სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


საბავშვო გასაბერი ცენტრები (მინი აკვაპარკები)

საბავშვო გასაბერი გასართობი ცენტრები, ე.წ მინი აკვაპარკები Bestway-სგან და Intex-ისგან.

დაგვერწმუნეთ, საბავშვო გასაბერი გასართობი ცენტრები ნამდვილად დიდ ბედნიერებას მოუტანს თქვენს ბავშვებს, ეს ძალიან სახალისო და ასევე ჯანმრთელობისთვის კარგი საჩუქარია თქვენი პატრასათვის.

ყველაზე გრილი და მხიარული საზაფხულო სათამაშო თქვენი ბავშვებისთვის.

საბავშვო გასაბერი ცენტრები (მინი აკვაპარკები)

საბავშვო გასაბერი ცენტრების ყიდვისას, აუცილებელია  გაითვალისწინოთ ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც დაკავშირებული ბავშვის ასაკთან და სიმაღლესთან.

დღევანდელ აღწერაში წარმოგიდგენთ  საბავშვო გასაბერი ცენტრების  საუკეთესო მოდელებს, რომლებიც აკვაპარკის ფუნქციასაც ითავსებენ. პირველ რიგში, ჩამოვთლით იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი მოდელის შერჩევაში.

Intex Dinoland Play Center 57135

სრული სათამაშო კომპლექსი 2 საცურაო აუზით,  რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ორმხრივი სლაიდით. გასაბერი თაღი დამზადებულია დრაკონის  სახით,  ხოლო მილის დახმარებით, შეგიძლიათ მოაწყოთ მინი ჩანჩქერი.

რბილი ქვედა ფენა უსაფრთხო დაშვების გარანტიას იძლევა, რისი წყალობითაც, გამორიცხულია ბავშვმა დაზიანებები მიიღოს. ფერადი გაფორმება და რგოლებითა და ბურთებით გაწყობილი მეორე დრაკონი, განსაკუთრებულ აღფრთოვანებს იწვევს ბავშვებში.

სპეციფიკაციები:

  • სიღრმე - 15 სმ;
  • სიგრძე - 333 სმ;
  • სიგანე - 229 სმ;
  • სიმაღლე თაღის გათვალისწინებით - 112 სმ;
  • ქვედა ფენა რბილია;
  • აუზები გათვლილია 280 ლიტრი წყლისთვის.

დამატებითი ელემენტები:

  • გასაბერი დრაკონი;
  • სათამაშოდ დამატებითი რგოლები და ბურთები.

დადებითი:

  • ლამაზი დიზაინი განსაკუთრებით იქცევს ბავშვების ყურადღებას;
  • საბავშვო აუზის დიამეტრი იძლევა იმის საშუალებას, რომ  3-5 ბავშვი კომფორტულად მოთავსდეს;
  • გასაბერი ცენტრით ბავშვები სიამოვნებით ითამაშებენ მაშინაც, როცა  აუზები წყლისგან დაცლილი იქნება;
  • რბილი ფენა გამორიცხავს დაზიანებას;
  • 1 წლიანი გარანტია.

უარყოფითი:

  • აქვს ძალიან დაბალი მხარეები;
  • ცურვა საინტერესოა 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. უფრო მოზრდილები კი ძირითადად სასრიალოდ იყენებენ  აუზს;
  • კომპლექტში არ შედის  წყლის ტუმბო.

Happy Hop

ზოგადად, ეს არ არის აუზი, რადგან პარამეტრებით, სრულფასოვანი გასაბერი ცენტრი უფროა, რომელშიც ბავშვებისთვის თამაში სასიამოვნო და საინტერესოა. გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, რომელიც უძლებს 136 კგ-მდე წონას.  შეუძლია გაუძლოს მნიშვნელოვან დატვირთვას და ტემპერატურულ განსხვავებებს, კერძოდ, -10-დან +40 გრადუსამდე. კომპლექტს მოყვება წყლის უსაფრთხო ტუმბო.

საბავშვო გასაბერი ცენტრები (მინი აკვაპარკები)

გასაბერი ცენტრის  დიზაინი განკუთვნილია ერთდროულად სამი ბავშვის სათამაშოდ, რომელთა ასაკი 2-დან 5 წლამდეა.  სასურველია თუკი თითოეულის წონა არ იქნება 45 კგ-ზე მეტი.

ტუმბოს აქვს საიმედო დამცავი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს  მოკლე ჩართვას. გარდა ამისა,  აქვს სპეციალური ავტომატური სისტემა, რომელიც ტუმბოს მუშა მდგომარეობაში ტოვებს. თუ საშიში ვითარება წარმოიქმნება, ის მაშინვე გაითიშება.

საბავშვო გასაბერი ცენტრის მთლიანი ზომებია: 400x315x230 სმ, ხოლო თავად აუზის ზომაა 285x190 სმ.

უპირატესობები:

  • საკმაოდ მაღალი აუზი (143 სმ), რომელზეც დამონტაჟებულია წყლის სპრეი;
  • აქვს წყლის ჭავლი;
  • ქვედა ფენა მყარია, რომელიც მიწაზე მჭიდროდ არის დამაგრებული;
  • ნაკრები მოიცავს ტუმბოს;
  • სამ ბავშვს ერთდროულად შეუძლია თამაში;
  • ბავშვების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია არა მხოლოდ გასაბერი კიდეებით, არამედ სპეციალური ბადის საშუალებით.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

Intex Rainbow Ring Play Center 57453

წინა აუზის მსგავსად, არც ეს მოდელი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი აუზი, არამედ ეს არის მთელი კომპლექსი, რომელიც ბავშვების ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით,  სპეციალურად მათთვის არის შექმნილი.

საბავშვო გასაბერი ცენტრები (მინი აკვაპარკები)

კერძოდ, ეს გასაბერი აუზი  შესაფერისია 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელშიც ორ ბავშვს ერთდროულად  შეუძლია ითამაშოს. აუზი საკმარისად რბილია, ამიტომ  პატარები არ დაშავდებიან. გარდა ამისა, ნაკრები მოიცავს სხვადასხვა ფერის ექვს პლასტმასის ბურთს.

აწყობილ მდგომარეობაში აუზს აქვს შემდეგი ზომები - 297x193x135 სმ, იგი აღჭურვილია საკმაოდ მაღალი მხარეებით, ხოლო უშუალოდ სტრუქტურა დამზადებულია I-Beam ტექნოლოგიის გამოყენებით. აუზის მოცულობა 227 ლიტრია.

უპირატესობები:

  • აქვს მოსახერხებელი წყლის სპრეი;
  • შეფუთვასთან ერთად, იწონის  მხოლოდ 7.4 კგ-ს;
  • ძალიან ადვილია აწყობა და დაშლა. ასევე  ახალ ადგილზე გადაადგილება;
  • მისაღები ფასი.