასალა რომელიც თქვენი სხეულის რბილას განთავსებას უზრუნველყოფს, ასევე მალებისა და ხერხემლისთვის ნამდვილი მისწრებაა.
  • მეხსიერების მქონე ქაფი (ან უფრო სწორად მემორიფომი Memory Foam) - რომელიც მასზე დაწოლის შემდეგ იმახსოვრებს თქვენი სხეულის ფორმას (რამდენიმე წამი, არა სამუდამოდ) და მაქსიმალურად იმეორებს თქვენი სხეულის ფორმებს.
  • ქოქოსის, წიწიბურის ზედაპირები - რომლებიც ბუნებრივობასთან და ჰაერგამტარობასთან ერთად ამცირებენ ალერგიულ ფონს.

უშუალოდ კონსტრუქციის კუთხით შეიძლება ეს პროდუქტი ასევე რამდენიმე ნაწილად დაიყოს - ზამბარიანი და ქაფიანი საწოლის მატრასები.

ორთოპედიული მატრასი

ქაფიანები საკმაოდ ახალი გამოგონებაა და ძირითადად ტოპ კლასს მიეკუთვნება, ზამბარებს კი ფართო ვარიაცია ახასიათებთ - ყველაზე მაღალი ხარისხის ზამბარიანი მატრასი ქაფიანებს სჯობს, თუმცა ყველაზე იაფიანი ვარიანტებიც ასევე ზამბარიანებია.

უშუალოდ ზამბარიანები ასევე რამდენიმე ტიპად იყოფა:

  • ზამბარიანი მატრასები ერთიანი სტრუქტურით - ასეთები ყველაზე მარტივ და ყველაზე გამძლე სახეობას მიეკუთვნება.
  • ზამბარიანი მატრასები შედარებით მსუბუქი გადაბმით - ამ ტიპის მატრასი ზამბარიანებში საშუალო ვარიანტად ითვლება.
  • ნაწარმი ინდივიდუალური გადაბმით - სადაც თითეული ზამბარა სტრუქტურის დამოუკიდებელი ელემენტია. მათი პლუსი არის ის რომ სხეულის დაწოლის სიმძიმეზე თითოეული ზამბარა დამოუკიდებლად რეაგირებს და იდეალურად ერგება თქვენს ფორმებს, ამავე დროს კი ძალიან გამძლეა.

მესამე ტიპის მატრასები ხასიათდება ასევე იმით რომ თქვენ შეიძლება ვერც კი გაიგოთ ამავე მატრასზე თქვენს გვერდით მწოლიარე ადამიანის დაწოლა და ადგომა.

ამ დიდი კლასიფიკაციის უკან არსებობს ცალკე ტიპი - ორთოპედიული მატრასი (რომელსაც ხშირად ორთოპედიულ ლეიბს უწოდებენ)

ორთოპედიული მატრასი

ორთოპედიული მატრასის ფასები და სპეფიციკაცია, რატომ იყიდება მატრასი ინტერნეტში?

ორთოპედიული მატრასი ფასების კუთხით შედარებით ძვირია, სტანდარტული ტიპის მოდელებთან შედარებით.

ისურვეზე მათი ღირებულება 300-დან 600 ლარამდე მერყეობს.

მატრასების ონლაინ ყიდვის შემთხვევაში ეს საუკეთესო ფასია, მითუმეტეს უფასო ადგილზე მოტანის ჩათვლით. ისევე როგორც ოფლაინის დროს, მაგალითად საბას ან სხვა ამ ტიპის პროდუქციის გაყიდვით ცნობილ ობიექტებთან შედარებით.

ეს ტიპი ზემოხსენებული ტიპებიდან რამდენიმეს აერთიანებს, და ძირითად პლუსი არის ის მისი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა სხეულისა და ხერხემლის ოპტიმალურ მდგომარეობას, რაც სქოლიოზისა და სხვა მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის (და არა მარტო მათთვის, არამედ იმათთვის ვისაც რისკების თავიდან არიდება უნდა) ნამდვილი მისწრებაა. 

აღსანიშნავია ისიც ორთოპედიული მატრასებში ჯანმრთელობის კუთხით გაუმჯობესება არ მიიღწევა მაინც და მაინც კომფორტის კლების ხარჯზე - ასეთი მატრასი შეიძლება დამახასიათებელ სიკეთეებთან ერთად ძალიან სასიამოვნო ძილსაც გთავაზობდეთ.